კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

 

ჩემი შვილები ბეკინას მეძახიან

 

ვარ 70 წელს გადაშორებული კაცი. ჯერ კიდევ ჭარმაგად ვგრძნობ თავს, არც ფიზიკურად მაწუხებს რამე – ჩემზე ოცი წლით უმცროსებსაც ბევრ რამეში ვაჯობებ. მართალია, პენსიაზე ვარ, მაგრამ, ჩვენი კორპუსის პირველ სართულზე პატარა მარკეტი მაქვს გახსნილი და იმდენი კი მრჩება, რომ თავი ვირჩინო და შვილებს არ შევაჩერდე ხელებში. ჩემი ხუთოთახიანი ბინა ვაკეში, რომელშიც ყველა ერთად ვცხოვრობდით, რამდენიმე წლის წინ გავყიდე, ორივე ბიჭი ცალ-ცალკე დავასახლე და ჩემთვის ოთახნახევრიანი ბინა შევიძინე სანზონაში – მე მეტი არ მჭირდება.

შვიდი წელია, ცოლი გარდამეცვალა. მართალია, ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და დღემდე პატივს ვცემ მის ხსოვნას, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცალკე დავსახლდი, ძალიან გამიჭირდა, რადგან, მარტო ცხოვრებას ვერ ვეგუები. ბევრი ვიფიქრე, როგორ მეშველა თავისთვის და ერთადერთ გამოსავალს მივაგენი – ცოლი უნდა შევირთო. ჯერ ერთი, ხმის გამცემი მეყოლება, გარდა ამისა, ძალიან რომ მოვხუცდები და მოსავლელი გავხდები, არ მინდა, შვილები შევაწუხო. ისედაც ორივეს დიდი ოჯახი აქვს (სამ-სამი შვილი) და თავზეც არ გადასდით, რომ მოხუც მამას უარონ და არჩინონ. ერთი სიტყვით, ცოლი მინდა. ყველაფერი რომ ავწონ-დავწონე, დავიბარე ჩემთან ორივე, თავიანთი ცოლებით და ყველაფერი დაწვრილებით ავუხსენი. ჯერ სიცილი აუტყდათ, მერე გაბრაზდნენ, ბოლოს კი ჩემი დატუქსვა და ჭკუის დარიგება დაიწყეს. უმცროსმა ისიც კი მითხრა, შვილი რომ გეყოლოს, სირცხვილით სად გამოვყოთ თავიო. მე ვუთხარი: შე კაცო, მეც ბეკინა სამანიშვილი ხომ არ ვარ, თანაც, რომც მეყოლოს, თქვენ მაინც არ გაგიყიდით ქონებას-მეთქი. იმის მერე ბეკინას მეძახიან, თუმცა თანხმობას მაინც არ მაძლევენ. კიდევ ცოტა ხანს მოვიცდი (ამასობაში სასურველ ქალს შევათვალიერებ), მერე კი, თუ მაინც ვერ დავითანხმებ, ავდგები და მათ უკითხავად ვითხოვ ქალს – რა, უწლოვანი ვარ თუ რაშია საქმე, რაში მჭირდება ვინმეს ნებართვა? ამდენი თუ არ ესმით, მე გავაგებინებ, როგორ უნდა მამის პატივისცემა და ანგარიშის გაწევა. ჭკვიანად იყვნენ, თორემ, შევირთავ ახალგაზრდა ქალს, მართლა გავაჩენინებ შვილს და მერე მიყარონ კაკალი!

მიხეილი, 72 წლის.

