კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ვიტამინებით აიცილებთ თავიდან კიბოს შესაძლო განვითარებას

ვიტამინები ორგანიზმისთვის აუცილებელია, მათი ნაკლებობა კი უმძიმეს დაავადებებს იწვევს.

ვინც C ვიტამინის ნაკლებობას არ განიცდის, მას კუჭის, საშვილოსნოსა და სარძევე ჯირკვლების კიბო არ ემუქრება.

კიბოს საწინააღმდეგოდ განსაკუთრებით საჭიროა, ადამიანმა ორგანიზმი მოამარაგოს A, C, D და E ვიტამინებით.

მიაჩნდათ, რომ საყლაპავი მილის სიმსივნის მიზეზი გადაჭარბებული ალკოჰოლი და ნიკოტინი იყო. კვლევებმა კი ცხადყო, რომ ამ პროცესის აღკვეთა შეუძლია A, B2 და C ვიტამინებს, თუნდაც ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარების დროსაც.

ასევე, სიმსივნის დროს, თუ დაავადებული ადამიანი დიდი რაოდენობით B ვიტამინს მიიღებს, კიბოს უჯრედების ზრდა ფერხდება და ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა დაავადების მიმართ იზრდება, მაგრამ, ყველაზე პერსპექტიულ მებრძოლად კიბოს წინააღმდეგ, მაინც, A ვიტამინი მიიჩნევა.

სიმსივნის შემთხვევაში A ვიტამინს ბუნებრივი სახით სტაფილოსგან მიიღებთ, C ვიტამინი ორგანიზმში კარცენოგენების მოქმედებას ბლოკავს. ასი მილიგრამი C ვიტამინი დღიური ნორმაა.


მიირთვით სოია და იყავით ჯანმრთელი

ადამიანის გაახალგაზრდავების პროცესში წითელ ღვინოსა და C ვიტამინს სოიამ აჯობა. სოუსი, რომელიც სოიის ფერმენტაციის შედეგად მიიღება, ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომელიც ათჯერ მეტი აქტიურობით აფერხებს ორგანიზმის უჯრედებში ჟანგვის პროცესს, ვიდრე ღვინო და C ვიტამინი.

წითელი ღვინო, ხილი და ბოსტნეული შეიცავს ელემენტებს, რომლებიც წინააღმდეგობას უწევს არასტაბილურ ატომებს ორგანიზმში. ანუ, ეს არის, ეგრეთ წოდებული, თავისუფალი რადიკალები, რომლებიც ადამიანის უჯრედისებსა და ქსოვილებს ანადგურებს. სწორედ ამ რადიკალებს უკავშირდება დაბერების სწრაფი პროცესი და სხვადასხვა მძიმე დაავადების წარმოქმნა.

სოია აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, თუმცა, არც ბევრი ვარგა, მასში დიდი რაოდენობით მარილის შემცველობის გამო. ასე რომ, მიირთვით სოია ზომიერად და იყავით ჯანმრთელი და ახალგაზრდა დიდხანს.

 

ქრონიკულმა დაღლამ შესაძლოა, პათოლოგიურ მდგომარეობამდე მიგიყვანოთ

საქმიანობის შემდეგ დაღლა ნორმალურია და მალე გაივლის. სამაგიეროდ, თუ ის ერთდროულად, ფიზიკური და გონებრივია, საქმე სახუმაროდ არ გქონიათ, რადგან, დაღლამ, შეიძლება, პათოლოგიურ მდგომარეობამდე მიგიყვანოთ.

დარღვეული წონასწორობა, სიარულის დროს სიმძიმის შეგრძნება, მადისა და ხალისის დაკარგვა, ძილისა და სიწყნარის მოთხოვნილება, თავის ხშირი ტკივილი, დღის ბოლოს ფეხების მოკვეთა – ყველაფერი ეს თქვენი ზეაქტიური მოქმედების შედეგია. ამგვარ დაღლას სპეციალისტები „სხეულის მოწყენილობას,“ ანუ ცხოვრებისეულ დაღლას უწოდებენ.

