ვარსკვლავური თერაპია
სტატისტიკის მიხედვით, ადამიანების უმრავლესობა ბედნიერად გრძნობს თავს, როცა საყიდლებზე დადის. ცნობილ ვარსკვლავებში ეს თვისება ორმაგად გამძაფრებულია. შესაბამისად, „შოპთერაპიაში“ მათი დანახარჯებიც ვარსკვლავურია...
ვიქტორია ბექჰემი – მისმა რეკორდმა საყიდლებში დანახარჯით ერთ დღეში 150 ათასი დოლარი შეადგინა. მას შეუძლია, მაღაზიებში ყოველდღე იაროს. ის განსაკუთრებით დიდ ფულს ხარჯავს „ბირკინ ჰერმესის“ ბრენდის ჩანთებში, რომელთა ფასიც 4 ათასი დოლარიდან იწყება. ვიქტორია აღიარებს, რომ, დიდი ხანია, „შოპოჰოლიკია“.
პერის ჰილტონს კვირაში 30 საათი მაღაზიებში „საწანწალოდ“ აქვს გამოყოფილი. რა ქნას, თუკი სხვანაირად ტანსაცმელი არ ჰყოფნის?! ის არასდროს იცვამს ერთსა და იმავე სამოსს ორჯერ. ბრილიანტებს კი, უბრალოდ, აღმერთებს. „შანელის“ თმის პატარა სამაგრში ვარსკვლავმა 15 000 დოლარი გადაიხადა.
ბრედ პიტი. ვინ თქვა, რომ მამაკაცებს მაღაზიებში სიარული არ უყვართ? ბრედ პიტი საპირისპიროს ამტკიცებს. მისი ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენია ხელოვნური კუნძული „ეთიოპია“, რომელშიც ვარსკვლავმა 50 მილიონი დოლარი გადაიხადა. ის ყველაზე დიდი ხალისით ინტერიერის დიზაინერულ მაღაზიებში დადის და ნივთებშიც საკმაოდ სოლიდურ თანხებს იხდის.
ჯენიფერ ლოპესი ისე ყიდულობს 372-ე წყვილ ფეხსაცმელს, რომ სინდისი აბსოლუტურად მშვიდად აქვს. თანაც, ეს ფეხსაცმელი აუცილებლად „ქრისტიან ლაბატინის“ უნდა იყოს, ანუ, მინიმუმ, 10 000 დოლარი ღირს. მერე რა, – ამბობს ვარსკვლავი, – სამაგიეროდ, მათში ძალიან ქალური ვარ და მამაკაცებს მოვწონვარ.
ლონსო ლიოჰანს 20 წუთში 20 000 დოლარიც დაუხარჯავს. სახლი ნაყიდი ნივთებით აქვს გადაძეძგილი. ზოგიერთის გახსნა საერთოდ ავიწყდება. შოპინგი მისთვის ანტიდეპრესანტია, რომელიც წელიწადში მინიმუმ 1 მილიონი დოლარი უჯდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ლიოჰანი მეხუთედ აღმოჩნდა ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმულ ვარსკვლავთა სიაში.