კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში „გამოიჭირეს“ „თბილისის მოდის კვირეულზე“ ექსმინისტრი ვერა ქობალია

ფუფალასი არ იყოს, ღმერთო ჩემო, რა ბოროტია ეს ხალხი! რამდენი ჭორი, ნეგატიური განწყობა და თავდასხმა მოიგერია ამ პატარა, გამოუცდელმა გოგომ, მაგრამ, ეს გოგო, არც მეტი, არც ნაკლები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი, ქალბატონი ვერა ქობალიაა. რთული სათქმელია, მისი გამოჩენისთანავე სრულიად ერმა აღშფოთებით რომ დავიწყეთ მისი კრიტიკა, იყო თუ არა ბუნებრივი რეაქცია, თუმცა როგორც თავად ამბობს მასაც იგივე რეაქცია ექნებოდა მანამ, სანამ არ დარწმუნდებოდა მინისტრის პროფესიონალიზმში. თავის დროზე ხელები მეც მექვებოდა, რომ რამე კრიტიკული დამეწერა (თუნდაც ბოროტული), მაგრამ დღეს სულ სხვანაირი ვერა გავიცანი.

 

– ვმალე, ვმალე ვერ დავმალე რა არის?

– ფეხმძიმობა (იცინის). ზოგადად დიდხანს არავის ვეუბნებოდი ფახმძიმობის ამბავს, მათ შორის ჩემი ოჯახის წევრებსაც კი და ვცდილობდი არც საზოგადოებაში გამოვჩენილიყავი, თუმცა „თბილისის მოდის კვირეულზე“ მაინც გამომიჭირე, მართალია ვერ მაღიარებინე, მაგრამ მაინც (იცინის). სხვათა შორის ჩემთვისაც რთული იყო, როცა ხალხი მეკითხებოდა  და მე ტყუილის თქმა მიწევდა.

– ჩემი მოტყუებაც ხომ სცადე, მაგრამ მე მაინც დავწერე და პირველად ჩვენი ჟურნალის გარეკანზე დაიბეჭდა ფეხმძიმე ვერა ქობალია. როგორ მიდის ფეხმძიმობის პროცესი? განვითარების რა ეტაპზე ვართ?

– განვითარების ბოლო ეტაპზე ვართ და ერთ თვეზე ნაკლები დამრჩა დედობამდე. პირველ ხანებში რაღაცეები მჭირდა, მაგრამ ეხლა გაცილებით კომფორტულად ვგრძნობ თავს. ვვარჯიშობ, დავდივარ ცურვაზე და ვცდილობ აქტიური ჯანსაღი წესის დაცვას, მაგრამ ერთადერთი, რასაც ვერ შეველიე ესაა ყავა.

– ბავშვის სქესი და სახელი უკვე ვიცით?

– სქესი ვიცი. კულულებიანი გოგონა შემეძინება, მაგრამ სახელი ჯერ არ შეგვირჩევია. მე და ჩემს მეუღლეს მიგვაჩნია, რომ უმჯობესია სახელი დაბადების მერე შევურჩიოთ. ბებიების და წინაპრების სახელებს ნამდვილად არ გამოვიყენებთ, რომ ჩემს ან დათოს მშობლებს არ ეწყინოთ, ამიტომ სავარაუდოდ ინტერნაციონალურ სახელს შევარჩევთ, რომელიც ადვილად წარმოსათქმელი იქნება უცხოელისთვის.

– ასეთი სახელები მოდაში შემოვიდა. ჩემმა თანამშრომელმაც ამ პრინციპით დაარქვა შვილს მაქსიმე.

– ლამაზი სახელია... გლობალიზაციაა, ძალიან მარტივია უცხოეთში გამგზავრება, სწავლა, ცხოვრება და სხვა ერის ხალხთან ურთიერთობა, ამიტომ კარგია თუ სახელი დისკომფორტს არ შეუქმნის.

– რამდენიმე თვით უკან დავბრუნდეთ და მომიყევი თავიდან როგორ შედგა მეუღლესთან თქვენი ტანდემი?

