ბრძნული აზრები
ნიდემი: ძალაუფლება არის ნარკოტიკი, რომლის გარეშე პოლიტიკოსებს სიცოცხლე არ შეუძლიათ და რომელსაც ისინი ამომრჩევლებისგან ყიდულობენ თვით ამომრჩევლების ფულებით.
ჩერჩილი: პესიმისტი ყველა შესაძლო შემთხვევაში ხედავს სიძნელეებს, ხოლო ოპტიმისტი ყველა სიძნელეში ხედავს შესაძლებლობებს.
ლაროშფუკო: გინდა მიიღო მაქსიმუმი – მოითხოვე შეუძლებელი.
ფრიდრიხ დიდი: ჩვენმა ჯარისკაცებმა რომ იცოდნენ, რისთვის ვიბრძვით, ვერც ერთ ომს ვერ წარვმართავდით.
ვოლტერი: რა არის დანაშაული საზღვრავენ მხოლოდ გამარჯვებულები.
სენდბერგი: დადგება დრო, როდესაც გამოაცხადებენ ომს, მაგრამ იქ არავინ წავა.
ლერნერი: ზარმაც ადამიანს ხან ფული არ ჰყოფნის, ხან კი დრო.
ლაო ძი: მიეცი ადამიანს თევზი და შენ მას დააპურებ მხოლოდ ერთხელ. ასწავლე მას თევზის დაჭერა და ის მთელი ცხოვრება დაპურებული იქნება.
ბუასტი: არაფერი ისე არ აახლოებს ადამიანს ადამიანთან, როგორც უძლურება.
სვიფტი: ყველას უნდა რამე შეიცვალოს და არავის არ უნდა რამე მოხდეს.
რაბლე: რაც უფრო ბევრი ცვლილებები ხდება, მით უფრო ყველაფერი ძველებურად რჩება.
ეჟი ლეცი: ყველა პროფესიას განსაკუთრებული ჟარგონები აქვს. პოლიტიკოსებმა საკუთარი ხალხში ჩანერგეს.
სენეკა: ძალიან დიდი სხვაობაა მეგობრულ ჩარევასა და მეგობრის მიერ გამოწვდილ დახმარების ხელს შორის.
ჰიპოკრატე: მეშურნე თავის თავს ავნებს, როგორც მტერს.
ოთარ ჭილაძე: ჩვენი უბედურება ისაა, რომ ევროპელებისთვის აზიელები ვართ, აზიელებისთვის – ევროპელები. სინამდვილეში რა ვართ, ეშმაკმა იცის.
სოკრატე: ფრთხილად იყავი, რომ ადამიანებმა, რომლებიც შეამჩნევენ შენს უპატივცემულობას მშობლებისადმი, არ შეგიძულონ და არ დარჩე სულ უმეგობროდ იმიტომ, რომ ისინი, როგორც კი შეამჩნევენ შენს უმადურობას მშობლებისადმი, არ შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ გაგიკეთებენ კეთილ საქმეს და მადლობას მიიღებენ შენგან.
საადი: ცოდნა ბოლოვდება მხოლოდ საქმით. ცოდნა – ხეა, საქმე კი – ნაყოფი. ცოდნის მფლობელი მიმართავს საქმეს, რომ ისარგებლოს იმით, მაგრამ თუ არ იყენებს საქმეში იმას, რაც იცის, მაშინ მას არ ჰქვია მცოდნე.
ბალზაკი: როდესაც წიგნს ვკითხულობთ, ყოველ არასწორ დეტალზე სიმართლის გრძნობა გვეუბნება: „ეს სიცრუეა!“ თუ ეს გრძნობა ძალიან ხშირია და ყველა განიცდის, მაშასადამე წიგნს არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს რაიმე ღირებულება! მსოფლიოს მარადიულ შედევრთა წარმატების საიდუმლოება სიმართლეშია.
ლაბრიუიერი: შეცდომა შეცდომაა, სულერთია, ვინ უშვებს, მოსდის ის უდიდეს ადამიანს თუ უმცირესს... დიდი ხანია, რაც ნიუტონმა შეცდომით იხილა და შეცდომითვე დაასკვნა...
ზოლა: ქალები ფიქრობენ, რომ ყველა მამაკაცი ერთნაირია და ამაშია მათი ძალა. მამაკაცები ფიქრობენ, რომ ყველა ქალი ერთნაირია და სწორედ ეს ღუპავთ.
ამინადო: ისე მოექეცით საკუთარ თავს, თითქოს ის თქვენი კი არა, სხვისი ცოლია.