ატკივებული კუნთები, ნევროზი, დაქვეითებული მეხსიერება, უღონობა, დაქვეითებული მხედველობა და ყნოსვა – ეს უკვე გადაღლის შედეგია. მიზეზი კი ბევრია.

ქრონიკულ დაღლას თავი რომ დავაღწიოთ და ცხოვრების ხალისი დავიბრუნოთ, გთავაზობთ მარტივ რჩევებს:

ბალანსირებული კვება – დაღლის საწინააღმდეგო დიეტური წესების დაცვა მარტივია. მიზანი ორგვარია, კერძოდ, დაძაბულობის მოხსნა და ტონუსის გაძლიერება. ყოველდღე მიიღეთ აუცილებელი, კალორიული მენიუ. ორგანიზმის მინიმალური მოთხოვნა 1 800 კალორიაა, სპორტსმენებისთვის კი – 2 200 კალორია.

ხშირად მიირთვით პური, მარცვლეული, ლეღვი, მწვანე ლობიო, სატაცური, პრასი – ეს პროდუქტი აჯანსაღებს კუჭ-ნაწლავის სისტემას, ხელს უწყობს საკვების მონელებას და, რაც მთავარია, გონებრივი და ფიზიკური ფორმის შენარჩუნების შესანიშნავი საშუალებაა.

ჭამეთ ბრინჯი, სახამებლის შემცველი ბოსტნეული – ეს მთელი დღის განმავლობაში ენერგიით მოგამარაგებთ.

მიირთვით ახალი და მწიფე ხილი, მაგალითად: ვაშლი, ყურძენი, კივი, ბროწეული, ქლიავი, ხურმა. ეს ვიტამინების საბადოა და „ზარმაც“ ნაწლავებს აფხიზლებს.

 

დალიეთ წყალი, დღეში არანაკლებ 1,5 ლიტრისა.

ჭამეთ ისპანახი, სტაფილო, ოსპი, ნიახური, იოგურტი. მოერიდეთ ისეთი პროდუქტების მიღებას, რომელთა მიმართ თქვენი  ორგანიზმი უარყოფით განწყობას ამჟღავნებს.

არსებობს დაღლის მოსახსნელი ვიტამინები და მინერალები, მაგრამ მაგნიუმი, როგორც დაღლის საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალება, უცვლელ ლიდერად რჩება.

დაღლასა და სტრესს მოგიხსნით ვიტამინი B12. ამ მხრივ ეს უფრო ეფექტურია, ვიდრე ვიტამინი C.

მიიღეთ ვიტამინი D, რომელსაც შეიცავს ღვიძლი, კარაქი, ცხიმიანი თევზი. ვიტამინი B1 მცირე რაოდენობით ყველა საკვებშია, B2 – რძეში, B6 – მწვანე ბოსტნეულში, ვიტამინი C  – ციტრუსებში, კივსა და მარწყვში.

სწორად ისუნთქეთ – მოდუნება და ვარჯიში საუკეთესო საშუალებაა დაღლის წინააღმდეგ. კუნთების მოძრაობა და სწორი სუნთქვა არღვევს მანკიერ წრეს, რომელსაც სტრესამდე მიჰყავს ადამიანი.

იბანავეთ მცირე დაღლის დროსაც კი. წყალი ორგანიზმს ხელახლა ავსებს მინერალებითა და ოლიგო-ელემენტებით.

მოუსმინეთ კლასიკურ მუსიკას, რადგან ის ენერგიასა და კონცენტრაციას ზრდის.

იმოძრავეთ – სახლში ან სამსახურში ისარგებლეთ მხოლოდ კიბით. რაც შეიძლება სწრაფად აიარეთ ორი სართული. სისხლის აჩქარებული მოძრაობა სტიმულს აძლევს მთელ ორგანიზმს.

იძინეთ მშვიდად – ძილის ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ხანგრძლივობა. ყოველ საღამოს ჭამეთ ვაშლი, რადგან მისი კანი ძილის მომგვრელ ნივთიერებებს შეიცავს. დაწოლამდე მიიღეთ თბილი შხაპი. დალიეთ თბილი, შაქრიანი რძე, ცაცხვის, გვირილის დამამშვიდებელი ნაყენი ან ჩაი.