 

ვერ გავიგე, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა

 

ბებიამ გამზარდა, რომელსაც სოფელში „ოთარაანთ ქვრივს“ ეძახდნენ, რადგან, ძალიან მშრომელი, მკაცრი და სამართლიანი ქალი იყო. როგორც თავისი, ისე სხვისი სიმართლის დასამტკიცებლად დათვს შეებმებოდა. ვერ იტანდა, როცა სუსტს ჩაგრავდნენ და, იყო თუ არ იყო მისი საქმე, ჩაერეოდა და იმ დაჩაგრულს გამოესარჩლებოდა. მთელი ჩემი ბავშვობის განმავლობაში ამას ვუყურებდი და, ცხადია, ბებოს თვისებები მეც გადმომედო. სოფელში მეც მასავით ვიქცეოდი და ამიტომ ბევრი მეგობარი არ მყოლია, თუმცა, ვინც მყავდა, ისინიც დაახლოებით ჩემნაირები იყვნენ, ან, ყოველ შემთხვევაში, არ მაკრიტიკებდნენ და მე მათთან ურთიერთობაც მყოფნიდა. სკოლა რომ დავამთავრე, თბილისში წამოვედი, უმაღლესში ჩავაბარე და ჯერ საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი ერთი წელი, მერე კი ბებომ ოთახი მიქირავა და იქ გადავედი. ცხადია, ჩემი ხასიათი „თან წამომყვა“ და აქაც განვაგრძე „არსენობა“, მაგრამ, ქალაქმა არ მიმიღო ასეთი – ყველა თანატოლი გამირბოდა, ისინიც კი, ვისაც ვესარჩლებოდი და ვის გამოც ხშირად, რბილად რომ ვთქვა, უხერხულ მდგომარეობაში ვიყენებდი თავს. ერთი-ორის გამონაკლისით, ვერც ლექტორები მიტანდნენ, რადგან, ეშინოდათ ჩემი პირდაპირობის, უფრო სწორად, მხილების ეშინოდათ, რადგან, ბევრი მათგანი უცოდინარი და მექრთამე იყო და აქეთ გვიკითხავდა ნატაციებს. არც ბიჭებს მოვწონდი. ერთმა ბიჭმა პირდაპირ მითხრა: შენ ხომ დაუფარავად, პირში ეუბნები ყველას ყველაფერს, ჰოდა, მეც ასევე მოვიქცევი და პირდაპირ გეტყვი: მიუხედავად იმისა, რომ ლამაზი, ჭკვიანი და წესიერი გოგო ხარ, არც ერთი ბიჭი არასდროს არ გაგეკარება, რადგან, შეყვარებულად ჟანა დარკი არავის სჭირდება. თუ ხასიათი და საქციელი არ შეიცვალე, იცოდე, მთელი ცხოვრება მარტო დარჩებიო. მე ეს სიტყვები გულზე ეკალივით მომხვდა, რადგან ის ბიჭი ძალიან მომწონდა (ერთადერთი, რისი პირდაპირ თქმაც ვერ გავბედე, ეს იყო), ამიტომ, მართლა შევეცადე, შევცვლილიყავი, მაგრამ, არაფერი გამომივიდა. ვაიძულებდი თავს, არანაირ უსამართლობაში არ ჩავრეულიყავი, ხმა არ ამომეღო არაფერზე, რაც პირადად მე არ მეხებოდა, არავინ დამეცვა, არავინ მემხილებინა, და, სხვათა შორის, ასეთმა პერიოდმა კარგა ხანს გასტანა, მაგრამ, ერთ დღეს მივხვდი, რომ მე – მე აღარ ვიყავი, ვიღაც სხვა გოგო გავხდი – ჩვეულებრივი, რიგითი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული, მასის ნაწილი, რაღაც რუხი ლაქა, მოკლებული ყოველგვარ ინდივიდუალურობას. შეიძლება, ძალიან გაგიკვირდეთ (მაშინ მეც საოცრად მიკვირდა), მაგრამ, ჩემი ასეთი შეცვლით ჩემ გარშემო არსებული