ანეკდოტები
– ექიმმა წამლები გამომიწერა‚ მაგრამ, აფთიაქში რომ შევედი‚ მივხვდი‚ რომ ოჯახს ჩემი სიკვდილი უფრო იაფი დაუჯდება....
– მაშინ‚ სარიტუალო მომსახურების ბიუროში წადი და იქაური ფასები გაიგე.
***
მიდის წითელქუდა ტყეში. შემოხვდა რუხი მგელი:
– წითელქუდა‚ მოდი, იმ ადგილას გაკოცებ‚ სადაც ჯერ არავის უკოცნია....
– კალათაზე?.. – ჩაფიქრდა წითელქუდა.
***
– რა არის‚ კარტში ყოველთვის იგებ‚ „ლოტოში“ – არასდროს...
– ეჰ‚ მე ჩამომაყრევინონ და ნახავ‚ თუ არ მოვიგებ...
***
– მამა‚ როცა გავიზრდები‚ რაც მომინდება‚ ყველაფერს გავაკეთებ, არა?!
– არა‚ შვილო‚ უკვე ცოლიანი იქნები.
***
ბევრი ფიქრობს‚ რომ თუ ცოლი ცუდ ხასიათზეა‚ მას პრობლემები აქვს... სინამდვილეში კი‚ თუ თქვენი ცოლი ცუდ ხასიათზეა‚ პრობლემები თქვენ გაქვთ.
***
სამი კაცი ერთმანეთს ეჯიბრება‚ ვის უფრო შტერი ცოლი ჰყავს.
– ჩემი ცოლი ყველაზე შტერია‚ პრინტერი იყიდა....
დუმილი.
– არადა‚ კომპიუტერი არ გვაქვს...
სამივე ხარხარებს.
– არა‚ ჩემი ცოლი უფრო შტერია – სეიფი იყიდა ბრილიანტებისთვის... არადა‚ ერთი ბრილიანტიც არ აქვს...
ისევ სიცილი.
– ჩემმა ცოლმა კი‚ ზღვაზე რომ მიდიოდა‚ მთელი პარკი პრეზერვატივები წაიღო... არადა‚ რად უნდა‚ მაგას ხომ ის არ აქვს...
***
– უცხოეთში ექვსი თვე ვიყავი. იქიდან ცოლს ფულს ვუგზავნიდი და ხმას არ იღებდა. ახლა ჩამოვედი‚ ორ სამსახურში დავრბივარ‚ რომ ოჯახში ფული შემოვიტანო, ის კიდევ უკმაყოფილოა – სექსი არ ჰყოფნის ქალბატონს...
***
ახალგაზრდა ქალი სამსახურიდან მოვიდა‚ თავის ოთახში ტანსაცმელი გაიხადა და სარკეში იყურება: შეათვალიერა მკერდი‚ თეძოები – ჯერ მარცხენა‚ მერე მარჯვენა; უკან შებრუნდა – ცდილობს, უკანალიც კარგად დაათვალიეროს და, უცებ, შენიშნა‚ რომ ფანჯარასთან ფიცრებია ჩამოკიდებული‚ ზედ მღებავი დგას ფუნჯით და მუშაობს... შეცბუნებული ქალი გაშეშდა და უყურებს.
– რას მომაშტერდი‚ რა მღებავი არ გინახავს?! შენს საქმეს მიხედე‚ ხომ ხედავ‚ ვმუშაობ...
***
მეგრელი ტაქსიდან გადმოვიდა, ჯიბეებში იქექება‚ რაღაცას ეძებს....
– ჯანდაბა‚ კაცო‚ ეს როგორ დამემართა‚ საფულე‚ ალბათ‚ ტაქსიში დამივარდა...
გაიგონა ტაქსის მძღოლმა‚ მიაჭირა გაზს ფეხი და მანქანა ადგილიდან მოწყვიტა...
გახედა მეგრელმა მანქანის უკან ავარდნილ მტვერს და ირონიულად ჩაეცინა:
– უყურე შენ‚ მართალი უთქვამს როლანდის‚ გაჭრა‚ ხომ იცი!..
***
– ო‚ ღმერთო‚ როგორი კარდიოგრამა გაქვთ! რამდენი წლის ხართ?
– 58 წლის გავხდები...
– ვერა‚ ვერ გახდებით...
***
ესემესი ქმარს ცოლისგან: „წავედი‚ სადაც გამგზავნე; ისე ვიქცევი‚ როგორც მიწოდე... რატომ აქამდე არ გისმენდი?“
***
თვითმფრინავი აფრინდა. სტიუარდესამ გამოაცხადა ყველაფერი‚ რაც საჭირო იყო‚ მგზავრები გააფრთხილა‚ რა უნდა გაეკეთებინათ და სალონში გამოვიდა‚ რადიო კი ჩართული დარჩა... და, ესმის პილოტების ხმა:
– ახლა ჩაი დავლიოთ‚ შემდეგ კი სტიუარდესა წამოვაწვინოთ...
სტიუარდესა სირბილით გაემართა პილოტების ოთახისკენ და გზაში ხანში შესულ ქალს შეეჩეხა:
– ნუ ჩქარობ‚ გოგონი‚ ადრეა – ხომ თქვეს‚ ჯერ ჩაი უნდა დავლიოთო...
***
ერთ-ერთი მუდმივი კლიენტი რესტორანში გულუხვად აჯილდოებდა ხოლმე მიმტანს‚ რომელიც მას ემსახურებოდა. ერთხელაც, იქ მისულს სხვა ოფიციანტი მოემსახურა.
– სად არის ის ახალგაზრდა‚ მე რომ მემსახურებოდა?
– მან კარტში თქვენ წაგაგოთ.
***
ქეიფის შემდეგ წყვილი ოთახში შეიკეტა...
– ოხ‚ ზურა‚ ზურა... რა დაატრიალე! ასეთი არასდროს ყოფილხარ... ალბათ‚ ქეიფის დამსახურებაა... იმიტომ ხომ არა‚ რომ ღვინომ კარგად იმოქმედა შენზე?
– არა‚ იმიტომ‚ რომ ზურა არ ვარ...
***
მასწავლებელმა ბავშვებს დაავალა‚ დაეწერათ თემა ოჯახის წარმოშობის შესახებ. სანდრო ეკითხება მამას:
– მამა‚ ამქვეყანას როგორ მოევლინე?
– კომბოსტოში მიპოვეს...
– დედა‚ შენ?
– მეც კომბოსტოში აღმომაჩინეს...
– მე?
– შენც კომბოსტოში გნახეთ‚ ორივემ ერთად‚ ისეთი საყვარელი იყავი...
მიუჯდა სანდრო მაგიდას‚ თავი მოიფხანა და დაიწყო წერა: „ჩემი წინაპრები უკვე სამი თაობაა, ვეგეტატიური გზით მრავლდებიან და წარმოდგენა არ აქვთ სექსზე“.
***
უფროსი გაბრაზებული უყვირის თანამშრომელს:
– ამის ატანა შეუძლებელია! ჩვენ ორს შორის ერთ-ერთი იდიოტია! ან – მე‚ ან – შენ!!!
– როგორ‚ თქვენ‚ ასეთი გამოცდილებით‚ იდიოტს მიიღებდით სამსახურში?!