კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო მიატოვა სილვიო ბერლუსკონი ანგელა მერკელმა ხელის ჩამორთმევის წინ და რას ნიშნავს ეტიკეტი

პროტოკოლის ცნებაცა და მნიშვნელობაც უძველესი დროიდანაა ცნობილი, უფრო მეტად კი, ევროპაში. პროტოკოლურ წესებს, ცერემონიებსა და მათი გამართვის უმცირეს დეტალებსაც კი, ყველა სახელმწიფოს ყველა ეპოქაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სამეფო კარზე. პროტოკოლური წესების კომპლექსურობით, საფრანგეთს, უდავოდ, ყველაზე გამორჩეული ისტორია აქვს. შეიძლება ითქვას, რომ პროტოკოლური წესების დიდი უმრავლესობა სწორედ საფრანგეთის სამეფო კარზე ჩამოყალიბდა. ამიტომაც მივმართეთ ინტერვიუს ჩასაწერად გოჩა ჯავახიშვილს, რომელიც  საქართველოს დესპანი იყო საფრანგეთში. 

 გოჩა ჯავახიშვილი: პროტოკოლი ოდითგანვე მოდის. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ითვალისწინებდნენ რიგ გარემოებებსა და თავაზიანობის ფორმებს სტუმრის მასპინძლობის ან სხდომის ჩატარებისას. ბიზანტიის იმპერიისა და შუა საუკუნეების პროტოკოლი, თანამედროვე პროტოკოლისგან იმითაც განსხვავდება, რომ მაშინ პროტოკოლი პრინცებისა და მეფეების მიმართ არათანასწორ დამოკიდებულებას უშვებდა. ანუ, ყველა სუვერენი თანასწორი არ იყო და მათ მიმართ არაერთგვაროვან პროტოკოლს ითვალისწინებდნენ. თანამედროვე პროტოკოლი ამ მხრივ მსგავს დიფერენციაციას აღარ უშვებს და შეიძლება ითქვას, პროტოკოლი თანასწორობის პრინციპს ეფუძნება. დიპლომატიური პროტოკოლი ერთსა და იმავე კრიტერიუმებს იყენებს სახელმწიფო ვიზიტების მოსამზადებლად, იმის მიუხედავად, სახელმწიფოს მეთაური პატარა ქვეყანას წარმოადგენს თუ დიდს.

– რას ნიშნავს თვითონ სიტყვა პროტოკოლი?

– პროტოკოლსა და ეტიკეტს, ორივე სიტყვას, პრინციპში, ერთი და იგივე სემიტოლოგიური წარმოშობა აქვს. შუა საუკუნეებში პროტოკოლს უწოდებდნენ მნიშვნელოვანი საქმის პირველ გვერდს, ან ყდას, „წინ დაკრულს“, გვერდს, რომელიც დოკუმენტის რაობას იუწყებოდა. პროტოკოლის გამოყენება დადგენილი წესების თვალსაზრისით, გვიან, მეთვრამეტე საუკუნეში დაიწყო. მანამდე კი, ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნეში, უფრო ტერმინ „ეტიკეტს“ იყენებდნენ. ეტიკეტით განისაზღვრებოდა არა მხოლოდ ცერემონიალის უმცირესი დეტალები, არამედ იმ დიდგვაროვანთა სიაც, რომლებიც ცერემონიალს უნდა დასწრებოდნენ, იმის გათვალისწინებით თუ მათი მეფის ირგვლივ როგორ განლაგდებოდნენ. მათი ადგილი იერარქიის, ღირსებებისა და ფუნქციების მიხედვით ენიჭებოდათ. სიტყვა ცერემონიალიც ეტიკეტისა და პროტოკოლის თანამედროვე ტერმინია და ლათინური ძირით – „ღვთიური კულტის თაყვანისცემას“ ნიშნავს. 

– საფრანგეთში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, პროტოკოლმა მასშტაბური ფორმები მიიღო.

– უკვე 1649 წელს საფრანგეთში ცერემონიალების ერთგვარი კოდექსიც კი დაიწერა, რომელიც 2000 გვერდს მოიცავდა. ყველა ტიპის ცერემონიალი უმცირეს დეტალებში იყო გაწერილი. პროტოკოლის ნაპოლეონისეული ხედვა უცვლელად მოქმედებდა 1907 წლის 16 ივნისამდე, მანამდე, სანამ საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ჟორჟ კლემანსომ  სპეციალური განკარგულებით პროტოკოლური წესების უფრო ინსტიტუციონალიზაცია მოახდინა. მას შემდეგ ოფიციალურად მხოლოდ 1995 წელს შევიდა ცვლილებები და დამატებები პროტოკოლურ წესთა კოდექსში.

