კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სევდიანი ვარაუდი

რჩევები – კონა ათ შაურად

ისე მოხდა, რომ „ნატოსა“ თუ ევროკავშირის სამიტებს იმედებით შეფრთიანებულები ველით (ადრე თუ გვიან, ჩვენი კოჭიც დაჯდება, თუ მთლად ალჩუზე ვერა, „ნატოს“ წევრობის კანდიდატობას მაინც გამოვკრავთ ხელ-ფეხს, ზედაც – ევროკავშირისას). შესაბამისად, არც ვილნიუსის სამიტია გამონაკლისი. მაგრამ, ფანტაზიებში ფრთების გაშლაც ვერ მოვასწარით, როდესაც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა გვირჩია, საოცრებებს ნუ ელითო (უგრძნია კაცს, რომ ციდანაც კი ციური მანანის ცვენას კი ველით).

თუმცა, ბ-ნმა დიმიტროვმა წყალი მთლად ბოლომდეც არ გადაგვიწურა და შეგვაგულიანა: „ეს არის კარგი შემთხვევა იმისთვის, რომ გაკეთდეს შეფასებები, თუ რას მიაღწია საქართველომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.“

რაც მთავარია, ვილნიუსში ხელი არაფერს მოეწერება (იმასაც კი, აუზში წყალსაც კი ჩაგისხამთ, თუ თავ კონტროლს ევროპულად გაუწევთ), თუმცა, გული აქაც გაგვიმაგრეს: ხელმოწერების მაგიდა არ არსებობსო.

იმის გათვალისწინებით, რომ რჩევა-მოწოდება არაერთი მიგვიღია (რაც იმედს გვისახავს, რომ რაოდენობა ოდესმე ხარისხშიც გადავა), პროცესი კი ადგილიდან არ იძვრის (საუკეთესო პროგნოზით, 20-25 წელიწადში თუ „გვემუქრება“ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა), სევდიანად უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს კვლავ ის შემთხვევაა, როცა კონა რჩევა – ათი შაურია.

скачать dle 11.3