რატომ ღირს საქართველოში ბენზინი უფრო ძვირი, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ვინ მფარველობს პირველი ოქტომბრის შემდეგ საწვავის ოლიგოპოლიურ ბაზარს
თუკი საქართველოში ბენზინის ფასის მდგენელები მხოლოდ ყურმოკვრით ვიცით, ევროკავშირის ქვეყნებში ეს ინფორმაცია გამჭვირვალეა და თითოეული ქვეყანა საჯაროდ აქვეყნებს, თუ რა წილი უჭირავს საწვავის ღირებულებაში ბენზინის შესასყიდ ფასს, ადგილობრივ გადასახადებსა თუ მოგებას. ადვილი მისახვედრია, რომ სქემა საქართველოს შემთხვევაშიც იგივეა. შესაბამისად, ჩვენებური ნავთობიმპორტიორები გვაყვედრიან, რომ ევროპულ ბენზინს ევროპულ ფასზე იაფად გვაწვდიან, თუმცა დადგენილია, რომ საქართველოში იმპორტირებული ბენზინი ვერ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და ის, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ ნამყოფია ევროპაში (სავარაუდოდ, საქართველოში შემოტანილი ბენზინი დამუშავების სრულ ციკლს არ გადის, რაც, ბუნებრივია, ნიშნავს, რომ ევროპულ ხარისხთან საერთო არაფერი აქვს, შესაბამისად, ევროპულ ფასებთან შედარებით სიიაფის გამოც ტყუილად გვამუნათებენ).
ამის პარალელურად, იმის ეჭვიც არსებობს, რომ ქართულ ბაზარზე კონტრაბანდული ბენზინი შემოდის (ყოველ შემთხვევაში, შემოდიოდა) და ამ მოსაზრებას ამყარებს, ერთი მხრივ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ნავთობის ბაზრის კვლევის შედეგები, მეორე მხრივ კი, ოფიციალური სტატისტიკა: 1997 წლიდან დღემდე საქართველოს ავტოპარკი 2,5-ჯერ გაიზარდა, ბენზინის იმპორტის მაჩვენებელი იგივე დარჩა.
ამ უხერხულობების მიუხედავადაც, ბენზინის ფასმა პირველი ოქტომბრის შემდეგ, დაახლოებით, 15-17-თეთრით დაიკლო. რამდენად ადეკვატურია ასეთი კლება და რატომ ვერ ხერხდება საქართველოში ბენზინის ხარისხისა და ჯანსაღი საბაზრო ურთიერთობებისთვის შესაფერისი ფასის დადგენა. თემაზე დემურ გიორხელიძე გვესაუბრება.
– მოდი, პირდაპირ ვთქვათ, ეს არის ყველაზე დიდი შავი ხვრელი, რომელიც წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა ხელისუფლების ხელდასმით; წლების განმავლობაში ხელისუფლებასთან ასოცირებულმა ხალხმა ჩამოაყალიბა ეს მონოპოლიები და მეორეხარისხოვანია, მათ რა სახელები ჰქვიათ. საწვავის ბაზარი კლასიკური ოლიგოპოლიური ბაზარია, როდესაც რამდენიმე სუბიექტი განაგებს ამ ბაზარს და გამორიცხული იყო, რომ სხვა შესულიყო. თუ შევიდოდა, ეს დამთავრდებოდა დაჭერით და ბიზნესისა და ქონების წართმევით. ამდენად, ეს ოლიგოპოლიური ბაზარი დღესაც ფუნქციონირებს, ახალი ხელისუფლების პირობებში. რა თქმა უნდა, გაჩნდნენ ახალი შემომტანები, მაგრამ იმდენად მყარადაა ჩამოყალიბებული ეს ოლიგოპოლიური ბაზარი, გამორიცხულია, ამ დიდი მონსტრების ჩანაცვლება მოახდინო, რომლებსაც დიდი კაპიტალი დააგროვეს, აქვთ თავიანთი ინფრასტრუქტურა. თანაც, მახინჯი საბანკო სისტემა არ დაუშვებს ინიციატივიანი ჯგუფებისთვის კრედიტების გამოყოფას ამ ბიზნესისთვის.
