კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კახელი პატრული და უცნაური მძღოლი

– ექვსასსამოცდაშვიდი... ექვსასსამოცდაშვიდი, გადააყენე! ტრნნნ ტრნნნ.

– „ემელი“, „ემელი“, ოეეე, გადააყენე-მეთქი, არ გესმის?!

– ეს ხმები გურჯაანისკენ მიმავალ გზაზე შემომესმა. სარკეში გავხედე და პატრულის მანქანა მომდევდა ჩართული „მიგალკით“. მორჩილად გადავაყენე მანქანა გზიდან და წესის თანახმად, მანქანიდან არ გადავსულვარ.

ფანჯარას არ ჩავუწიე და გაყინული მზერით დაველოდე.

– ინსპექტორი მღებრიშვილი, – ოდნავ გასაგონად გაისმა ხმა.

მე არ მიმიხედია.

– ინსპექტორი მღებრიშვილი! – ისე დასჭექა, ღიპი და ღაბაბი აუთრთოლდა.

ისევ არ მივხედე.

გადავიდა პრიმიტიულ ხერხზე – ფანჯარაზე დამიკაკუნა.

არც ახლა მივხედე.

წინიდან მოუარა და წამოჭარხლებული სახით ფანჯრის ჩაწევა მიბრძანა.

ფანჯარას ჩავუწიე და გავუღიმე.

– რა დავაშავე, უფროსო?

– ფანჯარას რათ არ უწევდი? – დამიბღვირა.

– როდის, კაცო? – გავიკვირვე მე.

– როდის და ახლა.

– როდის ახლა?

– ოოჰ... საბუთები! – მოჰბეზრდა ჩემთან დავა.

– რა საბუთები?

– მანქანის საბუთები და პრავა, – დამიკონკრეტა.

– მანქანის პასპორტი მივაწოდე.

– პრავა არ გაქ? – შემათვალიერა ეჭვის თვალით.

– პრავა რა არის? – გავისულელე თავი.

– ეე ახლა შენ რას ატრაკებ?! – გაბრაზდა პოლიციელი.

– მოვითხოვ ჩემკენ მომართული ფრაზეოლოგიის დახვეწას, – წარბი შევიკარი მე.

– ვინა ხარ, კაცო, შენა? – შეშფოთდა ინსპექტორი.

– თუ ფაქი, – ვუპასუხე მე სერიოზული გამომეტყველებით.

– გვარი? – დაიბნა პატრული.

– შაქური, – არ დავიბენი მე.

– მართვის მოწმობა მაჩვენეთ, თუ შეიძლება, – გადაერთო ქართულზე.

– მივაწოდე.

– აქ რო აკაკი წერია? – გამომიჭირა.

– ეგ ჩემი არ არის, – ვუთხარი დაბალი ხმით.

– მა ვისია? – აუწია ხმას.

– ჩემი, – ვუპასუხე მე.

– შენა ახლა, იცი, რას გიზამ, თუფაქ, ჩაგისვამ მანქანაში და სანამ ტირილ არ დაიწყებ, იქამდე მეყოლები იქა, გაიგეე? – გაცოფდა ინსპექტორი.

– ჯასთ სვი ენაზა მაზაფაქინ ვორდ ენდ ზის შით ის ოვა, – ვუთხარი მე.

– რაა? – დააღო პირი.

– ვოთს ე ფრობლემ ინსფექთა? – ვკითხე მე.

– ჩამო დაბლა, ერთი, აბა...

– აი ქანთ ჰია...

– დაბლა ჩამო-მეთქი, დაბლა ერთი...

– ჰუ არ იუ ბიტჩ, ფაქ ოფ.

– ახლა აღარ იცი ქართული არაა? ჩამო მანქანიდან, რო გელაპარაკები.

– რა გნებავთ? – დავინტერესდი მე.

– აღარაფერი, – მითხრა ინსპექტორმა მღებრიშვილმა და ჯარიმის ბლანკი ამოიღო.

– რა დავაშავე, იქნებ მითხრათ? – მოვისაწყლე თავი.

– წითელზე გაიარე, – მითხრა მან და სოფლის ამტვერებულ გზას გახედა.

скачать dle 11.3