კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აქვს თუ არა ყველა ადამიანს თავისი თარსი რიცხვი და რატომ მეორდება ჩვენს ცხოვრებაში ერთი და იგივე ფაქტი რამდენჯერმე

ნებისმიერს შეუძლია, გაიხსენოს თავს გადამხდარი უცნაური ამბები, რომლებიც გაკვირვებას იწვევს და თითქოს რაღაცაზე მიგვანიშნებს. სამწუხაროდ, ჩვენი ცხოვრების დაძაბული რიტმის გამო ამას ვერ ვაანალიზებთ და ვცდილობთ, ესა თუ ის მოვლენა და ფაქტი რაიმე კანონზომიერებას მივაწეროთ, ან, სულაც არ ვიფიქროთ მასზე – თითქოს არც ყოფილა. მაგრამ, როცა ასეთი დამთხვევები გვაწუხებს და ხშირად გვახსენებს თავს, მერე ვუფიქრდებით და ვცდილობთ, მათ ახსნა მოვუძებნოთ.

როგორც პარაფსიქოლოგი, ბატონი ვახტანგი ამბობს, ადამიანების ცხოვრებაში უამრავი ფაქტი ხდება, რომელიც ერთმანეთს ჰგავს და ეს სულაც არ არის უბრალო დამთხვევა.  

 

ვახტანგი: დამთხვევები უბრალოდ არ ხდება, ეს კანონზომიერებას ექვემდებარება დედამიწის ყველა მცხოვრების რეალურ სამყაროში. ასეთ მოვლენათა წარმოქმნის უნარი კი სამყაროს ერთ-ერთი ფუნდამენტური თვისებაა და, დამთხვევები, შესაძლოა, დროსა და სივრცეში მოხდეს. მრავალი წელია, რაც პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსთა და მეცნიერთა დიდი ნაწილი ცდილობს, უცნაურ დამთხვევათა საიდუმლო გაიგოს და ახსნას. ზოგი ასეთ ფაქტებს მისტიკურსაც მიაწერს, მაგრამ, ეს ტყუილია.

– ხშირად, ადამიანები მსგავს რამეებს ყურადღებას არ ვაქცევთ და ამით არ ვირთულებთ ისედაც დაძაბულ ცხოვრებას. ამაშიც ხომ მეთანხმებით?

– რასაკვირველია, გეთანხმებით. არ დავმალავ და გეტყვით, რომ სწორედ აქ ცდებით (იცინის). ნებისმიერი ადამიანი უნდა იმახსოვრებდეს იმ დღესა და რიცხვს, როცა რაიმე უცნაური მოხდა მის ცხოვრებაში, რადგან, ასეთი ფაქტი, არ არის გამორიცხული, კვლავ განმეორდეს და იმ დროსა და სივრცეში დაგაბრუნოთ, როცა ის პირველად მოხდა. თუ კარგად დააკვირდებით და ყურადღებას მიაქცევთ თქვენს ცხოვრებაში არსებულ მისტიკურ დღეებსა და ციფრებს, თავადაც მიხვდებით, რომ ასეთი დამთხვევები არც ისე იშვიათია. ერთმა ჩემმა ნათესავმა, რომელიც საკმაოდ წარმატებული იყო, პირადი ცხოვრება ვერ აიწყო – ორჯერ დაქორწინდა და ორჯერვე კრახით დასრულდა მისი ქორწინება. მოვიდა ჩემთან, დავსხედით, ვისაუბრეთ და აღმოჩნდა, რომ ორივე ქორწილის თარიღი ერთსა და იმავე დღეს დაემთხვა; ორივე ცოლთან ორ-ორი წელიწადი იცხოვრა და ორივეს სახელი ასო ნ-ზე იწყებოდა. აბა, მითხარით, ეს დამთხვევა არ არის?! ზოგადად, ეზოთერიკოსები ასეთ დამთხვევებს თანმიმდევრობის კანონებს ვუწოდებთ. კონკრეტული ადამიანის ცხოვრებაში ხდება მისი სერიული გამეორებები და, არ არის გამორიცხული, მთელი ცხოვრება მისი გავლენის ქვეშ იყოთ – ამისგან დაზღვეული არავინაა და ეს ეგრეთ წოდებული „სერიული კანონები“ ჩვენივე ბედის საფუძველში დევს. 

– გამოდის, რომ ამ ეგრეთ წოდებული „სერიული კანონების” მსხვერპლნი ვართ და ამისგან თავდაცვა არ შეგვიძლია?