– მახინჯი რატომ?
– იმიტომ რომ საკუთარ შვილობილ კომპანიებსა და ხელისუფლებასთან ასოცირებულ კომპანიებს აფინანსებდა მხოლოდ, დანარჩენებს, თვენახევრიანი წვალების შემდეგ, ტელევიზორისა და ტელეფონის ფულს თუ მისცემდა. თქვენ აბსოლუტურად სწორად მიანიშნეთ. წლებია, საქართველოს საბაჟოზე, ამ ბანდიტურ ორგანიზაციაზე, რაც ნელ-ნელა სწორდება, ეს დიდი ბიზნესჯგუფები განუკითხავად მოქმედებდნენ, ბევრი რამ განუბაჟებელი იყო, საერთო სკანერს აცილებული იყო დიდი ტვირთები, ეს შეგნებულად კეთდებოდა. ფრაზეოლოგიის დონეზე ეს იყო ლიბერალური ეკონომიკა, სინამდვილეში კი, ლიბერალური საქართველოში არაფერი ყოფილა. ეს იყო საუკეთესო პირობებით ყაჩაღობის უფლების მიცემა იმ ბიზნესჯგუფებისთვის, რომელთა წილში იჯდა ხელისუფლება და ხელისუფლების წარმომადგენლის გარეშე დღესაც ეს ბიზნესი ვერ იქნება. რაც შეეხება ხარისხს…
– აქვე ვიტყვი, საქართველოში იმპორტირებული საწვავის ხარისხი შეესაბამება საქართველოს მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილ სტანდარტს, თუმცა არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, არადა, გვეუბნებიან, ევროპული საწვავი შემოგვაქვსო.
– ვთავაზობ ნებისმიერ მოქალაქეს, გადავიდეთ აზერბაიჯანში, აქვეა, დიდი-დიდი საათ-ნახევარი დაგვჭირდეს, ბენზინგასამართ სადგურზე შევიძინოთ სხვადასხვა სახეობის საწვავი. განვაბაჟოთ, გადმოვიტანოთ და ვეცადოთ გაყიდვა, ლარსა და 60 თეთრზე მეტი არ იქნება ფასი, თუ გონივრულ მოგებას ჩადებ. მაშ, საიდან 2 ლარი და 17 თეთრი?! რასაც ვამბობ, იმაზე პასუხს ვაგებ. ანუ აზერბაიჯანში ბენზინგასამართ სადგურზე ნაყიდი ბენზინის, რომელსაც დარიცხული აქვს იქაური გადასახადები, პლუს ჩვენი გადასახადები და მოგება, გამოდის ლარი და 60 თეთრი.
– ოპონენტმა შეიძლება, გითხრათ, რომ აზერბაიჯანის მაგალითი არ გამოდგება, რადგან აზერბაიჯანი თავის ქვეყანაში ბენზინს ჰყიდის სოციალურ ფასად.
