კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

 

 ძალა დეტალებშია...

 

ქალი ძლიერი უნდა იყოს. ცხოვრება რთულია და დაბრკოლებებით სავსე. ხომ გინდათ, თავს გამარჯვებულად გრძნობდეთ?! მაშინ ენდეთ ჩვენს რჩევებს...

* კარგი მაკიაჟი თავდაჯერებულობას გმატებთ. „ფასადიც“ ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შინაგანი სამყარო. როცა სარკეში ჩაიხედავთ და საკუთარი გამოსახულება მოგეწონებათ, წარმატებისკენ ერთი ნაბიჯი გადადგმულია. განწყობას დიდი ძალა აქვს.

* რისკი კეთილშობილური საქციელია. ზოგჯერ უბრალოდ აუცილებელია, თამამად გადადგათ ნაბიჯი და მიიღოთ გადაწყვეტილება, თუნდაც კარგად არ იცოდეთ, რა მოჰყვება ამას. ცვლილებები ახალ შანსს იძლევა.

* წესრიგი – ყველგან და ყველაფერში მოსაწყენი საქმეა, მაგრამ ძალიან სასარგებლო. წესრიგი კარადაში, წესრიგი ნივთებში, საქმეში, საბუთებში... როცა ირგვლივ ქაოსია, თავშიც ყველაფერი ირევა. ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანები შინაგანად მიელტვიან წესრიგს.

* შესანიშნავია, როცა ადამიანს რაიმე კონკრეტული მიზანი აქვს. ყურადღების კონცენტრაციას ისწავლით და თავდაჯერებულობა შეგემატებათ. რასაკვირველია, ცხოვრებას თავიდან ბოლომდე ვერ დაგეგმავთ, მაგრამ მონახაზი მაინც საჭიროა. და კიდევ, მოულოდნელობები ისევე აუცილებელი და ბუნებრივია, როგორც თავად ცხოვრება.

* ერთი კარგი გამოძინება ნამდვილად არ გაწყენდათ. დასვენება სულსაც და სხეულსაც ერთნაირად სჭირდება.

* გონივრული ეგოიზმი – თუ საკუთარი თავი არ გიყვარს, სხვას ვერ შეიყვარებ და მით უმეტეს, სხვას ვერ შეაყვარებ თავს. ანუ, გარკვეული დოზით ეგოიზმი ძალიან სასარგებლოა. გაანებივრეთ ზოგჯერ საკუთარი თავი. მაგრამ ჭირვეულ პრინცესადაც ნუ გადაიქცევით.

* და... ცრემლებიც... ნუ აიძულებ საკუთარ თავს, გაიღიმო მაშინაც, როცა არ გეღიმება. ტირილი გინდა? – იტირე! ძლიერი ადამიანები არ ემალებიან პრობლემებს და არც სევდას.

 

 ოჯახური იდილია, ანუ...

 

ზოგჯერ ხდება, რომ ოჯახში ატმოსფერო უარყოფითად იმუხტება და იძაბება. მოსალოდნელია ჭექა-ქუხილი. შესაძლებელია, ამ დროს მშვიდი კლიმატის შენარჩუნება?! – რაც აუცილებელია, ის შესაძლებელიც უნდა იყოს და არის კიდეც. ოჯახი თითოეული ჩვენგანის ნავსაყუდელი და თავშესაფარია – ადგილია, სადაც თავს კომფორტულად, თავისუფლად და მშვიდად უნდა ვგრძნობდეთ. სამწუხაროდ, ოჯახის წევრები სწორედ ამ ყველაფრის საპირისპიროდ იქცევიან. გინდა საყვარელ ადამიანებთან ერთად, დამღლელი დღის შემდეგ ცოტა დაისვენო, მაგრამ არ გამოდის. ვიღაც ტელევიზორს მისჩერებია, ვიღაცას გაზეთში აქვს ცხვირი ჩარგული, ვიღაცას არ შია, ვიღაცას პირიქით – ძალიან შია, სამზარეულოში გასარეცხი ჭურჭლის გორა დგას და თქვენც, ძალაუნებურად, ნერვები გეშლებათ.

ერთმანეთზე გაღიზიანების მანერა ძალიან ბევრი ცოლ-ქმრისთვისაა დამახასიათებელი. ყველაფერი გასაგებია – დაიღალეთ, სამსახურში რაღაცაზე ნერვები მოგეშალათ. გინდათ, მეუღლემ თავზე ხელი გადაგისვათ და გითხრათ, თქვენზე ძვირფასი არავინ ჰყავს, რომ ბევრს შრომობთ და იღლებით, მაგრამ დუმს, ან გეუბნებათ: მშია, მაჭამე რამე! ისიც ზუსტად იგივეს მოელის თქვენგან, რასაც თქვენ – მისგან: სითბოს და ყურადღებას. მოგიწევთ, პირველი ნაბიჯი სწორედ თქვენ გადადგათ... ნუ შეგებრალებათ საკუთარი თავი. ნუ იტყვით, რომ არავის უყვარხართ და არავის ეცოდებით. მით უმეტეს, ნუ შეეცდებით ამის დამტკიცებას ჩხუბით და ყვირილით. არ გადმოიტანოთ გარედან შემოყოლილი ნეგატივი სახლში. ეს არ არის გამოსავალი. ოჯახურ იდილიას თქვენ ქმნით. გადადგით პირველი ნაბიჯი – ეს არ არის რთული. ბუმერანგის პრინციპი ყოველთვის მუშაობს.

