კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი წელი დასჭირდა სტალინს ოპონენტების დასამარცხებლად

დღემდე ვერ აუხსნიათ, თუ როგორ მოახერხა ქართველმა იოსებ ჯუღაშვილმა, გამხდარიყო უზარმაზარი იმპერიის ერთპიროვნული მმართველი. ამ საკითხზე ვისაუბრებთ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ვახტანგ გურულის მასალებზე დაყრდნობით. 

 

ლენინის გარდაცვალების შემდეგ (1924 წელი) სტალინი არ განიხილებოდა საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ ლიდერად. ლიდერობისთვის მებრძოლთა რეიტინგი ასეთი იყო: ლევ ტროცკი, ლევ კამენევი, გრიგორი ზინოვიევი, იოსებ სტალინი და ნიკოლაი ბუხარინი. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ სტალინს ძალიან მცირე შანსი ჰქონდა. ამგვარ რთულ ვითარებაში სტალინმა პირდაპირ ტროცკის შეუტია, რაც იმას ნიშნავდა, რომ მან მეოთხიდან მესამე ადგილზე გადანაცვლებისთვის კი არ დაიწყო ბრძოლა და მოქმედება, არამედ პირდაპირ პირველობისთვის დაიწყო ზრუნვა.  თუმცა, უნდა ითქვას, რომ ის უტევდა არა მარტო და ღიად, არამედ, კამენევთან და ზინოვიევთან ერთად. სტალინმა ორივე დაარწმუნა, რომ ტროცკი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ ყველა პოლიტიკურ ლიდერს თავიდან მოიშორებდა. კამენევი და ზინოვიევი ენდნენ ჯუღაშვილს და ერთობლივი ძალებით დაამხეს კიდეც ტროცკი. 

ამ გამარჯვების შემდეგ სტალინი დაუახლოვდა ბუხარინს და ახლა ის დაარწმუნა, რომ ზინოვიევი და კამენევი სტალინისა და ბუხარინის გზიდან ჩამოშორებას ლამობდნენ. ბუხარინმაც დაუჯერა ჯუღაშვილს და შედეგად ორივემ ერთად დაამხეს კამენევი და ზინოვიევი. 

ამის შემდეგ, მარტოდ დარჩენილმა ბუხარინმა იგრძნო, რომ მისი აღსასრული მოახლოვდა. მართალიც იყო – სტალინმა ბუხარინი სრულიად უმტკივნეულოდ ჩამოიშორა გზიდან. იმისთვის, რომ იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გამხდარიყო, სტალინს 20 წელი დასჭირდა.

პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა ჩამოშორების შემდეგ სტალინი მშვიდად ცხოვრებას დაემშვიდობა, ვინაიდან, საბჭოთა კავშირში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ის ადამიანები, რომელთაც რევოლუციას შესწირეს ყველაფერი; გამოიარეს ციხეები, გადასახლება და კატორღა. ისინი პრინციპულად წინააღმდეგნი იყვნენ ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმის დამყარებისა და ადვილად არ შეეგუებოდნენ იმას, რომ მათზე ვიღაცას ებატონა. ამ საშიშროებას სტალინი კარგად გრძნობდა. მისი მდგომარეობა ძალზე მძიმე იყო, გაცილებით მძიმე, ვიდრე ტროცკის, ზინოვიევისა და სხვათა გზიდან ჩამოშორება. ამჯერად რამდენიმე კაცის დაპატიმრება და რეპრესიები საქმეს ვერ უშველიდა. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, სტალინმა ჩამოაყალიბა რეპრესიების მანამდე არნახული გეგმა. 

