კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის აუცილებელი გაზაფხულზე ბოსტნეულის წვენების მიღება

გაზაფხულზე წვენების მიღება ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია. ხილის წვენი წმენდს ორგანიზმს, გამოაქვს წიდები და შხამები, ავსებს აუცილებელი ნივთიერებებით, კერძოდ, ამინომჟავებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, რომლებიც გაზაფხულის დადგომასთან ერთად აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ ხილისა და ბოსტნეულის მხოლოდ ახალგამოწურული წვენია სასარგებლო. წვენი აუცილებლად უზმოზე დალიეთ – ამ დროს ის უფრო სწრაფად და აქტიურად მოქმედებს, რადგან მას უფრო სწრაფად და სრულყოფილად ითვისებს ორგანიზმი.

სტაფილოს წვენი აუმჯობესებს მხედველობას, კბილების სტრუქტურას, შეიცავს დიდი რაოდენობით A, B, C, D, E ვიტამინებს, მისი დალევა კარგია სისხლნაკლებობის დროს.

ვაშლის წვენი მდიდარია რკინით, რომელიც აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას და ააქტიურებს ორგანიზმის სასიცოცხლო ძალებს.

ჭარხლის წვენი ყველაზე სასარგებლოა სისხლის წითელი ბურთულების წარმოსაქმნელად და აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, წმენდს ღვიძლს, თირკმელებს, ნაღვლის ბუშტს. ჭარხლის წვენი უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში მხოლოდ ნახევარი ჭიქა.

კიტრის წვენი კარგი შარდმდენი საშუალებაა. ის შეიცავს კალიუმის დიდ რაოდენობას, რის გამოც სასარგებლოა ჰიპერტონიის დროს. ასევე, აჩერებს თმის ცვენას და აუმჯობესებს მეხსიერებას.

კარტოფილის წვენი შველის კუჭის დაავადებებს. თუ ჭამის შემდეგ კუჭის არეში სიმძიმესა და ტკივილს გრძნობთ, დალიეთ უმი კარტოფილის წვენი და პრობლემა მოგეხსნებათ.

 

ჰიპოვიტამინოზი არასწორი კვების შედეგია

ყველაზე ხშირად ჰიპოვიტამინოზს არასწორი კვება იწვევს. ბევრი სალათებს რაციონის დამატებად მიიჩნევს და არა ძირითად კერძად, ხილს კი მხოლოდ დესერტად მიირთმევს. არადა, სწორედ ეს პროდუქტები შეიცავს დიდი რაოდენობით ფოლის მჟავას, ბეტა-კაროტინსა და P ვიტამინს.

გადამეტებული კვება ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას იწვევს, რაც ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. ჭარბცხიმიანობა ხელს უწყობს გულის იშემიური დაავადების, ჰიპერტონიისა და სხვა სერიოზული ავადმყოფობების განვითარებას, მკაცრი დიეტები კი ორგანიზმის გამოფიტვას უწყობს ხელს.

ორგანიზმის თითოეულ ცოცხალ უჯრედში უამრავი ბიოქიმიური პროცესი მიმდინარეობს. იმისთვის, რომ ეს ბიოლოგიური პროცესი არ შეფერხდეს, გარკვეული დამაჩქარებლებია საჭირო. ასეთი კატალიზატორები კი ფერმენტებია, რომელთა „სამშენებლო მასალა“ ვიტამინებია.

ადამიანისთვის აუცილებელია A, B1, B2, B6, B12, C, D, E, K, PP ვიტამინები. ასევე, ფოლის მჟავა, პანტოტენის მჟავა და ბიოტენი. მაგალითად, ვიტამინი A პასუხს აგებს მხედველობაზე, D ვიტამინი ძვლების სიმკვრივისთვის არის აუცილებელი, E ვიტამინი ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას უზრუნველყოფს, მისი უკმარისობა კი სისუსტესა და ანემიას იწვევს. K ვიტამინის ნაკლებობის დროს ოსტეოპოროზი იჩენს თავს,  C ვიტამინი კი ორგანიზმში მოხვედრილ მავნე ბაქტერიებს ანადგურებს, ხელს უშლის ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნას და აუმჯობესებს ორგანიზმის მიერ რკინის შეთვისებას.