– მაშინ წავიდეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, დოლარზე მეტი არ ღირს იქ ლიტრი ბენზინი. ჩემი ქალიშვილი ამერიკის მოქალაქეა და ვიცი, როდესაც ჩავდივართ, რას და რა ფასად ვასხამთ მანქანაში. რა მნიშვნელობა აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები იქნებიან ამ ბიზნესში თუ დღეს ახალი ხელისუფლების სახელით მოლაპარაკე თაღლითური ჯგუფები?! ფასი ხომ არ შეიცვალა?! მომხმარებლის ძარცვა ხომ ისევ გრძელდება?! ესე იგი, ისეთი სიტუაციაა, რომ არავინ გააძლიერებს დამოუკიდებელ ჯგუფებს. ცოტ-ცოტა ოდენობის შემოტანა თავისთავად დაშვებული იქნება, მაგრამ ასე ოლიგოპოლიური ბაზარი ვერ დაინგრევა. ვისაც დიდი ფული აქვს და შეეცდება ამ ბიზნესში შესვლას, მას უბრალოდ ეტყვიან, რომ სხვის ჯამში კოვზი არ ჩაყოს. ეს არის საერთო ჯამი, ამ ჯამს ჰყავს პატრონები და რა მნიშვნელობა აქვს, შეიცვლება თუ არა ამ პატრონების სახელები და გვარები, თუ ბაზარი აბსოლუტურად ჩაკეტილი, ძლიერი ჯგუფების გაჩენის შანსი კი ნაკლები იქნება?!
9 წელია, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ საქართველოს გაღარიბება გამოყენებულია, როგორც ტექნოლოგია. ადამიანები უნდა გააღარიბო, რომ ზუსტად ისე მოიქცნენ, როგორც ეს ჩინგიზ აიტმატოვს აქვს ნათქვამი: მამალს რომ პუტავ, წესით, უნდა გარბოდეს შენგან, არადა: გაპუტული მამალი ფეხებში გეხვევა, არ გცილდება. ასეა ადამიანიც, თუ მას გააღარიბებ, თუ მის ლუმპენიზაციას მოახდენ, თუ მას დაუკარგავ თავისუფლების შეგრძნებას, ის ხდება მონა და თავისი ბელადის მორჩილი. ასეთ გარემოში რაღაც თავისუფლებასა და ბიზნესზე ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომ ეს ბაზარი ისევ მძარცველურია.
– ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა შეარყევს ოლიგოპოლიურ ბაზრებს?
– ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე. თუ ანტიმონოპოლიური სამსახურის საქმიანობა იქნება პოლიტიკურად ნებადართული, მნიშვნელობა არ აქვს, ის დამოუკიდებელი სამსახური იქნება თუ არა. განყოფილება ერქვას, რა მნიშვნელობა აქვს?! მთავარია, ფუნქცია ჰქონდეს. ვიცი, რომ პარლამენტში უკვე დევს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის პროექტი, აბსოლუტურად უვარგისი, არაფერს რომ არ შეცვლის.
– რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შეიცვალოს?
– მთავარი რა არის? ანტიმონოპოლიურ სამსახურს ჰქონდეს უფლება, ირიბი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო წესით დაამტკიცოს კარტელური გარიგებების არსებობა, დაშალოს მონოპოლიები და ბაზრის სეგმენტაცია მოახდინოს, სავსებით საკმარისი იქნება 13-15-პროცენტის ფარგლებში. ამას ითხოვს დღევანდელი მდგომარეობა, ეკონომიკა, საზოგადოებრივი ინტერესი. პატარა ქვეყანას ანგრევს ოლიგოპოლიური ბაზრების ჩამოყალიბება, უსპობს განვითარების პერსპექტივას. სააკაშვილი 1 000 კაცზე აშენებდა კორპორაციულ სახელმწიფოს და ის ამბობდა, რომ სინგაპურიზაცია უნდოდა. სპეციალურად იყო 70 პროცენტი უმუშევარი, იმიტომ რომ შენ უნდა წახვიდე ამ ქვეყნიდან, სხვა ადამიანები უნდა ჩამოვიდნენ, რადგან იმ ადამიანებს პოლიტიკური ამბიცია არ ექნებათ, სამაგიეროდ, ექნებათ ნება, რომ ხელისუფლებაში მყოფი ძალა იყოს იქ, სადაც არის. ჩვენ კი სხვა რამ გვინდა განვითარებისთვის. ამ თვალთახედვიდან, ამ ბაზრის დანგრევა არის პრინციპული. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ შევხედავთ მთავრობას, მართლა მიდის ის საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიული საზოგადოებისკენ თუ ეს მხოლოდ დეკლარაციის დონეზეა გაცხადებული.