1934 წელს იოსებ ჯუღაშვილმა, პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, შექმნა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი (სამინისტრო), რომელსაც მიზნად დაუსახა მანამდე არნახული რეპრესიების განხორციელება. რეპრესიების მიზანი იყო არა იმდენად ცალკეული ადამიანების სიკვდილით დასჯა, რამდენადაც მთელ საბჭოთა კავშირში შიშის სინდრომის დანერგვა, ოპოზიციური აზრის ჩაკვლა. რეპრესიები შეეხო ყველა სოციალურ ფენას (მუშებს, გლეხებს, ინტელიგენციას); ხელისუფლების ყველა რგოლს (სასოფლოს, საქალაქოს, რაიონულს, რესპუბლიკურს); ყველა უწყებას, განსაკუთრებით კი – სამხედროს. რეპრესიები შეეხო თვით შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატსა და იმ პირებს, რომლებმაც დიდი როლი შესრულეს უამრავი ადამიანის სიკვდილით დასჯაში. საინტერესოა, რომ რეპრესიებს შეეწირა ორი  ჯალათი, შინაგან საქმეთა სახალხო კომისრები (მინისტრები): ჰენრიხ იაგოდა და ნიკოლაი ეჟოვი. საბოლოო ჯამში, 1937 წლისთვის საბჭოთა კავშირში ოპოზიციური აზრი ჩაკვდა. ბანაკებსა და სპეცგადასახლების ადგილებში სასჯელს იხდიდა მილიონობით ადამიანი. სტალინი აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობდა. საბჭოთა კავშირში ფიქცია იყო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო (საბჭოების ყრილობა), უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლება (მთავრობა), ფიქცია იყო თვით კონსტიტუციაც – ქვეყანას განაგებდა ერთი კაცის ნება.

 აბსოლუტური ძალაუფლების მფლობელი სტალინი მშვიდად მაინც არ იყო. ის მუდამ გრძნობდა, რომ რუსებს ის არ უყვარდათ და დადგებოდა დრო, როდესაც ძაღლივით ერთგული თანამებრძოლები მას გაწირავდნენ. იოსებ სტალინი არ ენდობოდა უახლოეს თანამებრძოლებსაც კი. ბელადს მოსკოვში სჭირდებოდა ადამიანი, რომელიც მას რუსებისგან მომდინარე საფრთხისგან დააზღვევდა. ასეთი ადამიანი აღმოჩნდა ლავრენტი ბერია, რომელმაც ბევრჯერ გამოიჩინა თავი როგორც გონიერმა, ალღოიანმა და შორსმჭვრეტელური ნიჭით დაჯილდოებულმა მოღვაწემ. საქმე ისაა, რომ სტალინს უცხოეთშიც და საბჭოთა კავშირშიც ოპონენტები მიიჩნევდნენ „ველური ხალხის შვილად,“ რომელსაც ზესახელმწიფოს ერთპიროვნული მმართველის პრეტენზია არ უნდა ჰქონოდა. ჯუღაშვილს ეს ბრალდება დიდი დამაჯერებლობით უნდა უარეყო, რაც სულაც არ იყო ადვილი საქმე. მეოცე საუკუნის 30-იან წლებში სტალინმა ჩაიფიქრა და განახორციელა შემდეგი ღონისძიებები: 1. საბჭოთა კავშირის მწერალთა პირველი ყრილობა (1934 წელი), 2. „ვეფხისტყაოსნის” დაწერიდან 750 წლის იუბილე; 3. ქართული ხელოვნების დეკადა მოსკოვში; 4. ილია ჭავჭავაძის 100 წლის იუბილე. ყველა ღონისძიება ბრწყინვალედ იყო მომზადებული. საბჭოთა მწერლების პირველ ყრილობაზე ცხადად დადასტურდა, რომ ქართველებს ჰქონდათ უდიდესი და უძველესი მწერლობა. რამდენიმე ქართველი მწერალი შევიდა მსოფლიო ლიტერატურის საგანძურში. „ვეფხისტყაოსნის” იუბილეს პერიოდში მთელი სისრულით წარმოჩინდა შოთა რუსთაველისა და მისი პოემის მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობა. ქართული ხელოვნების დეკადამ მოსკოვში არნახული წარმატებით ჩაიარა. მაყურებელი მოხიბლული დარჩა ქართული ბალეტით, კინოთი, ოპერით, ცეკვებით (საყოველთაოდ ცნობილი იყო მაყურებლის აღტაცება ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის გამოსვლით). ცილისმწამებელთა წინააღმდეგ ბრძოლა სტალინმა იმით დაასრულა, რომ ივანე ჯავახიშვილს, ნიკო ბერძენიშვილსა და სიმონ ჯანაშიას დაავალა საქართველოს ისტორიის დაწერა უძველესი დროიდან. წიგნი ცოტა მოგვიანებით, 1943 წელს გამოიცა. ეს იყო საქართველოს ისტორიის გაბმული მეცნიერული თხრობის შესანიშნავი ნიმუში. ყველა ამ ღონისძიებას დიდი რეზონანსი ჰქონდა, ასე რომ, სტალინის „ველური ერის შვილად“ გამოცხადება უკვე არარეალური იყო. 

