კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აზიანებენ მშობლები გაუცნობიერებლად შვილის აურას და როგორ უნდა ავავსოთ ორგანიზმი საჭირო ემოციებით

ირგვლივ არსებული ნივთი თუ მიმდინარე უამრავი მოვლენა, მაგალითად, არასწორად შერჩეული ნივთი, გამჭოლი მზერა, ბედში ხელოვნური ჩარევა და ასე შემდეგ, იწვევს ჩვენი აურის დაზიანებას, შემდეგ კი გამჭოლ ნახვრეტებს აჩენს მასში, რაც, რასაკვირველია, ძალიან საშიშია ნებისმიერი ჩვენგანისთვის. ზოგჯერ ადამიანს უეცარი ტკივილი ეწყება სხეულის კონკრეტულ ადგილას და ვერ ხვდება, რისი ბრალია. შესაძლოა, ექიმმაც ვერ დაადგინოს, რა მიზეზით არის ამა თუ იმ ორგანოს ტკივილი გამოწვეული. რეალურად კი ეს, შესაძლოა, დაზიანებული აურის ბრალი იყოს. ნორმალური აურა, ანუ, როცა ის 60 სანტიმეტრს აღემატება, ადვილად იცავს ადამიანს გარემოს საშიში ზემოქმედებისგან, აურის გასაფართოებლად კი აუცილებელია ვარჯიშების სპეციალური კურსის ჩატარება, რათა პრობლემებს ადვილად აარიდოთ თავი. ეს კურსი, შეგვიძლია, სახლის პირობებშიც ჩავიტაროთ. კერძოდ: თავისუფალი დროის უმეტესი ნაწილი სუფთა ჰაერზე, ბუნებაში უნდა დავყოთ. ბუნებაში არსებული მინერალები და მცენარეები უარყოფით ენერგიას ისრუტავენ და უდიდესი დადებითი მუხტით „გვტუმბავენ”. ამის შემოწმება ბიოლოკაციური ჩარჩოს მეშვეობითაა შესაძლებელი. ამიტომ, მზიან და სასიამოვნო ამინდში ბევრი ისეირნეთ, იარეთ ბალახზე ფეხშიშველმა, გაშალეთ მიწაზე პლედი, წამოწექით და უყურეთ ზეცაში ღრუბლებს, უსმინეთ ბუნებაში არსებულ უცნაურ ხმებს,  მაქსიმალურად შეისრუტეთ დადებითი და მშვიდი ემოციები და განიტვირთეთ. ეს ემოცია, მერწმუნეთ, დიდხანს გაგყვებათ და დაგიცავთ უარყოფითი ზეგავლენისგან. საერთოდ, აურის მოცულობა ინდივიდუალურია. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ადამიანი უარყოფით ენერგიას იღებს, მაგრამ, ძლიერი აურა აქვს და ველი იოლად არ უმცირდება.

ასევე, ადამიანს დაბადებიდან დაჰყვება განსაზღვრული პოტენციალი, შემდეგ კი ხდება მისი გაძლიერება. საერთოდ, რაც უფრო განიერია ბიოველი, მეტ წინააღმდეგობას უწევს უარყოფით ენერგიას და ისიც ძნელად აღწევს სხეულში. დღეს უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ ნებისმიერ ადამიანს საკუთარი ენერგია აქვს, კერძოდ, – უარყოფითი ან დადებითი. სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას მათი ენერგიები ერთმანეთს კვეთს და, შესაძლოა, სწორედ ამ გადაკვეთისას, სხვისი უარყოფითი ენერგია მიიღოთ და აურაც დაიბინძუროთ. იმ ოჯახებში, სადაც მშობლები ხშირად ჩხუბობენ, ილანძღებიან და კამათობენ, შვილსაც უზიანდება აურა. ზოგჯერ ადამიანი სხვასთან ურთიერთობის შემდეგ, იფიტება, გრძნობს სისუსტეს და ეწყება თავის ტკივილი. ეს სიმპტომები იმის მანიშნებელია, რომ თქვენს აურაში ენერგოვამპირი შემოიჭრა და დააზიანა. ამ დროს უნდა ეცადოთ, მაქსიმალურად შეინარჩუნოთ ჯანსაღი აზრი – ეს უარყოფითი ენერგიის დაბლოკვის ერთ-ერთი მეთოდი და მექანიზმია. სხვათა შორის, გაგიკვირდებათ, მაგრამ, შესაძლოა, შვილის აურის დაბინძურების მიზეზი მშობელი დედაც კი აღმოჩნდეს. მაგალითად, თუ დედას ვინმე ბოროტმა ჯადო გაუკეთა, ის შვილზეც გადადის და, შესაბამისად, მისი აურის დაზიანებასაც გამოიწვევს მომავალში. საერთოდ, როცა ოჯახის რომელიმე წევრზე რაიმე ცუდი კეთდება, ის სხვა წევრზეც შეიძლება გადავიდეს და დაიწყოს მოქმედება. დაბინძურებულმა აურამ, შესაძლოა, ასევე, ადამიანს ის ორგანო დაუავადოს, რომელიც შედარებით სუსტი აქვს. ძლიერად დაზიანებული ორგანოს გამოჯანმრთელება კი, შეიძლება, აურის გაწმენდის შემდეგაც ვეღარ მოხერხდეს, შესაბამისი სპეციალისტის მიერაც კი. ამ შემთხვევაში იმასაც აქვს მნიშვნელობა, რა ფორმით და სახით არის აურა დაზიანებული. მისი  გასუფთავებითა და გაძლიერებით ხდება უარყოფითი ენერგიის გაუვნებელყოფა, რადგან, ძლიერი დამცავი შრე, ანუ აურა შიგნით არ უშვებს ცუდ ენერგიებს და ასუსტებს მის ზეგავლენას ორგანიზმზე.

არსებობს პერიოდი, როცა თავად შეგიძლიათ აურის გაძლიერება, კერძოდ, როცა მთვარე კლებას იწყებს. ამ დროს აქტიურად უნდა დაძაბოთ გონება და იფიქროთ ბედნიერ მომავალსა და იმაზე, რომ ცხოვრებაში ვერავინ და ვერაფერი მოგერევათ; ხართ ყველაზე წარმატებული ადამიანი და ვერავინ შეძლებს თქვენთვის ცუდის გაკეთებას; ასევე, იფიქრეთ იმაზე, რომ ძლიერი პიროვნება ხართ, გაქვთ სუფთა აურა და სპეტაკი ზრახვები სხვების მიმართ.

скачать dle 11.3