კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას სწერს ჩინელი ბიჭი ქართველების შესახებ დედას

დედა, როგორ ხარ, ძალიან მომენატრე... ხუნხუა, სინგი, ტუნგი, ლიო, სეენდი, დაოლი კიმი და ოჯახის სხვა წევრებიც მენატრებიან. რომ ჩამოვალ, ისეთ „ნასკებსა“ და საცვლებს ჩამოვუტან, ათჯერ შეუძლიათ ჩაიცვან და არ დაიხევა.

ახლა ღამის 11 საათია. ჩემს მეზობლად მოხუცი კაცი გარდაიცვალა, ქელეხია და მთვრალი ჭირისუფლები მღერიან. მაინც არ მაძინებენ და, გადავწყვიტე, წერილი მოგწერო.

მე არა მიშავს, კარგად ვარ. ერთ-ერთ უბანში თხუთმეტი კვადრატული მეტრი ოთახი ვიქირავეთ და ახლა ერთად ვცხოვრობთ მე, ლუსი, ლიანგი, ტენგი, ჩანგი, დინი, ხაი, შანგი, ვონგი და სანგი.

წამოსვლამდე რაც ქართველების სტუმართმოყვარეობაზე გამეგო, ყველაფერი პირიქით ყოფილა: ქუჩაში სულ ბრუს ლის მეძახიან. ბავშვები მეკითხებიან, შენ მოერევი თუ რემბოო. ჩვენს დადგმულ დახლს, რომლის აწყობას მთელ დილას ვანდომებთ, მოვლენ და ხუთ წუთში გვაშლევინებინებენ; ერთმანეთზე გაბრაზებულები მე მირტყამენ. შენი და მამას დამზადებული იტალიური ფეხსაცმელები კარგად იყიდება. უფრო კარგად რომ გაიყიდოს, ვამბობ: „მოპარულია“, რაღაც ჯადოსნური სიტყვაა, ალბათ.

ჩვენი სახლის დიასახლისიც დაბალი და ღარიბია, ჩვენი კარგად ესმის. თვითონ ქვეყანა ძალიან პატარაა და ცოტა ხალხი ცხოვრობს –დაახლოებით იმდენი, რამდენიც ჩვენს სოფელში. უცნაური ხალხია. მაგალითად, ერთი კვირის წინ ვნახე, როგორ მოკლა ცემით ერთმა ბიჭმა მეორე დედის შეგინებისთვის და შემდეგ როგორ ყვებოდა ამ ამბავს და თან თავის საკუთარ დედას აგინებდა. ვნახე, როგორ სვამდა ერთი კაცი ორლიტრიანი სასმისით და თითებში სიგარეტით ჯანმრთელობის სადღეგრძელოს; ვნახე ბანანების გამყიდველი, რომელსაც ბანანი არასდროს უჭამია, იმიტომ, რომ ძვირი ღირს; ვნახე ყურძნის არაყი, რომელიც ბაზრობაზე ერთი ჭიქა 10 ცენტი ღირს და ზუსტად იგივე არაყი კაფეში – ათი დოლარი; აქ ძალიან ღარიბები და გაჭირვებულებიც კი მსუქნები არიან. ჩვენს ჩუსტებს, კეტებსა და წებოს აქ სხვანაირად აფასებენ – ძვირი ღირს.

არ მესმის, რატომ იტანჯავენ თავს შიმშილით, როცა ამდენი უპატრონო ძაღლი დარბის ქუჩაში. ჩემს უბანში თხუთმეტი უპატრონო ძაღლი ცხოვრობდა, მაგრამ, ამ ბოლო დროს ვაჭრობა ცუდად მიმდის და ექვსიღა დარჩა. იმ დღეს ბაყაყით სადილის მომზადება მინდოდა, მაგრამ, აქაურებმა არ დამაკვლევინეს – წვიმა მოვაო.

ქართული უკვე კარგად ვისწავლე. ლაპარაკი ცოტა მიჭირს, მაგრამ, ყველაფერი კარგად მესმის, რასაც მეუბნებიან. ძირითადად, მაგინებენ ხოლმე, მაგრამ, აღარ მწყინს, რადგან, აქ ყველა ერთმანეთს აგინებს. ტყუილი უყვართ ძალიან. ყველა ცდილობს, მოგატყუოს. თავიდან ესეც მწყინდა, მაგრამ, აქ ყველა ერთმანეთს ატყუებს და აღარ მწყინს. ნაცნობი ბევრი არ მყავს, მაგრამ ისე ჰგვანან ერთმანეთს, ვერ ვარჩევ ხოლმე, რომელი რომელია – ყველას მრგვალი თვალები აქვს.

სადაც ვცხოვრობთ, იმ ქალაქს თბილისი ჰქვია და აღმოსავლეთის, ანუ აეროპორტის მხრიდან ძალიან ლამაზია. შუაში მდინარე ჩამოუდის, რომელშიც ნაგავს ყრიან და თავს იხრჩობენ.

დიასახლისმა ჩვენი ოთახიდან მაცივარი გაიტანა. ამიტომ, შეგიძლია, ხუნხუაც გამოუშვა, ისიც დაეტევა. აქ რომ ჩამოვა, სანამ მიპოვის, ფრთხილად იყოს. ამათ, როცა მთვრალები არიან, ჩხუბი იციან, თუმცა, ფხიზლები არაფერს დაგიშავებენ, მარტო შეგაგინებენ და მორჩა. ვაგზლის ბაზრობა იკითხოს და ადვილად მომაგნებს. სულ  ეს არის, დედა, მერე კიდევ მოგწერ, როცა დრო მექნება.

გკოცნით ყველას.

скачать dle 11.3