მხოლოდ ფაქტები
* 1944 წელს შეიქმნა ბელგიის, ნიდერლანდებისა და ლუქსემბურგის კავშირი – ბენილუქსი.
* გამონათქვამი „ინ ვინო ვერიტას“ – „ღვინოშია ჭეშმარიტება“, ჩვენამდე ჰომეროსის ნაწარმოებით მოვიდა.
* ძველი ბერძნები უბრალო მიწისმზომელს „გეომეტრს“ ეძახდნენ.
* ითვლება, რომ აპლოდისმენტების ძალისა და ხანგრძლივობის მიხედვით, ჰოკეის მატჩებში რეკორდი დამყარდა ჩიკაგოში გამართულ „ყველა ვარსკვლავის მატჩზე“. საინტერესოა, რომ აპლოდისმენტები ეკუთვნოდათ არა ჰოკეისტებს, არამედ, ცნობილ მომღერალ უეინ მესმერს, რომელმაც ამერიკის ჰიმნი შეასრულა.
* 1975 წელს, ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ, ესპანეთში გამოუშვეს „დემოკრატიული“ მონეტა მეფე ხუან კარლოსის გამოსახულებით. ტოტალიტარული მიმართულებიდან დემოკრატიულ მიმართულებაზე გადასვლას კი ხაზს უსვამდა ერთი დეტალი – ხუან კარლოსი იყურებოდა მარცხნივ, მაშინ, როცა პროფილური გამოსახულებები მონეტებზე საწინააღმდეგო მიმართულებით იყურებიან.
* ჟირაფის გულს დამატებითი საგდულები აქვს, რომლებიც ყოველთვის კეტავენ მისი ტვინისკენ მიმავალ სისხლძარღვებს, როდესაც ჟირაფი ბალახის ძოვისას ან წყლის დასალევად თავს დაბლა ხრის, რათა, უცბად გაზრდილმა სისხლის წნევამ ტვინში სისხლჩაქცევები არ გამოიწვიოს.
* კათოლიკურმა ეკლესიამ რადიოს მუშაკთა მფარველად წმიდა გაბრიელი დაადგინა – მან ხალხს სახარება მოუტანა.
* ძველი ბერძნები ტვინის ფუნქციად მხოლოდ ჰაერისა და სისხლის გაგრილებას მიიჩნევდნენ. ეგვიპტელები კი ტვინს საერთოდ არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ.
* ბელორუსიამ თავისი სახელი ნაციონალური სამოსის თეთრი ფერის გამო მიიღო.
* შერიფი – ასეთ ჩინს ატარებს ქალაქ მექის მთავარი მოსამართლე.
* სუვოროვს ფრანგული სიმაგრის – მანტუის აღებისთვის მიენიჭა იტალიის თავადის ტიტული.
* გასული საუკუნის 80-იან წლებში პლანეტა ვენერისა და კომეტა გალეის შესასწავლად ორი კოსმოსური აპარატი გაუშვეს – „ვეგა 1“ და „ვეგა 2“.
* „ეპოქა“ ასტრონომიული ტერმინია, რომლითაც განისაზღვრება დროის აღრიცხვის დაწყების გარკვეული მომენტი.