– და საწვავის ფასის შემცირების 17-თეთრიან დონეზე დავრჩებით?
– ძალიან სუსტი პოზიცია აქვს დღეს მთავრობას იმ თვალსაზრისით, რომ ამ ბაზარზე ჯერჯერობით ვერ შეძლო კონკურენციის გაჩენა და ხელშემწყობი პირობების შექმნა ცალკეული ადამიანებისთვის. მე და თქვენ რომ მოვინდომოთ ამ ბაზარზე შესვლა, უნდა შევიდეთ, კონტრაქტის გამო მთელი მსოფლიო კრედიტს იძლევა, ეს ბანკები კი რის კრედიტს მოგცემენ კონტრაქტებზე?!
– ბიზნესის დასაწყებად არც ერთი ჩვენებური ბანკი არ იძლევა სესხს.
– აბა, როგორ უნდა შევიდეს ამ ბიზნესში ახალი ჯგუფები, როდესაც ბანკები მტაცებლურ პირობებს ითხოვენ და გეუბნებიან, რომ კრედიტს არ მოგვცემენ?! არაერთხელ მითქვამს ეს მაგალითი და გავიმეორებ: ერთი ფეხზე მდგომი ქართველი ბიზნესმენი 30 000 დოლარის სესხის ასაღებად მივიდა ბანკში. თავის 200 000-იან ქონებას დებდა ფირმის სახელით, უარი უთხრეს, შენი პირადი ქონება, მილიონი დოლარი, უნდა ჩადო და თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე 5-პროცენტიანი ჯარიმა, ანუ 5 000-დოლარიანი ჯარიმა უნდა იხადოო. მითხარით, ეს გონიერების საზღვრებში ჯდება?! ეს არის სუფთა წყლის საბოტაჟი და დანაშაული. აი, ასეთ გარემოში კონკურენციებზე საუბარი შეუძლებელია.
საბაზრო ეკონომიკა საინტერესოა იმით, რომ წლის განმავლობაში უამრავი ფირმა კოტრდება და უფრო მეტი ახალი ფირმა შემოდის. ამ განახლებადობაში არის ის, რომ არაეფექტიანი მფლობელები ნაცვლდება ეფექტიანი მფლობელებით. კონკურენცია ავტომატურად ცხრილავს სუსტებს და სამართლებრივ სივრცეში შესაძლებელი ხდება საკუთრების უფლებების სამოქალაქო ბრუნვა. გამოქვეყნდა დავოსის ფორუმის რეიტინგი და საკუთრების უფლებების დაცვის მიხედვით ჩვენ ვართ 128-ე ადგილზე 140 ქვეყანას შორის. ამ ძალიან კვალიფიციურმა ფორუმმა, ფაქტობრივად, ყველა ის რეიტინგი, რომლითაც თავი მოჰქონდა მიხეილ სააკაშვილს, გაანულა, არად აქცია მთელი ის რეფორმა, რომელიც საქართველოში თითქოს ჩატარდა, იმიტომ რომ საბაზრო ეკონომიკასა და დემოკრატიაზე საუბარი, როდესაც განუკითხაობა გაქვს საკუთრების უფლებებში, შეუძლებელია. ესე იგი, შენ ჩაგიტარებია რეფორმა მტაცებლობისთვის, რეფორმა შენი მოქალაქეებისთვის იძულებით ქონების წართმევისთვის. არანაირ საბაზრო ეკონომიკაზე, არანაირ სერიოზულ რეფორმაზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი, როდესაც ხელისუფლებას შეუძლია, განუკითხავად დაიჭიროს ადამიანი და წაართვას ქონება. სადაც ეს ხდება, იქ საბაზრო ეკონომიკა არ არსებობს. თუ საბაზრო ეკონომიკა არ არსებობს, უძლიერეს ბაზრებზე, როგორიცაა ფარმაცევტული თუ ნავთობპროდუქტების ბაზარი, როგორ უნდა იყოს წესრიგი?!