საკვები არა მხოლოდ ენერგიის, არამედ, ორგანიზმისთვის აუცილებელი უამრავი ნივთიერების წყაროა. ხილი და ბოსტნეული ნივთიერებათა ცვლისთვის საჭირო ყველა ვიტამინსა და მიკროელემენტს არ შეიცავს. მენიუში სალათების შეტანით ასკორბინსა და P ვიტამინის საჭირო რაოდენობას მიიღებთ. B2 ვიტამინი მხოლოდ რძესა და მის პროდუქტებშია, A ვიტამინი კი – კარაქში. E ვიტამინს მცენარეული ზეთი შეიცავს. თითოეული მათგანი საკმაოდ კალორიული პროდუქტია. ამიტომ, საჭირო რაოდენობით ვიტამინები რომ მიიღოთ და წონაში არ მოიმატოთ, პოლივიტამინები უნდა დალიოთ, რაც, ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან ერთად უსიამოვნო სიმპტომებისგანაც გაგათავისუფლებთ.

 

ყავას ორგანიზმის დიაბეტისგან დაცვის ძლიერი ეფექტი აქვს 

ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, დილას ფინჯანი ცხელი ყავის დალევით იწყებს. თუმცა, არ იციან, რომ ყავა შეიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებას, მაგალითად, კალციუმს, ასევე, პოტენციურად ბიოლოგიურად აქტიურ ასობით შენაერთს, როგორიცაა მაგალითად, პოლიფენოლები, რომლებსაც შეუძლიათ, ხელი შეუწყონ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. 

 ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევებმა განსაზღვრა კავშირი ყავის მოხმარებასა და  შაქრიანი დიაბეტისაგან დაცვის ეფექტს შორის. კვლევების დროს მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ყავა ამცირებს ქრონიკულ ანთებით პროცესებს უჯრედებსა და ქსოვილებში, ზრდის „კარგი” ქოლესტერინის დონეს, დადებითად მოქმედებს შინაგანი ანთების მარკერებზე, მეტაბოლიტების კონცენტრაციაზე და ცვლის იმუნურ მედიატორებს. ამ სასმლის ბიომარკერების პლაზმურმა დონეებმა, მათ შორის – კოფეინის, პარაქსანტინის, თეობრომინის, თეოფილინის, პროპიონისა და კოფეინის მჟავის დონეებმა, მნიშვნელოვნად მოიმატა იმ მოხალისეების სისხლში, რომლებიც ყოველდღიურად მოიხმარდნენ დაახლოებით 6 ფინჯან ყავას. 

ასე რომ, ბოლოდროინდელი კვლევები ცხადყოფს, ყავას პოტენციურად აქვს ორგანიზმის დიაბეტისაგან დაცვის ძლიერი ეფექტი და, მთლიანობაში, ადამიანის ჯანმრთელობის გაძლიერების უნარი.

 

რომელი პროდუქტის მიღებით შეინარჩუნებთ ასპროცენტიან მხედველობას

თუ მთელ დღეს კომპიუტერთან ზიხართ ან დიდხანს უყურებთ ტელევიზორს, საღამოს კი თვალები გაწუხებთ და გიჭრელდებათ, დაძაბულობის მოხსნაში მარტივი კომპრესი დაგეხმარებათ: აიღეთ ბამბა, დაასველეთ ცხელ წყალში (შეგიძლიათ, ჩაის ნაყენიც გამოიყენოთ) და დახუჭულ თვალებზე დაიდეთ 20 წუთით. თუ ბამბა გაცივდა პროცედურის დასრულებამდე, ისევ დაასველეთ იმავე ტემპერატურის წყალში. შეგიძლიათ, მოსინჯოთ მეორე ხერხიც, კერძოდ: დაჯექით, მუხლებს დაეყრდენით იდაყვებით, ხელები კარგად დაიზილეთ, დახუჭეთ თვალები და ხელები ქუთუთოებზე დაიფარეთ რამდენიმე წუთით. სითბო და სიბნელე იდეალურია თვალის კუნთების მოსადუნებლად და დასასვენებლად.

მხედველობის შესანარჩუნებლად კარგია A ვიტამინი, რადგან მისი უკმარისობა იწვევს თვალის გადაღლას, აქვეითებს სიბნელეში ხედვას. დილაობით თვალების შეშუპება A ვიტამინის ნაკლებობაზე მეტყველებს.

A ვიტამინს შეიცავს ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული, კვერცხი, რძის პროდუქტები, ღვიძლი და თევზი.

B ჯგუფის ვიტამინის ნაკლებობა იწვევს თვალის სიმშრალესა და ადვილად გაღიზიანებას. ამ ვიტამინს შეიცავს სოკო, პარკოსნები, მარცვლეული, ბანანი, სტაფილო და მოცვი.

C ვიტამინით მდიდარია ციტრუსები, ასკილი, მოცხარი, ოხრახუში, კარტოფილი. ეს პროდუქტები თვალის კუნთების მოძრაობისთვის აუცილებელია.

E ვიტამინი კატარაქტისა და თვალის კუნთების დაბერების პროცესს ანელებს, რადგან მასში ბევრია ბეტა-კაროტინის ტიპის ანტიოქსიდანტები. E ვიტამინით მდიდარია მზესუმზირა, პარკოსნები, ხორბალი და ზღვის პროდუქტები.

