კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მანიპულირებენ ადამიანები ზებუნებრივი, მისტიკური შესაძლებლობების საკუთარ შესაძლებლობებზე მიწერით და როგორ ხსნის ამ ყოველივეს ილუზიონისტი როსტომ ყაველაშვილი

როსტომ ყაველაშვილი ბავშვობიდან გაიტაცა ილუზიონისტობამ. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში კი სერიოზულად მუშაობს ამ ჟანრში. იგი ახლახან ჩამოვიდა თურქეთიდან ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეული გადაწყვეტილებით.

როსტომ ყაველაშვილი: კონტრაქტის თანახმად, უკანასკნელი ხუთი თვის განმავლობაში ვმუშაობდი სტამბულში ილუზიონისტად და ახლახან დავბრუნდი. თავდაჯერებით მაქვს გადაწყვეტილი, რომ მომდევნო პერიოდი საქართველოში განვაგრძო მოღვაწეობა, როგორც ილუზიონისტმა და მთელი ჩემი ენერგია ქართველ ხალხს მივუძღვნა.

– ბატონო როსტომ, რატომღაც, მგონია, რომ საქართველოში ეს პროფესია მაინცდამაინც პოპულარული არ არის. თქვენ როგორ ფიქრობთ?

– დიახ, სამწუხაროდ, ამ ჟანრში მოღვაწე ადამიანებს მეტწილად არაადგილობრივი მაყურებლების წინაშე გვიწევს გამოსვლა. პირადად მე, უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში, ძალიან იშვიათად, წელიწადში დაახლოებით 3-4 თვე თუ მიწევდა საქართველოში მუშაობა. ბოლოს თბილისის ცირკში 2012 წლის საახალწლო პროგრამაში ვიყავი მიწვეული. გული მწყდება, საინტერესო და ხარისხიანი სანახაობა ქართველ მაყურებელსაც არ აწყენდა.

– მოდი, ყველაფერი თავიდან მიამბეთ – როგორ მოხდა თქვენი დაინტერესება ამ ჟანრით?

– ილუზიონისტობა ბავშვობიდან იყო ჩემი ინტერესი და ჰობი. პროფესიის არჩევის დრო როცა დადგა, სამხატვრო კოლეჯში ჩავაბარე და, რადგანაც ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული ხელოვნების სხვადასხვა დარგით, ჩემი შესაძლებლობები ამ სფეროში უფრო მკვეთრად სწორედ ამ პერიოდში წარმოჩინდა.

– პირველად როდის აღმოჩნდით მაყურებლის პირისპირ ილუზიონისტის რანგში?

– პირველი გამოცდილება მივიღე ბავშვთა ანიმაციაში, ჩვენს დედაქალაქში. ბავშვთა ცენტრებიდან დავიწყე და მოკლე ხანში აქტიური დაინტერესება და შემოთავაზებები მივიღე უცხოეთიდან. პირველად თურქეთში მიმიწვიეს, შემდეგ – კვიპროსზე. უკანასკნელი 7 წელია, ასე ვარ დაკავებული მოწვევიდან მოწვევამდე.

– ილუზიონისტობა საკმაოდ ძველი პროფესიაა.

– უძველესი. თუნდაც ძველი ეგვიპტის, ან ძველი საბერძნეთის ისტორიაში ძალიან ბევრი ისტორიაა ამ ჟანრის ელემენტებით შეჯერებული. მაგალითად, ქურუმები ხშირად აკეთებდნენ ზედმეტი თვალის მიღმა ისე, რომ, ვთქვათ, ხელებდაწეული კერპი, ქვის ღვთაება, თითქოსდა მომლოცველების მიმართ, წყალობის ნიშნად, ხელების აწევით „რეაგირებდა“, რაც, სინამდვილეში, კლასიკური, სტანდარტული ტრიუკია ამ დარგში. მაშინ ეს აღიქმებოდა ნამდვილ სასწაულად, ან თუნდაც, როდესაც კვერთხი ქურუმის ხელში თითქოსდა გველად გადაიქცეოდა, ესეც კლასიკური ტრიუკია. მსგავსი ტრიუკი იყო საბერძნეთშიც, მაგალითად, როცა ნაყოფიერების ქალღმერთის თაყვანისცემის დროს ღვთაების მკერდიდან რძე იღვრებოდა, რადგანაც, შეწირული ცეცხლის ფონზე, როდესაც ტემპერატურა მიაღწევდა საჭირო ზღვარს, წინასწარ ჩამონტაჟებული მექანიზმიდან რძის ადუღება და ქანდაკების მკერდიდან გადმოღვრა იწყებოდა. ასე რომ, ჟანრი მხოლოდ ერთეულების მიერ იყო ფართოდ გამოყენებული ძველ დროში, დღეს კი ერთ-ერთ ულამაზეს ჟანრად – ილუზიონიზმად არის ჩამოყალიბებული, მეოცე საუკუნის ბოლოს კი ცნობილმა ილუზიონისტმა დევიდ კოპერფილდმა ყველა არსებული ტრიუკის თავმოყრა და გათანამედროვება მოახდინა და ამ საქმიანობით გახადა ეს ჟანრი პოპულარული. 