ადამიანების კეთილგანწყობა არ დამიმსახურებია, ანუ, არც მეგობრების რიცხვი გაიზარდა, არც ჩემ მიმართ დადებითი დამოკიდებულება არ გამოუხატავს არავის. პირიქით, ყველა ისე მიყურებდა, როგორც უცხოპლანეტელს (თვით ლექტორებიც კი). მე კი ამ ყველაფერს იმიტომ ჩავდიოდი, რომ იმ ბიჭს მოვწონებოდი, რომელიც, რატომღაც, ძალიან შემიყვარდა (აი, იმას, ჟანა დარკი არავის უნდაო, რომ მითხრა). არადა, პირიქით მოხდა – სულ გაოცებული მიყურებდა და გამირბოდა, აღარ მელაპარაკებოდა არანაირ „ნეიტრალურ“ თემაზე. ამ ყველაფერმა ისე დამაკომპლექსა, რომ საერთოდ ხმას აღარ ვიღებდი არაფერზე – ვიჯექი ჩემთვის, ვუსმენდი ლექტორებს, ვიწერდი ლექციებს და მერე ჩუმად, ხმის ამოუღებლად მივდიოდი სახლში. ერთ დღეს კი ერთმა ლექტორმა (რომელსაც ყველაზე მეტად „ვერჩოდი“ ხოლმე, თუმცა, არც ისე ცუდი კაცი იყო) პირდაპირ მკითხა: რა ხდება შენს თავს, ხომ მშვიდობაა, რამე პრობლემა ხომ არ გაქვს. თუ ასეა, მითხარი და დაგეხმარებიო. ეს ისე გულწრფელად იყო ნათქვამი, რომ გული ამიჩუყდა და კინაღამ ტირილი დავიწყე. მეორე ლექტორმა, ასევე, ლექციაზე გამოაცხადა – რაც მარიკა გამოსწორდა, ჩვენი ცხოვრება უინტერესო და რუხი გახდაო. იმავე საღამოს კი სახლში სწორედ ის ბიჭი მომადგა, რომელიც მიყვარდა და მითხრა: ვიცი, ჩემ გამო იქცევი ასე, მაგრამ, ახლა მივხვდი, რომ მე ისეთი უფრო მომწონხარ, როგორიც იყავი – აქტიური, ცოცხალი, მებრძოლი, ბობოქარი და სამართლიანი. მაშინ ყველასგან განსხვავდებოდი, ახლა კი ერთი ჩვეულებრივი ლამაზი გოგო ხარ, ბევრისგან არაფრით გამორჩეული. მარტო მე კი არა, ყველას გვაკლია ჩვენი ჟანა დარკი და დაგვიბრუნდიო. ვის ვჭირდები, ვის უნდა დავუბრუნდე-მეთქი, – გულნატკენმა ჩავილაპარაკე. მე მჭირდები და მე უნდა დამიბრუნდეო, – მითხრა და გულში ჩამიკრა. მას მერე ერთად ვართ, მალე ქორწილიც გვექნება. ძველებური „ჟანა დარკი“ ვეღარ ვარ, მაგრამ, ჩემს გარშემო არსებული საზოგადოებისთვის ჩემი აზრი და პოზიცია ისევ აქტუალური და ანგარიშგასაწევია. ჩემი პირდაპირობა ისევ იწვევს ზოგიერთის მხრიდან წარბის აწევას და პროტესტს, მაგრამ მეც ვცდილობ, რომ ნამეტანი არ მომივიდეს და ხანდახან „ვატორმუზებ“ ხოლმე.

ისე კი, ალბათ, ჯობია, ბევრს არ მოსწონდე, გყავდეს ძალიან ცოტა ნამდვილი მეგობარი და ერთგული შეყვარებული, რომელიც გიცნობს და გაფასებს, ვიდრე ის, რომ არავის ახსოვდე, არავინ გამჩნევდეს – არც მტერი და არც მოყვარე; არავის აინტერესებდე და, საერთოდ, არავისთვის არაფერს წარმოადგენდე, მათ შორის – საკუთარი თავისთვისაც. თუმცა, საბოლოოდ, მაინც ვერ გავიგე, როგორ უნდა იცხოვრო. ალბათ, ისე, რომ საკუთარი სახე არ დაკარგო.

მარიკა, 24 წლის.

 

скачать dle 11.3