კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: როგორ მოვუარო ფინიკის პალმას?

პასუხი: ფინიკის პალმა ტროპიკული მცენარეა, ამიტომ მას სჭირდება დიდი სიფრთხილით მოვლა და, ასევე, დიდი ყურადღება. აუცილებლად გაითვალისწინეთ წყლის დასხმის ინტენსივობა და არეგულირეთ სითბო ზამთარში. ფინიკის პალმას ესაჭიროება 15 გრადუსი სითბო, ხოლო ზაფხულში მაღალ ტემპერატურასაც იტანს. მცენარეს არ უყვარს ხშირი გადარგვა და ფესვების შეჭრა. ეცადეთ, რომ პალმის ნიადაგი მუდმივად იყოს გაჯერებული საკვები მინერალებით.  დამატებითი კვება, ანუ მინერალები ამ მცენარეს დასჭირდება ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

კითხვა: ჩემმა კაქტუსმა ხმობა დაიწყო. როგორ გადავარჩინოთ?

პასუხი: კაქტუსს არ უყვარს ზამთრის დროს ძალიან მაღალი ტემპერატურა და ხშირი გადარგვა. ეცადეთ ის გაიტანოთ გრილ და მშრალ ადგილას, სადაც თავს კარგად იგრძნობს; ზაფხულში კი დადგით ისეთ ადგილას, სადაც სიცხეა და მზე თითქმის მთელი დღის განმავლობაში მიანათებს. მას არ მოსწონს შეჭრა და ფესვების შემოკლება. კაქტუსს არ მისცეთ აზოტიანი სასუქები, თორემ, დაიღუპება. გახსოვდეთ, რომ მას მხოლოდ ისეთი სახის სასუქები უნდა მიაწოდოთ, რომელთა შემადგენლობაშიც აზოტი ნაკლებად იქნება.

კითხვა: ტიტები მთელი ზამთარი გარეთ დავტოვე და აღარ ამოდის. როგორ მოვიქცე?

პასუხი: ტიტა ზამთრის მთელ სეზონს გარეთ ატარებს, მაგრამ, შესაძლებელია, ის უკვე გადაბერდა და ამიტომ აღარ ამოდის. საერთოდ, ტიტა ყოველ წელს უნდა ამოიღოთ ნიადაგიდან (ეს ხდება გვიან შემოდგომით) და შემდეგ უნდა ჩააბრუნოთ მიწაში. თუ ტიტების ასეთი მოვლა არ ხდება, შესაძლებელია, ის საერთოდ გაქრეს, თუ ის მიწიდან არ ამოიღეთ, ყოველ წელს უფრო და უფრო ღრმად მიდის ნიადაგში და ამიტომ ხდება მისი გაქრობა.

კითხვა: მაღაზიაში შევიძინე დელონიკის თესლი. როგორ გავახარო?

პასუხი: ეს მცენარე ტროპიკული ქვეყნიდან არის და დიდი ყურადღება სჭირდება მის აღმოცენებას. დელონიკს აქვს ძალიან უხეში გარეთა კანი, ამიტომ, ეცადეთ, რომ მისი თესლი კარგად დაალბოთ. დალბობა უნდა მოხდეს 48 საათის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაითესოს. მცენარე ამოდის 2-4 კვირაში. ეცადეთ, რომ პირველივე წელს არ გადარგოთ, თორემ, მოკვდება, რადგან, სანამ მთავარი ფესვი არ ჩამოუყალიბდება, მანამდე ვერ იტანს გადარგვას. ახალი აღმოცენებული დელონიკი 2-3 წელი იყოლიეთ სახლის პირობებში, შემდეგ კი შეგიძლიათ, გარეთ გაიტანოთ.

კითხვა: სახლში მაქვს ბანანის ხე, რომელიც საერთოდ გამოშრა და წაიქცა, როგორ მოვიქცე?

პასუხი: ამ მცენარეს არ უყვარს ტემპერატურის თამაში, ცვალებადობა. უკვე შეგიძლიათ, რომ ბანანის ხე გარეთ გაიტანოთ და დადგათ სუფთა ჰაერზე.  შესაძლოა, მცენარემ ახალი ამონაყარი მოგცეთ. ეცადეთ, რომ ზამთარში ის ამყოფოთ  15-18 გრადუსზე. საერთოდ, ბანანის ხის მრავალი ჯიში არსებობს. რომელთაგანაც ზოგიერთ სახეობას არ უყვარს სიცივე, ზოგიერთ მათგანს კი – პირიქით;  ამიტომ, ნებისმიერი ჯიშისთვის მისაღები პირობები ასეთია: ჰქონდეს თანაბარი ტემპერატურა; გადარგეთ სამ წელიწადში ერთხელ და თითო მცენარეს მიეცით 100-დან 150 გრამამდე სასუქი, რათა ყოველ წელს კარგად იგრძნოს თავი. 

скачать dle 11.3