– არა, რას ამბობთ! მე, უბრალოდ, ფაქტი და რეალური სახე დაგანახვეთ ამ ეგრეთ წოდებული ბედის საფუძველში ჩადებული „სერიული კანონის”, თორემ, მისი ნეგატიური ზეგავლენისგან თავდაცვა როგორ არ შეიძლება. მაგალითად, თუ გადავხედავთ განვლილ ცხოვრებას, როგორც იტყვიან, დროსა და სივრცეში შეინიშნება ჩვენი არსებობის თანდაყოლილი შეზღუდვები და მას უნდა დავემორჩილოთ. თუ ხვდებით, რომ მაგალითად, ორშაბათობით ან სამშაბათობით, 2, 3 ან 8 რიცხვში საქმე კარგად არ გამოგდით, ჩხუბი გიწევთ, იქმნება პრობლემები საყვარელ ადამიანთან და ასე შემდეგ, ესე იგი, ამ დღეებსა და რიცხვებში განსაკუთრებულად უნდა დაკვირვებოდით საკუთარ საქციელსა და სიტყვებს. ზოგადად, ყველა ადამიანს აქვს თავისი თარსი და ნეგატიური რიცხვი და დღე და ამ დღეებსა და რიცხვებს უნდა მოერიდოთ. ბევრი იმასაც მეუბნება, ეს რა შუაშია, უბრალოდ, ვიღაცას არ უმართლებს ცხოვრებაში, ბედი არ სწყალობს და მორჩაო. ამაშიც გარკვეული კანონზომიერება დევს. კერძოდ, ზოგი ადამიანი ქუდბედიანია, ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული და მათ ყოველთვის უმართლებთ, ყველა დასახულ მიზანს აღწევენ და ცხოვრებაც მოწყობილი აქვთ. ისინი უხილავი ძალის მფარველობას ყოველ ნაბიჯზე გრძნობენ. ისე კი, ყველას შეგვიძლია, ცხოვრებაში წარმატებას მივაღწიოთ და ამაში საკუთარი თავის გარდა ვერავინ დაგვეხმარება.

– ამისთვის როგორ მოვიქცეთ, იქნებ ესეც გაგვიმხილოთ?

– მთავარია, თქვენს საუბარს ძლიერი ენერგეტიკული ფონი შეუქმნათ. კერძოდ, თუ ადამიანი ემოციის გარეშე საუბრობს, მის სიტყვებს არანაირი ენერგეტიკული ძალა არ აქვს. რაც მეტია ემოციური ფონი, ენერგეტიკულად მით უფრო ძლიერია თქვენი ნათქვამი სიტყვა და მას გარშემო მყოფების მოზიდვა, დაჯერება და დაფიქრება შეუძლია. ანუ, ამ დროს ადვილად ზემოქმედებთ ადამიანებზე. ერთი ნაცნობი მყავს, რომელიც საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენია. ვერ გეტყვით, დიდი ნიჭითა და ცოდნით გამოირჩევა-მეთქი, მაგრამ საქმეშიც უმართლებს და ხელქვეითებიც უსიტყვოდ ემორჩილებიან. უბრალოდ, მისი წარმატების მთავარი საფუძველი ის მანერებია, რომლებიც მან კარგად შეისწავლა და „დაამუღამა”. არც ფინანსებს უჩივის, საქმეც კარგად აქვს აწყობილი და მის სიტყვასაც ყველა ემორჩილება.

– არ გიფიქრიათ, რომ ამ წარმატების მიზეზი მისი დახვეწილი მანერები კი არა, იღბალი და ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებაა?

– ამაზეც მიფიქრია, მაგრამ, მე მას პირადად ვიცნობ და ვიცი მისი წარმატების მთავარი საიდუმლო. რასაკვირველია, ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებაც შველის, მაგრამ, თუ მხოლოდ ამაზე იფიქრე, ფეხი ფეხზე გადაიდე და თქვი, მე ქუდბედიანი დავიბადე და ყველაფერი თავისით მოვაო, ისე დაგენგრევა ცხოვრება, აზრზეც ვერ მოხვალ. ცხოვრებაში მეტად გიმართლებს, თუ ბედნიერ ვარსკვლავზე ხარ დაბადებული, პლუს, შრომაც გიყვარს და დახვეწილი მანერებიც გაქვს. ამ დროს შენი ცხოვრება და წარმატება ზენიტშია. დამაჯერებელი და ემოციური საუბრით კი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს. აბა, დაფიქრდით და თავადაც მიხვდებით ჩემი ნათქვამის აზრს. ასე არ არის? მე, უბრალოდ, მინდა, ადამიანებს ვუთხრა, რომ, თუ თქვენი საუბარი ემოციური და დამაჯერებელი არ არის, ამით ვერ მოხიბლავთ გარშემო მყოფებს, ვერც აიყოლიებთ და ვერც კეთილად განაწყობთ თქვენ მიმართ. ასე რომ, დაუკვირდით საკუთარ მანერებს, საუბრის ტემბრს და ბუნებრივად მიიზიდეთ საზოგადოების ნდობა და სიყვარული. 

скачать dle 11.3