კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ონ ტრონუტ“

ია ტოჟე!

2008 წლის 27 ნოემბერს საქართველოს კულტურის მინისტრ გრიგოლ ვაშაძის წერილი თავისი რუსი კოლეგისადმი შემდეგი სიტყვებით იწყებოდა (რუსულიდან თარგმანი ჩემია): „პატივცემულო ალექსანდრ ალექსეევიჩ, ნება მიბოძეთ, მადლობა გითხრათ მოლოცვისა და თბილი სიტყვებისთვის, გამოგიტყდებით, შეძრული ვარ („ია ტრონუტო).“

ამის შემდეგ მაშინ ჯერ კიდევ რფ-ის მოქალაქე გრიგოლ ვაშაძე პატივცემულ ალექსანდრ ალექსეევიჩს რუსეთში ქართული კოლექტივების კონცერტების ჩატარებას სთავაზობდა (კვლავ წერილიდან მოვიხმობ ციტატას: „აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა რუსეთსა და საქართველოს შორის „კულტურული ხიდის“ აღდგენისა). რაც მთავარია, ქართული მხარე ხარჯების გაღებასაც სრულად კისრულობდა (იმის გათვალისწინებით, რომ ამ წერილის მიწერამდე სამიოდე თვით ადრე, 2008 წლის აგვისტოში რფ-ის შეიარაღებულ ძალებს გულუხვად დაუტოვეს სამხედრო საწყობები, ამის ფონზე რამდენიმე კონცერტის დაფინანსება რაღა მოსატანია?!).

თავის მხრივ, ბ-ნ ვაშაძეს არ უარუყვია მიწერ-მოწერის ფაქტი, თუმცა პირამიდებივით სდუმან, აქეთ – ბ-ნი ვაშაკიძე (რომელმაც „ერისიონის“ გასტროლები აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების საფლავზე ცეკვა-თამაშად შეაფასა), იქით – „პატრიოტი“ მაზმანიანი (აქციით რომ დაგმო „ერისიონის“ კონცერტები).

სამაგიეროდ, ბ-ნი ვაშაძე იმითაა შეფიქრიანებული, თუ რა მანქანებით ჩაუვარდა ხელში ზემომოყვანილი წერილი ბ-ნ ხუხაშვილს (სწორედ მან ამცნო ფართო საზოგადოებას წერილის შინაარსი). კერძოდ, ორგზის („ტოესტ, დვაჟდი“) ნამინისტრალი ბრძანებს, რომ, რადგან მიმოწერა კონფიდენციალურია (არადა, ეს გრიფი წერილს არ აზის), ის არც ახლა და არც ოცი წლის შემდეგ (თუნდაც, ცხრა ლახვარი რომ დაარტყან ცხრაჯერ გულში) არ მისცემს საკუთარ თავს აღნიშნულ თემაზე საჯაროდ საუბრის უფლებას. იქვე კი სვამს რიტორიკულ კითხვას: „მე მაინტერესებს, კულტურის სამინისტროს რომელმა კლინიკურმა იდიოტმა გადასცა ეს წერილი არასამთავრობო ორგანიზაციას (ვითომ არაკლინიკური იდიოტიც არსებობს)?!“ უფრო მეტიც, გამოძიების დაწყებასაც ითხოვს თემაზე: „რადგან მე ვიცი, რომ ამხანაგი ხუხაშვილი არც ერთ უწყებაში არ მუშაობს. რა უფლებით გადასცეს მას სახელმწიფო მოხელის მიმოწერა.“

ჩვენ არ ვიცით, დაიწყებს თუ არა ბ-ნი (გნებავთ, ამხანაგი) ვაშაძის შეძახილზე გამოძიებას შესაბამისი ორგანო, სხვათა შორის, არც ის, რატომ არის ეს ამ წერილის შინაარსზე უფრო მნიშვნელოვანი, ამდენად, ჩემი შთაბეჭდილების გამოსახატავად ნამინისტრალს დავესესხები (სადაც ის ამბობს, „ია ტრონუტ“-ო), „ია ტოჟე ტრონუტა“ (ანუ გადავდექი ჭკუიდან – თარგმანი კვლავ ჩემია) ყოფილი მმართველების ორმაგი სტანდარტებით!

скачать dle 11.3