ვისთან დაწვებოდა „ცისფერობის” შემთხვევაში ბენ აფლეკი და რომელი ოსკაროსანი ფილმის სცენარი გაყიდა მან მეთ დეიმონთან ერთად 600 დოლარად
ბენ აფლეკი ახლა უკვე „ოსკარის” ორგზის მფლობელია. მისმა ფილმმა – „არგომ,” 2013 წლის „ოსკარების დაჯილდოებაზე მთავარი ჯილდო „წლის საუკეთესო ფილმისთვის” დაწესებული ოქროს ქანდაკება მიიღო. პირველი „ოსკარი” კი აფლეკს შორეულ 1997 წელს ფილმისთვის „ინტელექტუალი უილ ჰანტინგი” – გადასცეს „საუკეთესო სცენარის” ნომინაციაში. აფლეკი ამჟამად ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ რეჟისორად ითვლება ჰოლივუდში, რომელსაც კლინტ ისტვუდის მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
* ბენ აფლეკი დაიბადა 1972 წელს, კალიფორნიაში, ბერკლიში. დედა – კრისტინ აფლეკი, სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა; მამას – ტიმოტი აფლეკს კი უამრავი პროფესია ჰქონდა გამოცვლილი: შვეიცარი, კონულტანტი აფთიაქში, ავტომექანიკოსი, ბარმენი, მწერალი, რეჟისორი და ბოსტონის ერთ-ერთი თეატრის მსახიობი. 1960-იან წლებში ბენის დედა უფლებადამცველთა ამერიკული ორგანიზაციის – „თავისუფლების მხედრის” წევრი იყო. ბენის უმცროსი ძმა – კეისი აფლეკი, ასევე, მსახიობია. აფლეკს ინგლისური, ირლანდიური, შოტლანდიური და გერმანული ფესვები აქვს, მისი გვარი შოტლანდიაშია გავრცელებული.
* ბენის მშობლები 1984 წელს დაშორდნენ, იმ პერიოდისთვის ოჯახი მასაჩუსეტსის შტატში ცხოვრობდა. 8 წლის ასაკში ბენმა 10 წლის მეთ დეიმონი გაიცნო, რომელიც მისი სახლიდან ორი კორპუსის მოშორებით ცხოვრობდა. ბავშვები დამეგობრდნენ. ბენი და მეთი ერთ სკოლაში სწავლობდნენ, თუმცა, სხვადასხვა კლასებში.
* ბავშვობაში ბენს ძალიან უნდოდა, რომ ჰყოლოდა ძაღლი და დედას ლეკვის ყიდვას სთხოვდა. დედამ მას პირობა მისცა, რომ, თუკი ბენი მოახერხებდა ერთი კვირის განმავლობაში არარსებული ძაღლის გასეირნებას დღეში სამჯერ, ის მიიღებდა ლეკვს, თუმცა ბენმა მხოლოდ ხუთი დღე გაძლო. ყველაზე მეტად მას ძაღლის გასასეირნებლად დილით ადრე გაღვიძება არ მოსწონდა.
* სკოლის დამთავრების შემდეგ ბენი ვერმონტის უნივერსიტეტში მოეწყო, თუმცა, პირველივე სემესტრიდან წამოვიდა იქიდან და ჰოლივუდში გაემგზავრა.
* 7 წლის ასაკში ბენ აფლეკმა ეპიზოდური როლი შეასრულა სერიალში „მიმის თავგადასავალი”, ხოლო 14 წლის ასაკში ის ტელეფილმში გადაიღეს.
* დიდ ეკრანზე ბენ აფლეკის დებიუტი 1992 წელს შედგა ფილმით – „სკოლის კავშირი”, სადაც მან თავის მეგობარ მეთ დეიმონთან ერთად მიიღო როლი.
* ბენ აფლეკის პირველ სარეჟისორო ნამუშევარს – მოკლემეტრაჟიან ფილმს, უცნაური და გრძელი სახელწოდება აქვს: „მე მოვკალი ლესბოსელი მეუღლე, დავკიდე ხორცის კაუჭზე და ახლა კონტრაქტი მაქვს „დისნეისთან” სამ ფილმზე”.
* 1999 წელს ბენ აფლეკი საპატრულო ეკიპაჟმა 135 დოლარით დააჯარიმა ვადაგასული მართვის მოწმობის გამო.
* ბენ აფლეკს ხუთი მოტოციკლი ჰყავს.
* 2001 წელს მსახიობმა აღიარა, რომ პრობლემები ჰქონდა ალკოჰოლთან დაკავშირებით და მცირე ხანი სპეციალიზებულ კლინიკაში გაატარა, სადაც ალკოჰოლიზმს მკურნალობდა. გავრცელებული ვერსიის თანახმად, კლინიკაში სამკურნალოდ ბენ აფლეკი ჩარლი შინმა მიიყვანა.
* 2002 წელს ჟურნალმა „ფიფლმა” ბენ აფლეკი თანამედროვეობის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელა.
