კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებს „ცუდი ბიჭების” ქუჩასთან ჰოლივუდის ლეგენდას ჯეკ ნიკოლსონს და რომელ ცნობილ ფილმებში მონაწილეობის მიღებაზე აქვს ნათქვამი მას უარი

მისი სრული სახელი და გვარია ჯონ ჯოზეფ ნიკოლსონი. ჰოლივუდის ცოცხალი ლეგენდა – ნიკოლსონი, მსოფლიო კინოს ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ სასურველ და ქალებისთვის სათაყვანებელ მამაკაც მსახიობად ითვლებოდა და ითვლება დღემდე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ის არცთუ ხშირად ჩნდება დიდ ეკრანზე, მის მიმართ ინტერესი მუდამ არსებობს, რის დაკმაყოფილებასაც ლეგენდარული მსახიობის ცხოვრებიდან ამოჭრილი საინტერესო ფაქტების საშუალებით გაგაცნობთ.

* თავისი დაბადების რეალური ისტორია თავად ნიკოლსონმა საკმაოდ გვიან შეიტყო. ჯეკმა იცოდა, რომ მას დედა და უფროსი და ზრდიდნენ. მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ შეიტყო, რომ სინამდვილეში „და“ – მისი ბიოლოგიური დედა იყო, „დედა“ შესაბამისად – ბებია. საქმე ისაა, რომ ჯეკის დედა ძალიან ახალგაზრდა დაფეხმძიმდა და ქმრის გარეშე მოუწია შვილის გაჩენა. სიმართლის დადგენაში ჯეკს 1974 წელს ჟურნალ „თაიმის” ჟურნალისტები დაეხმარნენ.

* ჯეკ ნიკოლსონის წინაპრები ჰოლანდიელები, ირლანდიელები და იტალიელები იყვნენ.

* სკოლის დამამთავრებელ ბანკეტზე ჯეკ ნიკოლსონი თანაკლასელებმა „კლასის კლოუნად“ დაასახელეს.

* ნიკოლსონი საკალათბურთო კლუბ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” დიდი ქომაგია და მის კონტრაქტებში მუდამ აღნიშნულია პუნქტი, რომლის თანახმად, ის არ მონაწილეობს გადაღებებში იმ დღეს, როცა „ლეიკერსი” თამაშობს.

* ჯეკი პირადად იცნობს კუბელ რევოლუციონერ ფიდელ კასტროს, რომელსაც თანამედროვე მსოფლიოს გენიოსად მიიჩნევს. ნიკოლსონი 1998 წელს იყო კუბაში და კასტრომ მას პირადად ჩაუტარა ექსკურსია ჰავანაში, რომლის დროსაც ჯეკი სიგარების ცნობილ ქარხანას ესტუმრა.

* როგორც ჩანს, ჯეკ ნიკოლსონის მექალთანეობა წარსულს ჩაბარდა, რადგან, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მსახიობმა აღიარა, რომ ვიაგრას მოიხმარს და უჭირს მთელი ღამის ერთ ქალთან გატარებაც კი, მაშინ როცა ახალგაზრდობაში ერთ ღამეში რამდენიმე სექსუალურ პარტნიორს იცვლიდა.

* ნიკოლსონი მეოცე საუკუნის ფერწერის დიდი მოყვარულია და საკუთარ არტ-კოლექციას ფლობს, მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პაბლო პიკასოს რამდენიმე ტილოს.

* ჯეკ ნიკოლსონი მარლონ ბრანდოს ახლო მეგობარი იყო. მისი ამჟამინდელი სამეგობრო წრიდან შონ პენის აღნიშვნა შეიძლება.

* კალათბურთის გარდა, ნიკოლსონს გოლფიც უყვარს და ხშირად თამაშობს მოყვარულთა ტურნირებზე; ასევე, ის რესტლინგით არის გატაცებული, თუმცა, მხოლოდ მაყურებლის  რანგში.

* თავის დროზე ჯეკ ნიკოლსონმა უარი განაცხადა ეშმაკის – ლუი ცაიფერის როლის შესრულებაზე ალან პარკერის ფილმში „ენჯელის გული“. მოგვიანებით ეს როლი რობერტ დე ნირომ განასახიერა.

* ჯეკ ნიკოლსონს მეექვსე ადგილი უჭირავს მსოფლიოს ყველა დროის 100 საუკეთესო კინოვარსკვლავს შორის. სია ბრიტანულმა ჟურნალმა „ემფაირმა” შეადგინა.

* ჯეკ ნიკოლსონს ხუთი შვილი ჰყავს: ჯენიფერ ნიკოლსონი (1963) – ყოფილი მეუღლის, სანდრა ნაითისგან; კალებ გოდარდი (1970) – სიუზენ ანსპაჩისგან; ჰანი ჰოლმანი (1981) – ვინი ჰოლმანისგან, ლორეინ ნიკოლსონი (1990) და რეიმონდ ნიკოლსონი (1992) რებეკა ბრუსარდისგან.

* ჯეკ ნიკოლსონი ბევერლი-ჰილზში ეგრეთ წოდებულ „ცუდი ბიჭების“ ქუჩაზე ცხოვრობს, კერძოდ, მალჰოლანდ დრაივზე, კალიფორნიაში. ეს სახელი ქუჩას მას შემდეგ ეწოდა, რაც აქ დასახლდნენ მარლონ ბრანდო და უორენ ბიტი – ნიკოლსონის ახლო მეგობრები.