– რამდენად ზუსტად ხდება პროტოკოლის წესების დაცვა?

– პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვა, არა მხოლოდ ღონისძიების ჰარმონიულად და მოწესრიგებულად წარმართვას ნიშნავს, არამედ მოქალაქეთა თვალში უზრუნველყოფილია სახელმწიფოს ფუნქციონირების ერთგვარი ფორმა. მაგალითად, ფრანგებისთვის ხშირად ფორმა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შინაარსი. პროტოკოლური წესების დაცვა საუბრისას, ურთიერთმიმართვებისას ეტიკეტის ნორმების დაცვა, არა მარტო ურთერთპატივისცემას გამოხატავს, არამედ მათ დამოკიდებულებასაც უსვამს ხაზს სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტებისადმი.

ფრანგულ პროტოკოლში, რაც არ უნდა პატივსაცემი იყოს პიროვნულად ადამიანი, მას თავისი ადგილი უნდა ეკავოს პროტოკოლური განლაგებისას. შარლ დე გოლი პროტოკოლური მოთხოვნების ზუსტად შესრულებას სახელმწიფო წესრიგის დაცვის გამოხატულებად მიიჩნევდა. მაგალითად, საქართველოში გამართულ ოფიციალურ ღონისძიებაზე უცხო სახელმწიფოს ელჩი თუ სათანადოდ არ იქნა განთავსებული მისი ღირსების, ხანდაზმულობის (როდის გადასცა პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი) მიხედვით, შესაძლოა, ამ, ერთი შეხედვით, უწყინარ ინციდენტს, დიპლომატიური სკანდალიც კი მოჰყვეს. ამ შემთხვევაში, საქმე ეხება არა ელჩის, არამედ მის მიერ წარმოდგენილი ქვეყნის პრესტიჟსა და ღირსებას. თუმცა, იგივე არაა თუ საქმე რიგით ვახშამს ეხება. ამ დროს ელჩის, როგორც ქვეყნის წარმომადგენლის ფუნქცია არაა ხაზგასმული. 

– ოფიციალურ ვიზიტებსაც თავისი წესები აქვს?

– რა თქმა უნდა. ვიზიტების კლასიფიკაცია პროტოკოლის მიხედვით ძალზე საინტერესოა. სახელმწიფო ვიზიტის პროგრამა სამდღიანია და პოლიტიკური შეხვედრების გარდა, მაღალი დონის კულტურულ პროგრამასაც მოიცავს. სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში დაბალი დონის მომღერლის, ან მოუმზადებელი სპექტაკლის ჩვენებამაც კი, შესაძლოა, ქვეყნებს შორის ურთიერთობისა და პატივისცემის ხარისხზე იმოქმედოს. მასპინძელი სახელმწიფო თავად განსაზღვრავს მაღალი დონის სტუმრისთვის უსაფრთხოების ღონისძიებათა მასშტაბსა და ხარისხს.  ამის მიხედვით, გამოყოფს ჯავშნიან მანქანასა და პირად მცველთა შემადგენლობას. ზოგიერთი სახელმწიფო ზედმეტად ამახვილებს ამ დეტალებზე ყურადღებას. მაგალითად, ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო პროტოკოლის წარმომადგენლები უთუოდ მოითხოვენ, რომ მათი მაღალი დონის პოლიტიკოსების სტუმრობისას, ნებისმიერ ქვეყანაში საკუთარი უსაფრთხოების დაცვა თავადვე უზრუნველყონ. მოითხოვენ სნაიპერების განლაგებას სახურავებზე, რაც უსაფრთხოების მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება. 

– კულტურულად განსხვავებული ქვეყნების შემთხვევაში რა ხდება, როდესაც პროტოკოლი სულ სხვადასხვაგვარ მოქცევას ითვალისწინებს?

