კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* ნიუტონის სიბრძნის კბილი 1816 წელს აუქციონზე 730 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. მისმა ახალმა მფლობელმა კბილი ბეჭედში ძვირფასი თვლის ნაცვლად ჩასვა.

* FIAT – ეს კორპორაცია დაფუძნდა იტალიაში 1906 წელს, სახელწოდებით – Fabrica Italiana Autonobil Torino.

* ლონდონის თეატრ „გლობუსისთვის“ პიესებს შექსპირი წერდა. ამ წარმოდგენებისთვის დეკორაციები არ კეთდებოდა და, შესაბამისად, თეატრს მხატვარიც არ ჰყავდა.

* მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს ვენაში მოსახლეობის აღწერა ჩატარდა. ანკეტის გრაფაში – „საქმიანობა,“ იმპერატორმა ფრანც-იოსებმა ჩაწერა: „დამოუკიდებელი ჩინოვნიკი“.

* „აცეტონი“ ლათინურად „ძმარს“ ნიშნავს.

* „ბითლზის“ სინგლი – Hey Jud – 17 წლის განმავლობაში იყო ჰიტი.

* „აზიზელი“ ერქვა ძველი ებრაელების რიტუალს, რომლის დროსაც ყველა ცოდვა, ყველა თავისი გავლენითა და შედეგით, თხაზე გადადიოდა. 

* „ტყუპების თანავარსკვლავედმა“ სახელი ორი ძმის – კასტორისა და პოლიდევკის პატივსაცემად მიიღო.

* ჩეხეთის ქალაქ ბრუკში არის ნალების მუზეუმი.

* დედამიწის ღერძი ახლა მიმართულია პოლარული ვარსკვლავისკენ; 20 000 წლის წინათ მიმართული იყო ალფა-დრაკონისკენ, ხოლო 20 000 წლის შემდეგ კი, ვეგასკენ მიბრუნდება.

* 1751 წელს ქიმიკოსმა კრონშტენდტმა მიიღო ნიკელი. ამ ლითონს ადრე „ცრუ სპილენძს“ ეძახდნენ.

* ინდიელთა ერთ-ერთი ტომის ენაზე სიტყვა „პირანია“ „თევზსა და კბილს“ ნიშნავს.

* მადამ ტიუსოს მუზეუმის „საშინელებათა ოთახში“ იმ ადამიანების ფიგურებია განლაგებული, რომლებიც სიკვდილით დასაჯეს.

* მეცნიერებმა უარყვეს მცდარი წარმოდგენა იმის შესახებ, თითქოს ლაპარაკის დროს ჟესტიკულაციას ყველაზე ხშირად იტალიელები იყენებენ. აღმოჩნდა, რომ, ერთსაათიანი საუბრის დროს, მექსიკელები 180-ჯერ იყენებენ მას, ფრანგები – 120-ჯერ, იტალიელები  – მხოლოდ 80-ჯერ, ფინელები კი – სულ ერთხელ.

* ფრანგულ თეატრებში წარმოდგენა იატაკზე სამი ყრუ დარტყმის შემდეგ იწყებოდა.

* „კარდინალი“ ლათინური სიტყვაა და „მთავარს“ ნიშნავს.

скачать dle 11.3