კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ჩამშვები“ ჩინელი ბიჭი და ზოოპარკში წამოწოლილი სპილოები

გამარჯობა, დედა, როგორ ხარ? ძალიან მომენატრეთ ყველა. მე არა მიშავს, ცოტა მოწყენილი ვარ და თავს ვერაფრით ვირთობ.

საქართველოში გართობის საშუალება ძალიან ცოტაა. აქ, ძირითადად, გასართობად ძალიან ბევრ არაყსა და ღვინოს სვამენ. იშვიათად დადიან სასეირნოდ, ისიც, უფრო მეტად, შეყვარებული წყვილები.

მე და ხაი შანგი კინოში წავედით, მაგრამ, ნეტავ არ წავსულიყავით, სულ ტყუილად დავხარჯეთ ფული – თურმე, აქ ფილმებს ძირითადად რუსულ ენაზე გახმოვანებულს აჩვენებენ და ვერაფერი გავიგეთ. მერე გადავწყვიტეთ ზოოპარკში წასვლა, მაგრამ, ესეც ძალიან ვინანეთ. თბილისის ზოოპარკი ცენტრალურ მაგისტრალებს შორის არის მოქცეული და გამწარებული ცხოველები შიშისაგან სად შეძვრნენ აღარ იციან. თანაც, შიმშილისაგან გულის წასვლამდე მისულ ლომებსა და ვეფხვებს ღრიალის კი არა, კნავილის თავიც აღარ აქვთ; ჭუჭყიანი და შეშინებული სირაქლემები კი ერთმანეთს ეკვრიან გასათბობად. აქ ცხოვრებაში პირველად ვნახე წამოწოლილი სპილო. მომვლელს ვკითხე, სპილოები ხომ დაწოლილები არ იძინებენ და ეს რატომ წევს-მეთქი. მითხრა – ბევრი ჭამა და წამოწვაო. მე ვკითხე, რას აჭმევთ-მეთქი. მომვლელმა რკინის წვეტიან ჯოხს გადახედა და მეც გავეცალე.

ზუსტად ლომების გალიის წინ არის დიდი ატრაქციონი, რომელსაც „გემი“ ჰქვია და შიგ მჯდომი, ძირითადად მთვრალი ახალგაზრდები, ლომებივით ღრიალებენ ხოლმე, როცა „გემი“ მოძრაობას იწყებს.

ზოოპარკში, უფრო ხშირად, სკოლიდან გამოპარული ბავშვები დადიან.

თბილისში არის, ასევე, ცირკი, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ, ერთი კვირით იხსნება. აი, თეატრში კი ბევრი ხალხი დადის. მართალია, თითქმის ერთი და იგივე სპექტაკლები გადის, მაგრამ, ხალხს არ ჰბეზრდება.

ქართველების უმეტესობას გართობა მთვრალ მდგომარეობაში უნდება, ძირითადი გასართობი კი რესტორანში წასვლაა. ხშირ შემთხვევაში, კაცებს ცოლები არც რესტორანში მიჰყავთ და არც კლუბში. სამაგიეროდ, ვინმე უცნობმა ქალმა რომ სთხოვოს, დიდი სიამოვნებით წაიყვანენ. დედა, როგორც გითხარი, აქ ხალხს ძალიან უჭირს, მაგრამ, საღამოობით ყველა ქეიფობს. ქართველს საქეიფო ფული რომ არ ჰქონდეს, ისესხებს და დროს ისე გაატარებს. საერთოდაც, აქ თითქმის ყველა ნასესხები ფულით ქეიფობს.

ჩემს სამსახურში, ანუ ვაგზლის ბაზრობაზე, ყველაზე მაგარი გასართობია, როცა ვიღაც ჩხუბს იწყებს. სიამოვნებით უყურებენ ხოლმე, როგორ ჩეჩავენ ლოთი მაწანწალები ერთმანეთს. რა თქმა უნდა, პოლიციას არავინ იძახებს. ქართველებს სირცხვილად მიაჩნიათ პოლიციის გამოძახება. ერთხელ ფულს გვართმევდნენ, პატრული გამოვიძახე და ერთი თვე „ჩამშვებს“ მეძახდნენ.

მე და ხაი შანგმა პარკშიც გავისეირნეთ ცოტა და უხერხულად ვიგრძენით თავი. სკამებზე, ძირითადად, პატარა ასაკის წყვილები სხედან და ერთმანეთს ჰკოცნიან. პატარა ბიჭები დადიან და იმხელა ძაღლებს ასეირნებენ, ნერწყვი მოგადგება. დედა, საქართველოში რაც უფრო დიდი ძაღლი გყავს, მით უფრო მაგარ ტიპად ითვლები. მეტი გართობის საშუალება ჯერ ვერ ვნახეთ და, თუ რამე გამოჩნდა, აუცილებლად მოგწერ. მომიკითხე ყველა.

 

გკოცნით. თქვენი ტობი ვონგი

скачать dle 11.3