რაც შეეხება მხედველობის ეგრეთ წოდებულ მტერს, ესენია: სიგარეტი, ალკოჰოლი, მზის სხივები, უძილობა, ორგანიზმის გაუწყლოება.

 კვერცხი ძალიან მცირე რაოდენობით ცხიმს შეიცავს. გარდა ამისა, მასში არის ლუტეინი, რაც აუცილებელია მხედველობისთვის.

 

რომელი ბოსტნეულით შეივსებთ ორგანიზმში C ვიტამინისნაკლებობას

ადამიანის ორგანიზმში C ვიტამინის, ანუ ასკორბინის მჟავას დეფიციტი ძალიან საშიშია. ის მნიშვნელოვანია როგორც ჯანმრთელობისთვის, ასევე, სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. მონაწილეობს შემაერთებელი ქსოვილების შექმნასა და გაჯანსაღებაში. ასკორბინის მჟავა ასრულებს ბევრ საჭირო ფუნქციას. მისი მონაწილეობის გარეშე არ მიმდინარეობს ორგანიზმში ჟანგვითი და აღდგენითი პროცესები.

C ვიტამინის ზეგავლენით იზრდება სისხლძარღვების ელასტიკურობა და სიმტკიცე. ეს ვიტამინი, A ვიტამინთან ერთად, იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან, აბრკოლებს ტოქსიკურ ნივთიერებებს სისხლში. მას ექვემდებარება გაციებით გამოწვეული დაავადებები. თუ ასკორბინის მჟავას გამოიყენებთ ადრეულ სტადიებში, ხველა და სურდო არ გადავა ქრონიკულ ფორმაში. დღეღამური დოზა კი დაახლოებით 40-50 მილიგრამია.

ორგანიზმში ბაქტერიების რაოდენობა აქვეითებს C ვიტამინის რაოდენობას. ერთი ღერი სიგარეტის მოწევისას კი, დაახლოებით 30 მილიგრამი იკარგება. რაც მეტ ცილას მოიხმართ, მით მეტი ასკორბინის მჟავა დაგჭირდებათ.

გაითვალისწინეთ, რომ ორგანიზმი არ აგროვებს C ვიტამინს, ამიტომ საჭიროა მისი რეგულარულად მიღება. ეს ვიტამინი არატოქსიკურია, ამიტომ მისი გადამეტებაც არ არის საშიში. მისი ზედმეტი რაოდენობა ადვილად გამოიდევნება ორგანიზმიდან. C ვიტამინის  ძირითადი საკვები წყაროა: ციტრუსები, ასკილი, კომბოსტო, თალგამი, პომიდორი, მოცხარი, წითელი წიწაკა, ნიორი, ხახვი.

 

რატომ არის საშიში ქოშინი და რომელი დაავადების მანიშნებელია ის

სუნთქვის გახშირება და ქოშინი მაშინ ვითარდება, როცა ორგანიზმი ცდილობს, სისხლში სასიცოცხლოდ აუცილებელი ჟანგბადის რაოდენობა შეინარჩუნოს. ქოშინის მიზეზი შესაძლოა, იყოს ჭარბი წონა, სისხლში ჰემოგლობინის დონის დაწევა, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების დაავადებები. ქოშინი იშემიური დაავადებების, კერძოდ, სტენოკარდიის ან ინფარქტის თანმდევია და სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლილობის ან ფილტვების შეშუპების მანიშნებელია. თუ ქოშინი ადამიანს უეცრად დაეწყება, ეს ჯანმრთელობის სერიოზულ დარღვევაზე მეტყველებს და დროულად უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა. უცბად აღმოცენებული ქოშინი, შესაძლოა, ფილტვის არტერიის დახშობის ან მისი ქსოვილის დაზიანების შედეგიც იყოს.

ღამით განვითარებული ქოშინი გულის რიტმის დარღვევის, ჰაერის მწვავე უკმარისობის, კარდიალური ან ქრონიკული ასთმის შეტევას უკავშირდება. ასევე, ქოშინი მძაფრ და უეცარ ემოციასაც სდევს თან. თუმცა, ემოციის ჩაცხრომასთან ერთად, გახშირებული სუნთქვა და ქოშინიც ქრება.

ასევე, შესაძლოა, ქოშინი ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის ან შაქრიანი დიაბეტის დროსაც განვითარდეს და უკონტროლოდ მიღებულმა მედიკამენტებმაც გამოიწვიოს.

გადაღლით გამოწვეული ქოშინი კი იმდენად საშიში არ არის, როგორც სუნთქვის უეცარი  გახშირება.

скачать dle 11.3