– ახალი მთავრობა თითქმის 5 თვეა, მუშაობს, ეს საკმარისი დრო იყო, რომ ამ ოლიგოპოლიური ბაზრების დანგრევა დაწყებულიყო? ისევ ვიტყვი, 17 თეთრი ადეკვატური კლებაა საწვავის ფასზე?
– არ არის ადეკვატური კლება, გაცილებით მეტი შეთამაშება უნდა ყოფილიყო ფასში. კიდევ გეუბნებით, მთავრობის ძალიან ობიექტური და არგუმენტირებული შეფასება შეგვეძლება წლის ბოლოსთვის. თუ წლის ბოლოსთვისაც ასეთი სიტუაცია იქნა, მთავრობას სერიოზული პრობლემები ექნება.
– ძალიან დიდი როლს ასრულებს ბენზინის ფასის ფორმირებაში საწყისი, ანუ პლაცის ფასი, ტონა, დაახლოებით, 1 000 დოლარამდე ღირს. როდესაც ბენზინის ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი, მისი საწყისი ფასი იგივეა მაინც?
– ქვეყანაში, სადაც არ არსებობს კონტროლის მექანიზმები, საბაჟოზე არ მოწმდება ხარისხი და ასე შემდეგ, ყოველთვის მივიღებთ იმას, რაც გვაქვს. ბლეფია, არანაირი ევროპული ბენზინი არ არის. ყველამ იცის, რომ ისინი გვატყუებენ, რომ ცნობილი ნავთობიმპორტიორები, ნებისმიერი დაასახელეთ, არიან ჩვეულებრივი მატყუარები: გვატყუებენ ხარისხში, გვატყუებენ ფასში. გვატყუებდნენ სახელმწიფოს ნებართვით და ახლა დიდი ფულის საშუალება აქვთ და კვლავ ტყუილში გვამყოფებენ. რას ერჩი ამ ხალხს? მათ უნდათ მაქსიმალური მოგება. ხელისუფლება აძლევდა მათ ამის ნებას და ეს ხალხი ძარცვავდა მომხმარებელს. თუ ჩვენ ნორმალურ სახელმწიფოს დავალაგებთ, ამ ხალხს სასტარტო პირობები სხვასთან შედარებით ძალიან კარგი აქვთ. ყოველგვარი წართმევის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ვარ იმის მომხრე, რომ თანაბარი უფლებრივი მდგომარეობა იყოს.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ ხელისუფლებასთან მიტმასნილი ხალხი არ ზის დღესაც ამ ბიზნესების წილებში, ძალიან მაგრად ცდება. ვისაც უნდა, რომ ბრიყვის როლში იყოს, ნება მისია, მოდი, ჩვენ სხვა მიმართულებით წავიდეთ, ცივილიზებული საზოგადოებისკენ წავიდეთ, საბაზრო ეკონომიკისკენ, კონკურენციისკენ, წესიერი საბანკო სისტემისკენ წავიდეთ, სადაც უფლებრივად ვიქნებით თანაბარნი. 1910 წლისთვის შეერთებულ შტატებში არსებული ქონებების 10 პროცენტიც აღარ იყო ძველი მფლობელების ხელში 50-60 წლის შემდეგ. იმიტომ რომ ეს შემთხვევითი ქონებები კონკურენციის პირობებში ვერ ნარჩუნდება. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა ცივილიზებულ სამყაროში, რომელიც საკუთარ მოქალაქეს არანაირ შანსს არ აძლევს თავისი ნიჭისა და უნარის განვითარებისთვის. ჰოდა, მაშინ, ბენზინზე რომ მოგვატყუებენ, ბუნებრივია.