კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ ისტორიულ შენობაში იყო განთავსებული სასულიერო სემინარია, სადაც იოსებ სტალინი სწავლობდა და რომელმა ჰოლივუდელმა კინორეჟისორმა დაამთავრა თბილისის ნერსესიანის სემინარია

თბილისში უამრავი ისტორიული შენობაა, რომელთაც ამჟამად შეცვლილი აქვთ პროფილი, თუმცა, შენობის იერი თითქმის შენარჩუნებულია და უამრავ ისტორიულ მოგონებასთან ასოცირდება. შენობების უმეტესობა დაფიქსირებულია ძველ ფოტოებზე, რომელთა დახმარებით შევეცდებით, მცირე ექსკურსი მოვაწყოთ ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში.

 

მართლმადიდებელთა სასულიერო სემინარია

თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერის მოპირდაპირე მხარეს მდგარ ამჟამინდელ ხელოვნების მუზეუმის შენობას დიდი ისტორია აქვს: მის ადგილას სამი საუკუნის წინათ 80-ოთახიანი ქარვასლა მდგარა. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ეს ადგილი ვინმე თურქესტანიშვილს ეკუთვნოდა, რაც სასტუმროს აშენების სურვილით შეპყრობილ იაკობ ზუბალაშვილს მიჰყიდა. 1830-იან წლებში იტალიელი არქიტექტორების – ბერნარდაცების პროექტით აგებული სასტუმრო „პალასი” გარეთუბანში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერძო შენობა იყო. 1837 წელს ამ შენობაში გამართულა მეჯლისი ტფილისში სტუმრად მყოფ იმპერატორ ნიკოლოზ პირველის პატივსაცემად. 1838 წელს შენობა საეკლესიო უწყებამ შეიძინა და აქ განთავსდა მართლმადიდებლური სასულიერო სემინარია, რომელმაც 1911 წლამდე იარსება. სწორედ ამ სემინარიაში სწავლობდა იოსებ სტალინი. სემინარიის კიდევ ერთი ცნობილი მოსწავლე იყო გიორგი გურჯიევი. სასულიერო სემინარიის ვაკეში გადატანის შემდეგ, 1917 წელს, შენობაში კვლავ სასტუმრო გაიხსნა, რომელსაც ჯერ „ცარსკიე ნომერა” ეწოდა, 1918 წლიდან კი – „სასახლის სასტუმრო”. პირველი რესპუბლიკის პერიოდში ეს სახელწოდება ქართული ასოებით ეწერა შენობის მთავარ ფასადს, რომელიც პუშკინის სკვერს უყურებდა. გასაბჭოების შემდგომ შენობამ დროებით შეინარჩუნა პროფილი და  სასტუმრო „პალას ოტელის” სახელით იყო ცნობილი. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმრო თბილისში საკუთარი რესტორნით, სადალაქოთი და დეკორატიული ბაღით. 1930-იან წლებში სასტუმრო დაიხურა და შენობაში ერთი პერიოდი საქართველოს კომპარტიის თბილისის კომიტეტი ფუნქციონირებდა. 1952 წლიდან შენობა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა. 

 