– ვიზიტების მომზადებისას, პროტოკოლის მესვეურები, ასევე მხედველობაში იღებენ რელიგიურ და კულტურულ თავისებურებებს. კერძოდ კი, სადილისა და ვახშმის მენიუს მომზადებისას. 1999 წელს, საფრანგეთმა არ დათმო და ირანელების კატეგორიულ მოთხოვნაზე, მაგიდის გაწყობისას ამოეღო ღვინის ჭიქები, უარი თქვა. ირანელების მოთხოვნით, მაგიდაზე მხოლოდ ფორთოხლის წვენი უნდა ყოფილიყო. ღვინის დიდი ტრადიციების ქვეყნისთვის ამ აკრძალვის თავსმოხვევა მიუღებელი აღმოჩდა. ამის გამო რამდენჯერმე გადაიდო კიდეც აღნიშნული ვიზიტი და პრეზიდენტი მუჰამედ ხათამი, საბოლოოდ, ისეთ დროს შეხვდა ფრანგ კოლეგას, როცა სუფრაზე მხოლოდ უალკოჰოლო სასმელებს მიირთმევენ. ამას წინათ, საფრანგეთში ერაყის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი სადილი იმის გამო გადაიდო, რომ მასპინძლებმა სუფრაზე ღვინის ჭიქები გაითვალისწინეს. ერაყის პროტოკოლმა როგორც კი შეიტყო, რომ ვინმეს შეიძლებოდა იმ სადილის დროს ღვინო დაეგემოვნებინა (თუნდაც მასპინძელთა მხრიდან), კატეგორიულად მოითხოვეს ღვინის საერთოდ ამოღება. ამაზე ფრანგების ჯიუტი უარი მიიღეს იმ მოტივით, რომ სტუმრის პატივისცემა საკუთარ ტრადიციაზე უარის თქმის ხარჯზე, ვერ მოხდებოდა. ვინაიდან კომპრომისი ვერ მოინახა, სადილი საერთოდ გაუქმდა. ხშირად ხდება, როცა პროტოკოლური წესების დაცვის ხარისხი გამოხატავს პოლიტიკოსთა დამოკიდებულებას. მაგალითად, ჩინეთის პრეზიდენტის, ძიანგ ზემინის საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ეროვნული ასამბლეის შესასვლელ კიბესთან მას პარლამენტის თავმჯდომარე კი არა, მისი კაბინეტის დირექტორი შეხვდა. მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ, ლორან ფაბიუსმა ამ ჟესტით მაღალი რანგის სტუმარს აგრძნობინა, რომ მიუხედავად მისი  სტატუსისა, ის უპირატესობას ადამიანის უფლებათა დაცვას ანიჭებდა. იგივე თავმჯდომარე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მისაღებად არათუ კიბეებთან, არამედ ქუჩაში გავიდა და იქ დახვდა საპატიო სტუმარს. დიდი ბრიტანეთის პროტოკოლი თავისი დახვეწილობითაა ცნობილი. დედოფალი ელიზაბეთ მეორე, რაფინირებული და დარბაისელი ქალბატონი სილვიო ბერლუსკონის ხმამაღალმა საუბარმა ისე გამოიყვანა წყობიდან, რომ მიკროფონში გასაგონად ჩაილაპარაკა:  ეს კაცი რატომ ღრიალებსო. პროტოკოლის დარღვევის ცნობილ ინციდენტთა შორის ისტორიაში დარჩება ის მომენტი, როცა მიშელ ობამა დედოფალს კარგა ხანს ზურგზე ხელით ეფერებოდა. პროტოკოლით ყველას ევალება განსაკუთრებული მოწიწება დედოფლის მიმართ, არავის აქვს მასთან შეხების უფლება. ელიზაბეთ მეორეს რამდენიმე უხერხულობა უნდა ახსოვდეს ამერიკული ვიზიტებისას პროტოკოლის სისუსტის. ჯერ იყო და მამა ბუშის მიღებაზე საჯარო გამოსვლისას, პროტოკოლს ტრიბუნა ამერიკელი პრეზიდენტის ზომაზე ჰქონდა დაყენებული და დედოფლის გამოსვლისას არავინ იზრუნა იმაზე, რომ ტრიბუნაზე დედოფალი ჯეროვნად წარმოჩენილიყო. ამიტომ, მოჩანდა მხოლოდ დედოფლის ქუდი და ისმოდა მისი ხმა. აქედან წარმოიშვა მისი ზედმეტი სახელი: „მოლაპარაკე ქუდი“. „ნატოს“ დაარსებიდან 60 წლისთავთან დაკავშირებით, გერმანიის ქალაქ კელში ჩასულმა იტალიის პრემიერმა, სილვიო ბერლუსკონიმ მანქანიდან გადმოსვლის შემდეგაც განაგრძო ტელეფონზე საუბარი და იქვე, მის დასახვედრად მისულ კანცლერს, ანგელა მერკელს რამდენიმე წუთი ალოდინა. ანგელა მერკელი კოლეგის ამგვარმა საქციელმა აღაშფოთა და სტუმარი მიატოვა.

скачать dle 11.3