– წელიწადზე მეტია მე და ჩემი მეუღლე ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა იქამდეც შევხვედრილვართ, მაგრამ აღარ მახსოვდა, ზოგჯერ ასეც ხდება, რომ რაღაც მომენტში შეიძლება ვერ შეამჩნიო და მერე გადაიკვეთოს თქვენი გზები. ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა მოგვიანებით – როგორც ამბობენ: სადაც არის ბედი შენი იქ მიგიყვანს ფეხი შენიო; კვლავ შევხვდით მეგობართან და აი იქ უკვე კარგად დაგვამახსოვრდა ერთმანეთი (იცინის). თუმცა უფრო მოგვიანებით დავახლოვდით და უკვე ოფიციალურ ჭრილში გადავიდა ჩვენი ურთიერთობა.

– მაშინ გკითხე, გავიგე შენი მეუღლე რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენია-მეთქი და იქნებ ახლა გაგვარკვიო ვინ არის და რას წარმოადგენს?

– ამაზე მეც ბევრი ვიცინე და სახლში რომ მივედი ვეკითხებოდი, რამეს ხომ არ მიმალავ, მართლა ხომ არ გაქვს მოსკოვში ბიზნესები-მეთქი?! ჩემი მეუღლე დავით კურცხალია ჩვეულებრივი ბიზნესმენია, არაფრით განსაკუთრებული და არავითარი რამე განსაკუთრებული დიდი ბიზნესი. სარეკლამო კომპანია აქვს, რომელსაც ხელმძღვანელობს და კარგად გამოსდის ეს საქმე.

– რჩევებს ხომ არ აძლევ ხოლმე?

– დათოს ნამდვილად არ სჭირდება რჩევების მიცემა. ძალიან კარგად იცის თავისი საქმე და ჩემამდეც გადასარევად ართმევდა თავს. ზოგადად არ ვერევი მის საქმიანობაში და ვთვლი, რომ სახლში  სამსახურის საქმეებზე ლაპარაკში დრო არ უნდა დავკარგოთ. ისედაც მთელი დღე გასულია და არა მგონია რომელიმე მამაკაცს მოეწონოს სახლშიც სამსახურის საკითხებით დაკავდეს.

– სამზარეულოსთან მეგობრობ?

– ვერ გეტყვი, რომ კონფლიქტში ვარ. ყოველ შემთხვევაში ვცდილობ და ზოგჯერ წარმატებასაც ვაღწევ. ქართული კერძების გარდა ექსპერიმენტულ კერძებსაც ვაკეთებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის გამომდის. ხანდახან ყველაფერი კარაქი და პურით მთავრდება (იცინის).

– მე გასწავლი ტაილანდური ბრინჯის გაკეთებას აზიური სპეციებით და ბრინჯი-ფართი მოვაწყოთ.

– სიამოვნებით. ვგიჟდები ასეთ რაღაცეებზე და შეიძლება მოგვიანებით მზარეულის კურსებიც გავიარო.

– ახლა გიყურებ და ვფიქრობ, ნუთუ შენ ის ვერა ქობალია ხარ, ვისაც ტელევიზორში ხშირად ვუყურებდი ხოლმე?! იმდენად თავისუფალი, უშუალო და კომუნიკაბელური ხარ მე დამავიწყდა, რომ ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან ვზივარ და ძალიან ფამილარული საუბარი გამომდის. ისე თავის დროზე რომ ასეთი კონტაქტური ყოფილიყავი ჟურნალისტებთან, ალბათ არც ის ფოტოები გამომზეურდებოდა, არც ამდენ რისხვას მიიღებდი და არც ამდენი ჭორი აგორდებოდა შენზე.

– სხვათა შორის უნდა დაგეთანხმო და ვაღიარო, რომ ეს მართლაც კარგი იქნებოდა, თუმცა მაშინ სხვანაირად ვფიქრობდი და შესაბამისად ვიქცეოდი. ამ გადმოსახედიდან მინდა ყველა ახალბედა პოლიტიკოსს ვურჩიო, რომ უფრო გახსნილები იყვნენ ჟურნალისტებთან, თორემ ბევრი საშინელი დღე გამოვიარე და მიკვირდა რატომ იყო ასეთი აგრესია ჩემს მიმართ.

– პირველად რომ გნახე „თბილისის მოდის კვირეულზე“ მოვიხიბლე, მეორედ „ნანუკას შოუში“ ბოდიში რომ მომიხადე არასწორი ინფორმაციის მოცემისთვის მეამა. ეს მართლა კარგი ჟესტი იყო შენი მხრიდან და ამით ყველაზე ენამწარე ჟურნალისტსაც კი დაატკბობდი თავის დროზე და ახლა საერთოდ მგონია, რომ ჩემი მეგობარი ხარ და დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს.