* ჯეკ ნიკოლსონი ფრენსის ფორდ კოპოლას ბლოკბასტერში „ნათლიმამა” მაიკლ კორლეონეს როლზე განიხილებოდა; მის გარდა როლის შესრულებაზე პრეტენზიას აცხადებდნენ დასტინ ჰოფმანი და უორენ ბიტი, თუმცა, საბოლოოდ, მაიკლის როლი ალ პაჩინომ შეასრულა.

* ჯეკ ნიკოლსონს არ უყვარს ინტერვიუების მიცემა და მხოლოდ პრესკონფერენციებით შემოიფარგლება. მისი უკანასკნელი ტელეინტერვიუ 1971 წლით თარიღდება.

* დენი დე ვიტო ჯეკ ნიკოლსონის ბავშვობის მეგობარია, მათი ნათესავები საერთო საპარიკმახეროს ფლობდნენ.

* ჯეკ ნიკოლსონი „ოსკარების” ცერემონიალის ერთგვარი რეკორდსმენია – მას შვიდჯერ (1972, 1977, 1978, 1990, 1993, 2006 და 2007 წლები) აქვს გადაცემული „ოსკარი” ნომინაციაში „საუკეთესო ფილმი”. 

* ბეტმენზე შექმნილი კომიქსების ავტორმა, ბობ კეინმა, პირადად მოიწონა ჯეკ ნიკოლსონის კანდიდატურა ჯოკერის როლში, 1989 წელს ეკრანებზე გამოსულ ფილმში „ბეტმენი”.

* ჯეკ ნიკოლსონმა უარი თქვა ისეთ ფილმებში მონაწილეობაზე, როგორიცაა „აფერა” (სადაც მისთვის დაწერილი როლი რობერტ რედფორდმა შეასრულა) და 1977 წელს ეკრანებზე გამოსულ სტივენ სპილბერგის ჰიტზე – „მესამე ხარისხის ახლო კონტაქტები” (როლი რიჩარდ დრეიფუსს ხვდა წილად).

* ჯეკ ნიკოლსონი ხუთ სხვადასხვა ათწლეულში იყო ნომინირებული „ოსკარზე”, რაც, ასევე, ლეგენდარულ მიღწევად ითვლება (1960-იან, 1970-იან, 1980-იან, 1990-იან და 2000-იან წლებში). მსგავსი მიღწევა აქვს ბრიტანელ მსახიობს, მაიკლ კეინს.

* 2004 წელს ჯეკ ნიკოლსონი სკოლის დამთავრების 50-ე წლისადმი მიძღვნილ ბანკეტზე მივიდა, რითაც შოკში ჩაყარა თავისი თანაკლასელები.

* თავის საყვარელ ფილმებად ჯეკ ნიკოლსონი მიიჩნევს ფილმებს: „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” და „ბეტმენი”.

* ჯეკ ტორენსის როლის შესრულებისთვის სტენლი კუბრიკის გახმაურებულ ფილმში – „ნათება,” ჯეკ ნიკოლსონი 82-ე ადგილზე გავიდა ჟურნალ „პრემიერის” მიერ შედგენილ „საუკეთესო კინოპერსონაჟების ასეულში”.

* ჯეკ ნიკოლსონმა უარით გაისტუმრა ბობ გუჩიონე და ტინტო ბრასი, რომლებიც მას მთავარი როლის შესრულებას სთავაზობდნენ სკანდალურ ფილმში „კალიგულა”. მოგვიანებით როლი მალკოლმ მაკდაუელმა შეასრულა.

* ჯეკ ნიკოლსონს უნდა შეესრულებინა მთავარი როლები გახმაურებულ ფილმებში „ეგზორცისტი” და „კრავთა დუმილი”, თუმცა, გადატვირთული გადასაღები გრაფიკის გამო, მას უარის თქმა მოუწია.

* ჯეკ ნიკოლსონი სერბი კალათბურთელის, „ენბიაის” ვარსკვლავის ვლადე დივაცის ახლო მეგობარია.

* ჯეკ ნიკოლსონი ბობ დილანისა და ლუი არმსტრონგის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელია.

* ჯეკ ნიკოლსონი ახლომხედველია და მის საფირმო მზის სათვალეებში სპეციალური ოპტიკური ლინზებია ჩადგმული.

* ჯეკ ნიკოლსონი ყველაზე დაბალია იმ მსახიობებს შორის, რომლებმაც „ჯოკერი” განასახიერეს: ნიკოლსონის სიმაღლე 177 სანტიმეტრია, ცეზარ რომეროსი – 188 სანტიმეტრი, ხოლო ჰიტ ლეჯერის სიმაღლე 185 იყო.

* ჯეკ ნიკოლსონს არ აქვს მობილური ტელეფონი.

* ჯეკ ნიკოლსონის თქმით, თავისი ცხოვრების განმავლობაში, მას 3 ათას ქალთან ჰქონდა  სექსუალური კავშირი.

* არასრულწლოვნის გაუპატიურება – ბრალდება, რომლის გამოც რომან პოლანსკი გაურბის ამერიკულ მართლმსაჯულებას, გამოძიების ვერსიით, ჯეკ ნიკოლსონის სახლში მოხდა წვეულების დროს (პოლანსკი ნიკოლსონის ახლო მეგობარია). 

* ჯეკ ნიკოლსონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკურ ოჯახში იზრდებოდა, მას ღმერთის არ სჯერა. 

скачать dle 11.3