კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ნასას“ ახალი ნიმუში მარსიდან

„ნასას“ მარსმავალმა Curiozity-მ წითელი პლანეტის შესწავლის ისტორიაში პირველად მიიღო ქვის ნაბურღი. რამდენიმე დღეში ქვის მტვერი  აპარატის კორპუსში განლაგებულ ქიმიურ ლაბორატორიაში მოთავსდება. მარსის ზედაპირზე ის 2012 წლიდან მუშაობს და მასზე მოთავსებული მინიატურული ბურღით ორი ღრუ გააკეთა ბრტყელ ქვაში, რომელსაც „კონ კლეინი“ დაარქვეს მარსმავლის ერთ-ერთი პროექტის ხელმძღვანელის პატივსაცემად, რომელიც 2011 წელს გარდაიცვალა.

მეცნიერთა ჯგუფი გაოცებულია, რომ ახალაღებული ნიმუში სულაც არ იყო მარსისთვის დამახასიათებელი ჟანგისფერ-წითელი ფერის, რაც რკინის დაჟანგვასთან არის დაკავშირებული. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა: „ბევრი ჩვენგანი წლების განმავლობაში სწორედ ამ დღისთვის მუშაობდა. ახალი ნიმუშის განსხვავებული ფერი, ანუ ნაცრისფერი, მიუთითებს იმაზე, რომ მას შეუძლია, ინფორმაცია მოგვცეს არა მხოლოდ მარსზე არსებული რკინის, არამედ, წითელ პლანეტაზე მილიარდი წლის წინ არსებული პირობების შესახებ“.

Curiozity მარსის ზედაპირზე 2012 წლის 6 აგვისტოს დაეშვა კრატერ გეილაში, პლანეტის სამხრეთ ნახევარსფეროში. მის ბორტზე დაყენებულია 10 სამეცნიერო ინსტრუმენტი 75 კილოგრამი საერთო მასით, რომლებიც განკუთვნილია გეოლოგიური, გეოქიმიური დეტალების, პლანეტის ატმოსფეროსა და კლიმატის კვლევისთვის, წყლის ან მისი კვალის ან, სულაც, ორგანულ ნივთიერებათა მოსაძებნად.

скачать dle 11.3