– მიხარია თუ ეს მართლა ასეა, მაგრამ ადრეც იგივე ვიყავი, რაც ახლა ვარ. უბრალოდ მაშინ ვთვლიდი, რომ მე ჩემი საქმით უნდა დამემტკიცებინა ვიყავი თუ არა ამ თანამდებობის ღირსი და არ უნდა ავყოლოდი იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ნეგატიურ ჭრილში განიხილავდნენ ჩემს პიროვნებას თუ კანდიდატურას.

– როგორ რეაგირებდი და იგერიებდი მაშინდელ შეტევას თუნდაც იმ ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ?

– ახლაც გავიმეორებ, რომ მე იმ ფოტოებში დღესაც ვერ ვხედავ ვერანაირ სკანდალს. ყველა ჩვენგანს ჰქონია ასეთი რამე, მით უმეტეს, როცა უცხოეთში ხარ და გართობის ასეთი სტილი აბსოლუტურად ჩვეულებრივი მომენტია. მეგობრებთან ერთად რომ გაერთო და იცეკვო მგონია ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ აქ თვით ფოტოებისადმი მიდგომამ გამაღიზიანა, რთული იყო იმ შეფასებების მოსმენა, რასაც ხალხი ამბობდა და წერდა სოციალურ ქსელებში. გამოუცდელი ვიყავი ასეთ საკითხებში თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი მსგავს სიტუაციაში და რაღაცნაირად გავუძელი და გადავიტანე, თუმცა ესეც ერთი მხრივ საინტერესოა, რადგან ამ დროს ადამიანი რაღაცეებს სწავლობ ანუ რაც არ გკლავს გაძლიერებს.

– რადგან ამ თემას  შევეხეთ, ალბათ სირაქლემის პოზიციაში უნდა ვიყოთ, რომ გვერდი ავუაროთ მაშინდელ კითხვებს, რომლებიც საზოგადოებაში მუსირებდა. მაშინდელ ჩემს სტატიაშიც დავწერე, რომ ამ კითხვებზე არა-ქართული სიწიწმატით გამცა პასუხი-მეთქი და რადგან ვხედავ, რომ ნებისმიერ უხრხულ კითხვას ადეკვატურად აღიქვამ თავს უფლებას მივცემ იმ დროის უსიამოვნო გამონათქვამებს  შევეხოთ: ამბობდნენ, რომ რა უნდა მეპურე ქალს მინისტრადო, ახლა რას უპასუხებდი ამაზე?

– პირველ ხანებში მართლა გამიძნელდა ასეთი ფორმულირებების მოსმენა საკუთარ თავზე, მაგრამ მერე დავფიქრდი და ვთქვი, რომ ხალხის ადგილას ალბათ მეც იგივეს ვიტყოდი, მეც იგივენაირად შევაფასებდი ვიღაც ვერა ქობალიას, რომელიც უცებ არსაიდან ჩამოვიდა და მეუბნება: გამარჯობა, მე, ვერა ქობალია, რომელიც პურის ბიზნესით ვიყავი დაკავებული, ვხდები ეკონომიკის მინისტრი და აბა მომისმინეთ... აი, ეს აბა მომისმინეთ, მე ვარჩიე მეთქვა, აბა დაინახეთ და შემაფასეთ და ამიტომ 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდი იმისთვის, რომ საზოგადოებას დაენახა ვინ იყო ვერა ქობალია და არა ის, რომ გამოვსულიყავი და საკუთარ თავზე ან მიღწეულ წარმატებებზე მესაუბრა. წეღან უკვე ვთქვი, რომ ძალიან გამიჭირდა-მეთქი, იმიტომ რომ, ახალი ჩამოსული ვიყავი, ბევრს არ ვიცნობდი საქართველოში, არ მყავდა მეგობრები, რომლებსაც გავუზიარებდი და ვეტყოდი რასაც განვიცდიდი იმ მომენტში.

– დრო რომ დააბრუნო დათანხმდებოდი მინისტრობას და იგივე გზას გაივლიდი?

