არავისთვის საჭირო
ამქვეყნად არსებობს ისეთი ნივთები, რომლებიც რეალურად არავის სჭირდება, მაგრამ ბაზარზე გამოჩენისთანავე იყიდება... საჩუქრებად, რა თქმა უნდა. მერე რა, რომ ისინი არაფერში გამოგადგებათ.
მაგალითად:
* კოცნის სიმულატორი – პრინციპში, მშვენიერი გამოგონებაა. თუ შენი შეყვარებული სადმე გაემგზავრება სიმულატორი განშორებას შეგიმსუბუქებს. მაგრამ საეჭვოა, ვინმეს მოეწონოს პლასტმას-სილიკონის ტუჩების კოცნა, რომელიც რაღაცნაირ ხმებსაც გამოსცემს.
* ჯიბის „თარჯიმანი“ კატების ენიდან – ანუ, თუ კატა გყავთ, ეს „თარჯიმანი“ აუცილებლად დაგჭირდებათ. გაიგებთ, რა სურს რეალურად თქვენს კატას. ვარდისფერი ხელსაწყო 200 ფრაზას მაინც ამბობს და კრუტუნებს. მაგალითად, ასე: ითამაშე ჩემთან, „მომეფერე“. ფიქრობთ, იაპონელები სულელები არიან?!
* კეპი-კინოთეატრი – ეს უკვე იყიდება ამერიკის მაღაზიებში. მაგრამ საინტერესოა, ვის მოეწონება ფილმის ყურება კეპში. თუმცა, მის შემქმნელებს მიაჩნიათ, რომ ასეთი ბევრი მოიძებნება.
* ოქროს ნაყინი – ამაზე მეტი ფუფუნება აღარაფერია. მოოქრული ნაყინი შეგიძლიათ, ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანში შეუკვეთოთ. ტკბილეული დამზადებულია ტაიტური ვანილის, შავი ხიზილალის, ნუშისა და ოქროსგან, რომელიც იჭმევა. გურმანებს ეს ნუგბარი სულ რაღაც 1 000 დოლარი დაუჯდებათ.