ნერსესიანის სემინარია

თბილისის ერთ-ერთ უძველეს სასწავლო დაწესებულად სომეხი პატრიარქის – ნერსეს მეხუთე აშტარაკეცის მიერ დაარსებული სკოლა ითვლება, რომელიც თავდაპირველად ვანქის ტერიტორიაზე მდებარეობდა. 1822 წელს აგებული შენობის არქიტექტორი სამხედრო ინჟინერი ლაზარევი იყო. 1824 წელს გახსნილი სკოლა პირველი საერთო საგანმანათლებლო საშუალო სკოლა იყო თბილისში. 1837 წელს სკოლა სასულიერო სემინარიად გადაკეთდა და  სახელწოდებად, დამაარსებლის პატვსაცემად, „ნერსესიანის სემინარია“ ეწოდა. მეცხრამეტე საუკუნის შუა პერიოდში ნერსესიანის სემინარია ამიერკავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ და პრესტიჟულ სასწავლებლად იყო ცნობილი და დიდი პოპულარობით სარგებლობდა თბილისის სომეხ მოსახლეებს შორის. ამ სასწავლებლის ეზოში იყო გახსნილი ერთ-ერთი პირველი სტამბა თბილისში. წლების განმავლობაში სემინარიის ძველი შენობა აღარ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს და 1909 წელს სვანეთის უბანში დაიწყო სემინარიის ახალი კორპუსის მშენებლობა. მშენებლობისთვის საჭირო მიწის ნაკვეთი მეცენატმა ალექსანდრე მანთაშევმა შეიძინა, მის მიერვე დაფინანსდა ყველა სამშენებლო სამუშაო. პროექტის ავტორები თბილისელი არქიტექტორები – ზურაბიანი და ნეპრინცევი იყვნენ. სემინარიის მშენებლობა 250 ათასი რუბლი დაჯდა და ოფიციალურად სასწავლებელი 1911 წელს გაიხსნა. 1924 წელს თბილისში ნერსესიანის სემინარიის დაარსების 100 წლისთავი გრანდიოზულად აღინიშნა. გალა-მიღებაზე სიტყვით გამოვიდა სახალხო კომისარი განათლების საკითხებში ლუნაჩარსკი და სემინარიის ღვაწლზე ისაუბრა. მაგრამ, ბედის ირონიით, რამდენიმე დღეში სემინარია ოფიციალურად დაიკეტა და გაუქმდა.  ნერსესიანის სემინარიაში დაედო სათავე თბილისის სომხური თეატრის დაარსებას. სწორედ სემინარიაში შეხვდნენ ერთმანეთს ოვანეს თუმანიანი და პეტროს ადამიანი, რომლის სახელსაც ატარებს თბილისის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრი. სემინარის კიდევ ერთი ცნობილი კურსდამთავრებული იყო სახელოვანი კინორეჟისორი რუბენ მამულიანი, რომელმაც სახელი ჰოლივუდში გაითქვა. რუბენის მამა, ზახარ მამულიანი, თბილისში ცნობილი ბანკირი იყო. რუბენი სემინარის დასრულების შემდეგ ლონდონში და მოსკოვში სწავლობდა, რის შემდეგაც, 1919 წელს, თბილისში დაბრუნდა, თუმცა, მცირე ხნით და, ლონდონის გავლით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრირდა. მამულიანის ფილმებში ბრწყინავდნენ მარლენ დიტრიჰი და  გრეტა გარბო; მისი გადაღებულია ერთ-ერთი პირველი ფერადი ფილმი ჰოლივუდში – „ბეკი შარპი”. საბჭოთა დროს სემინარიის შენობაში თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტი იყო განთავსებული, ხოლო ამჟამად ეს ისტორიული შენობა კავკასიის უნივერსიტეტის საკუთრებაშია.

თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია

დავით აღმაშენებლის გამზირის ¹150-ში მდებარე თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის ძველი შენობა უნიკალურია თავისი დანიშნულებითა და ისტორიით. შენობა 1860-1861 წლებში, არქიტექტორ ლემკულის პროექტით გერმანელმა მეცნიერმა, ასტრონომმა  არნოლდ მორიცმა ააშენა. ამ ობსერვატორიაში მსახურობდნენ იმ დროის ცნობილი ასტრონომები: გენერალ-მაიორი დიმიტრი ობლომიევსკი, გუსტავ რადე და ევგენი ბრიუსი. მოგვიანებით ობსერვატორიის შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ცნობილი არქიტექტორის, ლეოპოლდ ბილბელდის ხელმძღვანელობით. აღსანიშნავია, რომ 1899-1901 წლებში ობსერვატორიაში იოსებ სტალინი მუშაობდა დამკვირვებელ-გამომთვლელად. იმ პერიოდში სტალინი ობსერვატორიის მახლობლად მდებარე ფიცრულში ცხოვრობდა. პარალელურად, ობსერვატორია თბილისელი სოციალ-დემოკრატების კონსპირაციულ შტაბ-ბინად ითვლებოდა და აქ იკრიბებოდნენ სტალინთან ერთად ლ. კეცხოველი, ა. წულუკიძე და ს. ჯიბლაძე. ისტორიული წარსულის მიუხედავად, ობსერვატორიის შენობა ამჟამად გაპარტახებულია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.

скачать dle 11.3