– არც ერთი წუთით არ დავფიქრდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მე რაღაც მომენტში დავფიქრდი და ისე მივიღე გადაწყვეტილება ახლა საერთოდ არ დავფიქრდებოდი, რადგან მაშინაც და ახლაც სრულიად დარწმუნებული ვარ საკუთარ ძალებში, მგონი ეს გამოჩნდა კიდეც. ჩემი მინისტრობის პერიოდში ბევრი რამ შეძლო სამინისტრომ თუმცა ბევრიც შეუსრულებელი დარჩა. მაგალითად როცა პრეზიდენტი იყო ჩამოსული კანადაში და ქართულ სათვისტომოს ხვდებოდა რატომღაც აღმოჩნდა ისე, რომ ყველაზე მეტ კითხვას მე ვსვამდი და თანაც საკმაოდ კრიტიკულს. მაინტერესებდა, რატომ არ შეიძლებოდა ქართული პროდუქტი გასულიყო ექსპორტზე, მიგვეღო შესაბამისი სერტიფიკატი და ჩვენი პროდუქცია გაგვეყიდა ევროპაში და იცით რა მოხდა? როცა შევუდექი აღნიშნულ თემაზე მუშაობას მე თვითონ შემრცხვა მაშინდელი ჩემი ულტიმატუმის ტონით დასმული შეკითხვების და მივხვდი, რომ ეს მთლად ასეთი ადვილიც არ ყოფილა, რადგან ამას სჭირდება წლები, უნდა მოიწვიო სპეციალისტები, რომლებიც წლების განმავლობაში აკვირდებიან შენს პროდუქტს და კიდევ უამრავი საკითხები, რომლებიც ასე მარტივად ვერ მოგვარდება.

– რა მაგის პასუხია და მართალია ბათუმი ულამაზესი კი გახდა, მაგრამ საქართველოს კურორტებზე დასვენება ხუთჯერ ძვირი ჯდება, ვიდრე მეზობელ ქვეყანაში გადასვლა, სადაც მომსახურებაც მაღალ დონეზეა და ადამიანს უკუღმა მარილის გადაყრაც აღარ გიწევს  წვიმის გადასაღებად.

– შარშან ჩემი მშობლები ჩამოვიდნენ საქართველოში ერთი თვით და არ ვიცი რა ხელფასი უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელიც შეძლებს და ბათუმში 1 თვით სასტუმროს აიღებს, ამიტომ სამეგრელოში გაჩერდნენ და იქიდან დადიოდნენ ბათუმში. ეს მართლაც დიდი პრობლემაა, რომელიც იგივე საქართველოს ეკონომიკას აზარალებს, როცა უამრავი ტურისტი გაედინება საქართველოდან და სხვა ქვეყანაში ხარჯავს ფულს მაშინ, როცა შეიძლება აქაც დაისვენო, მაგრამ ეს იმხელა ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომ ხალხი უცხოეთში გარბის. ეს არის ალბათ იმის ბრალი, რომ ჩვენი ქვეყანა სულ ახლახან დაადგა ტურიზმის განვითარების გზას. არც სასტუმროების რაოდენობაა საკმარისი, რომ  ერთმანეთს კონკურენცია გაუწიონ და ამის ხარჯზე შეამცირონ ფასები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან დარეგულირდება ეს საკითხიც.

– მას შემდეგ, რაც უმუშევრად დარჩი, რითი ხარ დაკავებული?

– ვეუფლები ახალ პროფესიას ჰობის დონეზე და ვსწავლობ ფოტოგრაფიას, გარდა ამისა ვწერ სტატიებს რუსული და ქართული გამოცემებისთვის ეკონომიკის საკითხებში. ამჟამად მოლაპარაკება მიდის უკრაინულ გამოცემასთან, სადაც ასევე ეკონომიკის საკითხებზე მოვამზადებ სტატიებს.

– როგორ განებივრებს მეუღლე?

– წეღან ვთქვი ყავას ვერ შეველიე-მეთქი. უკვე წლებია ერთი და იგივე ადგილას ვყიდულობ  და დათო დილით რომ დგება ჯერ ყავა ამოაქვს ჩემთვის და მერე იწყებს მზადებას. მისი ყურადღებით უდავოდ განებივრებული ვარ და ერთმანეთის კარგად გვესმის.

скачать dle 11.3