 

 ესეც კრიზისი...

 

„...და, ცხოვრობდნენ ერთად დიდხანს და ბედნიერად“... – ასე მხოლოდ ზღაპრებში ხდება, თუ, შესაძლებელია, რეალურ ცხოვრებაშიც მოხდეს სასწაული? პრინციპში, თუ ზღაპრების არსს კარგად ჩავწვდებით, აღმოვაჩენთ, რომ ისინი რეალობისგან არც ისე შორსაა. მოვიდა დრო და თეფშზე მბრუნავი ვაშლიც ვიხილეთ – ტელევიზორი! მფრინავი ხალიჩაც – თვითმფრინავი... დანარჩენი თქვენ თავად გაიხსენეთ – ასეთი თანხვედრები ძალიან ბევრია. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთად დიდხანს და ბედნიერად ცხოვრებაც შესაძლებელია! თუ გაუძლებთ კრიზისებს, თუ გადალახავთ პრობლემურ წლებს, თუ გეყოფათ მოთმინება და, რაც მთავარია, სიყვარული, ზღაპარს რეალობად აქცევთ. საყვარელ მამაკაცთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ადვილი ნამდვილად არ არის. შეიძლება, მართლა გიყვარდეს, მაგრამ, მის გვერდით ზედიზედ ორი თვეც ვერ გაატარო. ძალიან მიამიტი უნდა იყო, რომ ამ ურთიერთობას „მსუბუქად“ შეხედო. ადრე თუ გვიან, კრიზისი აუცილებლად დადგება და, სწორედ მაშინ, სიყვარულთან ერთად აუცილებლად დაგჭირდებათ დიდი მოთმინება, სიმშვიდე, გაგების უნარი, კიდევ – წვრილმანების არდანახვის, „პრივიჩკებზე“ არაყოლის ნიჭი... კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის უნარი დასაფასებელია, მით უმეტეს, ქალისთვის. თუ ის იტყვის: „აი, ესეც კრიზისი“... – და მშვიდად შეხვდება მას, ცივი გონებით და გააზრებულად, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება და თქვენი ზღაპარიც დასრულდება ფრაზით: „და ცხოვრობდნენ ერთად დიდხანს და ბედნიერად“...

 

 მართე მრისხანება!

 

ყველა ადამიანი ბრაზობს – ეს აბსოლუტურად ბუნებრივია და არავის უკვირს. მაგრამ, ძალიან ცოტამ თუ იცის, როგორ მართოს მრისხანება. სხვათა შორის, იმასაც ამბობენ, რომ, ის, ვინც მრისხანებას მასზე ბატონობის უფლებას აძლევს, სუსტი ადამიანია.

ჯენტლმენმა ყოველთვის იცის, სად გადის ზომიერების ზღვარი და როდის უნდა გაჩერდეს.

უცნაურია, მაგრამ, ფაქტია, რომ მამაკაცები  ძალიან ჰგვანან ერთმანეთს მრისხანებაში, ქალები კი საგრძნობლად განსხვავდებიან. თუ არ გჯერათ, დააკვირდით: მამაკაცების უმრავლესობა მრისხანების ნელ ცეცხლზე იწვის. თანაც, რაც უფრო მკაცრად ეპყრობა მათ ცხოვრება, მით მეტად „მრისხანებენ“. ამბობენ, რომ (და ეს ფსიქოლოგების მოსაზრება გახლავთ) მამაკაცების მრისხანების ჩახშობა-ჩაცხრობის სპეციალისტები სტიუარდესები და ქალი-ოფიციანტები არიან. თუკი შეეკითხებით, მეტად საინტერესო ფაქტებსაც მოგიყვებიან მამაკაცთა მრისხანების შესახებ.

მრისხანება ისევე სდევს თან ადამიანებს, როგორც სიკვდილი ან ბანკის ვალი (ეს უკვე თანამედროვეობის მონაპოვარია). თუმცა, გონიერნი ხვდებიან, რომ ვერანაირი მრისხანება ვერ შეცვლის სამყაროს უკეთესობისკენ.

P.S. პრინციპში, მრისხანების განცდა კარგია. ეს სრულიად ბუნებრივი რეაქციაა და, შესაბამისად, აუცილებელიც, ფსიქოლოგიურად ჯანსაღი ემოციის მოსამწიფებლად. მიუხედავად ამისა, მამაკაცის მრისხანება საკმაოდ მძიმე საყურებელია და მას თავად მამაკაცებიც კი უფრთხიან. ხომ წარმოგიდგენიათ, რას გრძნობს ქალი, როცა კაცი მრისხანებს. საშინელებაა, მაგრამ, მაინც ნუ გაუწყრებით მას, თუკი თქვენს მრისხანებას გაგებით ვერ მოეკიდება. ის ხომ არც სტიუარდია და არც პროფესიონალი ოფიციანტი – სპეციალური, საგანგებო მდგომარეობისთვის წინასწარ მომზადებული...

 

скачать dle 11.3