 1938 წელს ლავრენტი ბერია სტალინმა თბილისიდან მოსკოვში გადაიყვანა სამუშაოდ და საბჭოთა კავშირის შსს სახალხო კომისრად (მინისტრად) დანიშნა. ამ უკანასკნელმა, პირველ ყოვლისა დიდი წმენდა ჩაატარა სპეცსამსახურებში, უშიშროების სამსახურში, დაზვერვაში, კონტრდაზვერვაში. უამრავი თანამდებობის პირი გაუშვეს სისტემიდან და გაასამართლეს. ბერიამ ციხეებიდან და სპეცგადასახლების ადგილებიდან გაათავისუფლა უამრავი უკანონოდ მსჯავრდებული, რამაც სტალინის ავტორიტეტი საკმაოდ აამაღლა. ამასთან, ლავრენტი ბერიამ დაიწყო რეპრესიების ახალი ტალღა, რომელიც მიზნად ისახავდა სტალინისთვის ძალაუფლების შენარჩუნებას. ყოველივე ეს კეთდებოდა ძალიან მოხერხებულად და სხვა საბაბით. საბოლოო ჯამში 1941 წლისთვის ბერიამ მიაღწია იმას, რომ სტალინის იდეური მოწინააღმდეგეები განდევნა ყველა სახელმწიფო უწყებიდან, განსაკუთრებით კი ეს შეეხო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს (სპეცსამსახურებს) და სამხედრო უწყებას. ეს 2 უწყება უზრუნველყოფდა სტალინისთვის აბსოლუტური ძალაუფლების შენარჩუნებას. მიუხედავად იმისა, რომ ბერიამ დიდ წარმატებებს მიაღწია, ზიზღი სტალინისა და ბერიას მიმართ დღითი დღე იზრდებოდა. რუსები შურისგებისთვის ემზადებოდნენ. სტალინიც და ბერიაც გრძნობდნენ, რომ ქართველთა ბატონობა კრემლში უკვე ძალზე აღიზიანებდა რუსებს. დაიწყო ფარული ბრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ მათ წინააღმდეგ ჯერ ვერავინ ბედავდა ხმის ამაღლებას, ვითარება აშკარად იძაბებოდა. ყოველივე ამას ხელს უწყობდა ისიც, რომ სტალინს სიცოცხლის ბოლო წლებში რამდენჯერმე გაუუარესდა ჯანმრთელობა. ბელადი სიცოცხლის ბოლო წლებში კიდევ უფრო ეჭვიანი გახდა. მაგალითად, იგი ექიმისგან წამალს არ იღებდა. სტალინის პირადი დაცვის წევრები დანიშნულ მედიკამენტს ყიდულობდნენ მოსკოვის ოლქის მიყრუებული სოფლების აფთიაქებში. დაცვის წევრების მიერ მოტანილ ერთსა და იმავე წამალს ბელადი ერთად ყრიდა და შემდეგ ერთ-ერთს ირჩევდა დასალევად. სტალინი, ასევე, ძალზე ფრთხილობდა საკვების მიღებისას. 

 დღემდე არსებობს იოსებ სტალინის გარდაცვალების ორი ვერსია: ერთის მიხედვით ის მიიცვალა ბუნებრივი სიკვდილით, მეორის მიხედვით კი – მოწამლეს ნელი და ხანგრძლივი მოქმედების შხამით – თითქოსდა, შხამის მცირე დოზებს ეტაპობრივად აძლევდნენ მას საკვების საშუალებით და ამიტომაც ვერ დაადგინეს ექიმებმა შხამის მოქმედების ნიშნები. დღეს ძნელია, დადგინდეს, რით გარდაიცვალა სტალინი, ერთი რამ კი ცხადია: ბოლო წლებში გადაღებული ფოტოებიდანაც ნათლად ჩანს, რომ ჯუღაშვილი მძიმედ იყო ავად და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა. დოკუმენტური კადრებიდანაც ნათელია, რომ ის მოძრაობს ძალიან ნელა და მძიმედ. თუმცა, გამორიცხული არაა, რომ სტალინს ჯანმრთელობა საწამლავის გარეშეც გაუარესებოდა. 

скачать dle 11.3