საქართველოში ანალოგიური ღვაწლი აქვს გაწეული ჩემს უფროს კოლეგას ზურაბ ვადაჭკორიას, რომელიც მსოფლიოში წამყვან ილუზიონისტთა სიაში საპატიო ადგილს იკავებს.

– ყველა ილუზიონისტს აქვს თავისი მიმართულება თუ ხელწერა. თქვენ როგორ მუშაობთ?

– ილუზიონიზმში ბევრი ქვეჟანრია – მუშაობენ ბანქოს ქაღალდით, მასშტაბური საილუზიო რეკვიზიტებით და ასე შემდეგ. მე პირადად მტრედებით მანიპულაციის შემსრულებელი ვარ. ეს ულამაზესი მიმდინარეობაა, სადაც თითქმის რეკვიზიტის გამოყენების გარეშე, ცარიელ ხელებში ხდება მტრედების გაჩენა და გაუჩინარება. ეს ძალიან სანახაობრივი და, ამავე დროს, განმაცვიფრებელი ეფექტია. ამ ქვეჟანრის შემსრულებელი საქართველოში ბევრი არ არის.

– თავმდაბლობთ. როგორც მე ვიცი, საქართველოში ამ ჟანრში მხოლოდ თქვენ მუშაობთ...

– დიახ, ამ ეტაპზე კი... საქმე ისაა, რომ მტრედებით მანიპულაციისთვის გამოიყენება სპეციალური ჯიშის პატარა მტრედები. ძველ წიგნებში მათ „ეგვიპტურ მტრედებად“ იხსენიებენ. ისინი ძალიან თვინიერები და იშვიათი თვისებების არიან. 

– მხოლოდ მტრედებით მანიპულირებას ახდენთ?

– ყველა ილუზიონისტს აქვს მრავალწახნაგოვანი არსენალი და შესაძლებლობები, მათ შორის – მეც. ბოლო კონტრაქტის ფარგლებში დიდი მასშტაბური რეკვიზიტების გამოყენებით დაკომპლექტებულ შოუში ვიმუშავე ასისტენტ გოგონებთან ერთად.

– არ მითხრათ, ახლა, ერთ გოგონას რვა ნაჭრად ვჭრი და შემდეგ ვაწყობო...

– მთლად ასეც არაა, მაგრამ, მაქვს სპეციალური საილუზიო აპარატურა, რომელიც გეომეტრიული ფოკუსების კატეგორიას განეკუთვნება და მათი ჩვენების დროს მაყურებელი ცალსახად აღიქვამს ადამიანის სხეულის ცალკეული ნაწილების დეფორმაციას ან დაჭრას, თუმცა, ეს ილუზიური შეგრძნებაა თვალისთვის და შემსრულებლის წარმატება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ მან მარჯვედ შეასრულოს ეს ტრიუკი.

– ადრე გავრცელებული იყო ასეთი ჭორი, თითქოს დევიდ კოპერფილდი კლაუდია შიფერს დაემუქრა, თუ ცოლად არ გამომყვები გომბეშოდ გადაგაქცევო. მართლა ასე უთხრა?

– კოპერფილდმა, რა თქმა უნდა, იხუმრა, ან შესაძლებლობებს გადააჭარბა. თუმცა, ალბათ, პირველი უფროა. სინამდვილეში, ყველა ტრიუკს აქვს თავისი ტექნიკური ახსნა, რომელიც, ჩვეულებრივ, ფიზიკის, ქიმიის ან, უბრალოდ, ბუნების კანონზომიერებებს ექვემდებარება, ხოლო, როგორ წარმოადგენს და როგორ მოახდენს ამ „სასწაულის” სიმულაციას ილუზიონისტი, ეს უკვე მის პროფესიონალიზმსა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ტექნიკური ახსნა აქვს ყველაფერს. არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც რამე ზებუნებრივ ან მისტიკურ შესაძლებლობების უნარს მიიწერენ ხოლმე და ამით მანიპულირებენ, თუმცა, ამის გარეშეც ძალიან სანახაობრივი და მიმზიდველია ილუზიონიზმის ჟანრები.

скачать dle 11.3