ბრძნული აზრები
ფრანკლინი: ვინც არასაჭირო ნივთებს ყიდულობს, მალე მოუწევს საჭირო ნივთის გაყიდვა.
შოუ: წვრილმანები უფრო მეტად გვაშფოთებენ. სპილოს უფრო გაერიდები, ვიდრე ბუზს.
ლევინსონი: ადამიანის უებარი დამამშვიდებელი საშუალება არის ფული.
ლევინგერი: ცუდი ახალი ამბები აძევებენ ბრუნვიდან კარგ ახალ ამბებს.
ბუასტი: თუ დაპირება არ შეგიძლია, მაშინ გააკეთე.
ცეხი: ტყუიან ქურუმები, შუქმა მოიტანაო შვება. შუქმა მოიტანა არა შვება, არამედ შიში დაღამებისა.
შლეგელი: მხოლოდ მისწრაფებაში ვპოულობთ სიმშვიდეს.
ფრაიდანკი: ყველას რომ სამართლიანად მოექცე, ესაა ხელოვნება, რომელსაც სრულყოფილად ვერავინ ფლობს.
ჰობსი: საკუთარი ძალების რწმენა მშვენიერი რამ არის. ესაა ნიშანი ადამიანისა, რომელიც გრძნობს თავის ნიჭსა და უნარს.
როდენი: ერთადერთი სფერო, რომელშიაც ღვთაებრივს ვარჩევთ – ეს არის ხელოვნება.
ლომონოსოვი: შეცდომის შემჩნევა იოლია, შეუმცდარად უკეთესის შექმნა – ძალზე ძნელი.
ციცერონი: ძლიერი მოკლედ გამოთქმული აზრები დიდად უწყობენ ხელს ცხოვრების გაუმჯობესებას.
დრაიზერი: უმძიმესი დაძაბულობის დროს უფრო იცნობა და მაღლდება ადამიანი.
კომენსკი: იოლია სწორად მიყოლა იმისა, ვინც სწორად მიდის.
სპინოზა: წამდაუწუმ უნდა შევახსენოთ ახალგაზრდებს ოქროს წესი: არაფერი ზედმეტი! მოერიდონ ყველგან ყველაფერში ზედმეტობას.
ერაზმ როტერდამელი: შეუძლებელი არაფერია მისთვის, ვისაც ნებისყოფა აქვს.
საავედრა: მოუფიქრებლად ლაპარაკი იგივეა, რომ დაუმიზნებლად ისროლო.
როლანი: დიდი სულის ადამიანი მარტო არასოდეს იქნება.
ჰიუგო: არ არსებობენ პატარა ხალხები.
ჟორესი: კაპიტალს დააქვს ომი, როგორც ღრუბელს – ქარიშხალი.
ბონაპარტე: ვისაც მლიქვნელობა შეუძლია, მას არც ცილისწამება გაუჭირდება.
რუსო: კარგად გამოყენება დროს კიდევ უფრო ძვირფასად აქცევს.
მონტესკიე: მხოლოდ ბედნიერად ყოფნა რომ ვისურვოთ ამას იოლად მივაღწევთ. მაგრამ ადამიანებს სურთ სხვაზე ბედნიერი იყონ, ამის მიღწევა კი შეუძლებელია, რადგან ჩვენ სხვები ყოველთვის უფრო ბედნიერი გვგონია, ვიდრე არიან.
ლაბრიუიერი: ბავშვს არა აქვს არც წარსული, არც მომავალი. ჩვენგან განსხვავებით, ყმაწვილი მხოლოდ აწმყოთი ხარობს.
ლაფონტენი: ვინც მკვდარს ჰგავს ცხოვრებაში, მას სიკვდილიც უფრო უმძიმს.
მონტენი: შიში ადამიანს ხან ფეხებზე ფრთებს გამოასხამს, ხან მიწაზე დააკრავს.
ლესინგი: ერთი ქალი არასოდეს აღიარებს მეორის მშვენიერებას.
ამინადო: სულელი ცოლი ქმარს სახელს ვერ გაუტეხს, ქმრის სახელის შერცხვენა მხოლოდ ჭკვიან ქალს შეუძლია.