ანეკდოტები
ვიპოვე საბავშვო ბაღიდან გაცემული ჩემი ქმრის დახასიათება: „კარგად ჭამს‚ სძინავს‚ სეირნობს...“ 30 წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა...
***
ცოტა ხანში‚ ალბათ‚ მობილურ ტელეფონებში ფუნქცია „დარეკვას“ დამატებით ფუნქციებში შეიტანენ.
***
მამაკაცი ეჭვიანობს ცოლზე და საყვარელზე‚ რომლებიც იმ მომენტში გვერდით ჰყავს.
ქალი კი ეჭვიანობს მამაკაცებზე‚ რომელიც იმ დროს გვერდით ჰყავს‚ რომელიც ოდესმე ჰყოლია‚ რომელთან ურთიერთობაც გეგმაში აქვს‚ რომელიც თვითონ გაუგდია‚ რომელსაც არ იცნობს‚ მაგრამ, ფიქრობს‚ რომ მომავალში ეყოლება...
***
„ახალგაზრდა‚ ენერგიული ქალი საფინანსო განათლებით‚ ოჯახის შექმნის მიზნით‚ ეძებს შეძლებულ მამაკაცს‚ რომელსაც ეზარება ფულის დათვლა“.
***
გინდათ დაქორწინება? საცოლეც შერჩეული გყავთ? არ გსურთ‚ რომ შეცდეთ?
ერთად შეარჩიეთ და გააკარით შპალერი თუნდაც ერთ ოთახში... თუ ორივე კმაყოფილი დარჩით – თქვენ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილნი.
***
– გავიგე, ძალიან ლამაზი და ჭკვიანი ცოლი მოგიყვანია‚ კარგი ოჯახისშვილი...
– ეგ ვინ გითხრა?
– შენმა სიდედრმა.
***
ქალი პოლიციაში მივიდა:
– იცით‚ ჩემი მეუღლე გავიდა და შინ არ დაბრუნებულა‚ უკვე ვნერვიულობ... იქნებ‚ დამეხმაროთ?
– რამდენი ხანია?
– მეოთხე კვირაა...
– კი მაგრამ‚ ამდენ ხანს რატომ არ განაცხადეთ?
– თვე მთავრდება‚ 1-ში ხელფასი უნდა აეღო...
***
რა თქმა უნდა, ვიცი‚ რომ სულაც არ ვარ სიმპათიური, მაგრამ დღეს რომ მეძავებს მივუახლოვდი და ყველამ‚ როგორც ერთმა‚ ისეთი სახე მიიღო‚ თითქოს ავტობუსს ელოდებოდა....
***
ახალგაზრდა წყვილმა ბაკურიანში მოხუცი ქალისგან ოთახი იქირავა. დაბინავდნენ.
– რამეს ხომ არ შეჭამთ? – ჰკითხა მოხუცმა.
– არა‚ დეიდა‚ არ გვშია‚ ჩვენ სიყვარულის ნაყოფით ვნაყრდებით...
– კარგი, ოღონდ‚ ქერქებს ფანჯრიდან ნუ გადაყრით‚ ინდაურები იხრჩობიან...
***
– რას იზამ‚ შენი კბილის ჯაგრისი რომ უნიტაზში ჩამივარდეს?
– ახალს ვიყიდი... რა‚ ჩაგივარდა?
– არა, ისე გკითხე.
– აუ‚ ესე იგი‚ ახალი უნდა ვიყიდო....
***
ქმარი ეუბნება ცოლს:
– რა თქმა უნდა‚ ძვირფასო‚ რა თქმა უნდა‚ შენ უნდა გქონდეს საკუთარი აზრი‚ რომელსაც ახლავე აგიხსნი...
***
კორპუსის წინ დგას კაცი‚ ხელში კატა უჭირავს და, რაც ძალი და ღონე აქვს, უყვირის ყურში:
– ლიკა მინდა მესამე სართულიდან! ლიკა მინდა მესამე სართულიდან!...
მეზობლებმა ფანჯრებიდან გადმოიხედეს. ერთი ეუბნება:
– კი მაგრამ‚ კატას რატომ უყვირი?
– ამას შეუძლია‚ მთელი ღამე ჩემს ფანჯარასთან იკნავლოს და არ დამაძინოს‚ მე – არა?!
***
ტიპმა სამსახურში დააგვიანა და მაინცდამაინც შეფს შეეჩეხა.
– იცით‚ მობილური გამიფუჭდა და დილით დროზე ვერ გავიღვიძე...
– გამოტყდი: გუშინ ბევრი დალიე, დააგდე და...
– უფრო სწორად‚ მოვწიე და დავშალე...
***
ქმარი სახლში გვიან მივიდა, ნასვამი.
– სად დაეთრეოდი ამდენ ხანს‚ ვისთან ერთად გამოტყვრი?
– სასაფლაოზე ვიყავი.
– რა‚ მოკვდა ვინმე?
– არ დამიჯერებ და, იქ ყველა მკვდარი იყო...
***
ბიჭმა შეყვარებული მოიტაცა – ფანჯრიდან გადმოსვა‚ ტაქსიში ჩასხდნენ და წავიდნენ. ადგილზე რომ მივიდნენ ვაჟი მძღოლს ეკითხება:
– რამდენი უნდა გადაგიხადოთ?
– არაფერი. საპატარძლოს მამამ უკვე გადამიხადა... ბედნიერებას გისურვებთ!
***
– საით გაგიწევიათ‚ ივან ცარევიჩ?
– ისარი უნდა ვისროლო და‚ ვის სასახლესთანაც ჩავარდება‚ ცოლად უნდა შევირთო...
– კი მაგრამ‚ ისარზე ხელყუმბარა რატომ გაქვს დამაგრებული...
– არ მინდა ცოლის შერთვა, ეს დედააფეთქებული... არ მინდა!
***
დაწესებულების ტუალეტში გამოკრულია განცხადება: კარგად დაუმიზნეთ‚ თორემ, წყლის აპარატს და უნიტაზს ერთი გუბკით გავწმენდ! მერი დეიდა.
***
ეს ფრაზა ეძღვნება ყველა გოგონას‚ რომელიც ხშირად იმეორებს: ყველა ბიჭი ერთნაირია: „თუ თქვენ პატიოსანი ხართ‚ ყველა ბიჭი არ გეცოდინებოდათ“.
***
– როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– კომპიუტერის წყალობით.
– ინტერნეტით?
– არა‚ კომპიუტერი გამიფუჭდა და თეატრში წავედი...
***
შეჰპირდა მიხო შვილიშვილებს‚ როცა სოფლის ცენტრში წავალ‚ შოკოლადს გიყიდითო.
– პაპი‚ გვიყიდე შოკოლადი?
– არა‚ შვილებო‚ დღეს არ მეცალა...
მეორე დღე:
– გვიყიდე‚ პაპა‚ შოკოლადი?
– არა‚ მაღაზია დაკეტილი იყო...
მესამე დღე:
– მოგვიტანე შოკოლადი?
– არ იყო შოკოლადი‚ მარტო ჩუპა-ჩუპსები იყო...
– ჩუპა-ჩუპსი მოგვიტანე?
– დაიმახსოვრეთ‚ შვილებო: არავითარი ჩუპა-ჩუპსი... სანამ თქვენი პაპა ცოცხალია‚ თქვენ მხოლოდ შოკოლადს შეჭამთ...
***
ინტერნეტის პარადოქსი:
აახლოებს ადამიანებს‚ რომლებიც ერთმანეთისგან შორ მანძილზე არიან და აშორებს ახლობელ ადამიანებს.