* ბავშვობაში ბენ აფლეკის საყვარელი კომიქსების გმირი იყო „თავზეხელაღებული”. 2003 წელს ამავე სახელწოდების ფილმში მან თავისი ბავშვობის კერპი განასახიერა.
* ბენ აფლეკი კალათბურთის დიდი ქომაგია და მხოლოდ ერთ კლუბს – „ბოსტონ სელტიქსს” გულშემატკივრობს.
* აფლეკი ესპანურ და ფრანგულ ენებს ფლობს, ასევე, ლექსიკონის დახმარებით, ის არაბულად წერს და კითხულობს.
* 2004 წელს ბენ აფლეკმა კალიფორნიის ჩემპიონატში გაიმარჯვა პოკერში – მან 356 ათასი დოლარი მოიგო და ამერიკის საუკეთესო მოთამაშეები დაამარცხა პოკერში.
* ჯენიფერ ლოპესთან რომანის დროს, ბენ აფლეკს არ უყვარდა, როცა მათ წყვილს „ბენიფერს” უწოდებდნენ.
* 2007 წლიდან ბენ აფლეკი პერიოდულად ჩადის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და საზოგადოებისგან მეტი ყურადღების მიქცევას ითხოვს შავ ჭირთან ბრძოლის საკითხებში.
* ბენ აფლეკმა მეთ დეიმონთან ერთად დაწერა „ინტელექტუალი უილ ჰანტინგის” სცენარი, რომელიც შემდგომში 600 დოლარად გაყიდეს. მოგვიანებით ბენმა და მეთმა ამ სცენარის მიხედვით გას ვან სენტის მიერ გადაღებულ ფილმში მთავარი როლები შეასრულეს და „ოსკარები” მიიღეს საუკეთესო სცენარისთვის დაწესებულ ნომინაციაში.
* თავის საყვარელ მსახიობად ბენ აფლეკი ჰარისონ ფორდს ასახელებს. მისი თქმით, თუკი ოდესმე ჰარისონი რეჟისორობაში სცდის ბედს, ბენი ჰონორარის გარეშე დასთანხმდება მის ფილმში ნებისმიერი როლის შესრულებაზე.
* ბენ აფლეკის თქმით, „ცისფერი” რომ ყოფილიყო, აუცილებლად დაწვებოდა კევინ სპეისისთან და ლეონარდო დიკაპრიოსთან, ოღონდ, თუკი ლეონარდოს იგივე ვარცხნილობა ექნებოდა, რომელიც „ადამიანი რკინის ნიღაბში” ჰქონდა.
* „თუკი ოდესმე გავიღვიძებ იაფფასიან სასტუმროში მკვდარ მეძავთან ერთად ლოგინში, მეთ დეიმონი იქნება პირველი ვისაც დავურეკავ,” – აცხადებს ბენ აფლეკი.
* ბენ აფლეკი ცნობილი მექალთანეა. სხვადასხვა დროს ის გვინეტ პელტროუს, ლივ ტაილერს, შარლიზ ტერონს, სანდრა ბალოკსა და ჯენიფერ ლოპესს ხვდებოდა. ლოპესმა მას სიმღერაც კი მიუძღვნა.
* მომავალი მეუღლე – ჯენიფერ გარნერი, ბენ აფლეკმა 2001 წელს, „პერლ ჰარბორის” გადასაღებ მოედანზე გაიცნო. წყვილი 2005 წელს დაქორწინდა და სამი შვილი ჰყავთ: ვიოლეტი, სერაფინ-როუზი და სემუელი.
* პირველი შვილის დაბადების შემდეგ ბენ აფლეკმა სიგარეტის მოწევას დაანება თავი.
* ბენ აფლეკის სიმაღლე 192 სანტიმეტრია.
* ბენ აფლეკი აზარტული თამაშების დიდი მოყვარული და ლას-ვეგასის სამორინეების ხშირი სტუმარია.
* 25 წლის ასაკში ბენ აფლეკი გახდა ყველაზე ახალგაზრდა სცენარისტი ისტორიაში, რომელმაც „ოსკარი” მიიღო ნომინაციაში – „საუკეთესო ორიგინალური სცენარი.”
* „ლორეალის” შამპუნის რეკლამირებაში 2003 წელს ბენ აფლეკმა ჰონორარის სახით 1,5 მილიონი დოლარი მიიღო.
* 2004 წელს ბენ აფლეკი დემოკრატი ჯონ კერის საპრეზიდენტო კამპანიის მხარდამჭერი იყო. აფლეკი ჯორჯ ბუშის პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე ღია კრიტიკოსი იყო ჰოლივუდის მსახიობებს შორის.
* ბენ აფლეკი მსახიობ რობერტ ენგლუნდისა და მისი გმირის – ფრედი კრიუგერის დიდი თაყვანისმცემელია.
* თავის პირველ ფილმში ბენ აფლეკმა ჰონორარის სახით 30 ათასი დოლარი მიიღო.
* ბენ აფლეკს რამდენჯერმე აქვს მიღებული ყველაზე ცუდი მსახიობისთვის დაწესებული ჯილდო – „ოქროს ჟოლო”.