 

ასთმიანი ადამიანისთვის ფიზიკური დატვირთვა საშიშია

ბრონქული ასთმა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ უკანასკნელ პერიოდში ყველაზე ხშირად გვხვდება ეგრეთ წოდებული ფიზიკური დატვირთვის ასთმა.

ასთმით დაავადებულთა დაახლოებით 70-75 პროცენტში ამ ავადმყოფობის განვითარების მექანიზმი გადაჭარბებული ფიზიკური, კუნთოვანი აქტივობის დროს ირთვება. ამ მხრივ, უარესი მდგომარეობაა ბავშვებში – ფიზიკური დატვირთვის დროს სულის ხუთვა უვითარდებათ ასთმით დაავადებული ბიჭების 80, ხოლო გოგონათა 70 პროცენტს. ამ ტიპის ასთმისათვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: დაავადების დასაწყისში, როდესაც კუნთები აქტიურად მუშაობს, სუნთქვა თავისუფალია. ათწუთიანი დატვირთვის შემდეგ, თავს იჩენს მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, გულისცემის სიხშირის გაძლიერება, ხველება და სულის ხუთვა. აღნიშნული სიმპტომები, როგორც წესი, გაივლის ნახევარი საათის შემდეგ. ამიტომ, სპორტსმენები და აქტიური ცხოვრების წესის მიმდევრები ამას თავიდან ყურადღებას არ აქცევენ. ისინი ფიზიკურ დატვირთვას აგრძელებენ, რითაც აჩქარებენ ბრონქული ასთმის განვითარებას და ჩამოყალიბებას. ექიმები ამ დაავადებას საწყის ეტაპზე მკურნალობენ ეგრეთ წოდებული დოზირებული დატვირთვით, ანუ ფიზიკურ დატვირთვას იწყებენ ადვილი ვარჯიშებით. თანდათან აძლიერებენ მის ინტენსივობას და ტემპს, რითაც ხელს უწყობენ ადამიანის ნორმალური ცხოვრების რეჟიმის ჩამოყალიბებას. ბრონქული სპაზმის განვითარებას სირბილთან ერთად ხშირად სიმძიმის აწევა, კალათბურთი და ფეხბურთიც იწვევს. ერთადერთი სპორტი, რომელიც ნებადართულია, ეს არის ცურვა.

 

რა გამოვლინება ახასიათებს მენინგიტს და იკურნება თუ არა ის

მენინგოკოკური ინფექცია მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც მენინგოკოკი იწვევს. ის ვლინდება არა მხოლოდ ტვინის გარსის ჩირქოვანი ანთებით, ანუ მენინგიტით, არამედ, ბევრად უფრო ხშირად, ცხვირ-ხახის ანთებით, ანუ ნაზოფარინგიტით. იშვიათად ვითარდება მენინგოკოკური სეფსისი, ფილტვების ანთება, გულის კუნთის ანთება, ართრიტი, ზამთარში იმატებს დაავადების შემთხვევები. ადამიანი ავადდება მენინგოკოკური ინფექციის მქონე ავადმყოფთან ახლო კონტაქტის დროს. ინფექცია გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით.

ცხვირ-ხახის ანთების, ანუ ნაზოფარინგიტის დროს ავადმყოფს აწუხებს თავის ტკივილი, ტკივილი საჭმლის ყლაპვის დროს, ფხაჭნის შეგრძნება ყელში. ასევე, ახველებს, უჭირს ცხვირით სუნთქვა. თვალნათლივ ჩანს ხახის უკანა კედლის ძლიერი შეშუპება და შეწითლება.

სამწუხაროდ, დიაგნოზი ხშირად არ ისმება სწორად, რადგან ნაზოფარინგიტი ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ მწვავე რესპირატორულ დაავადებას. ხველისა და ცემინების დროს, ასეთი ავადმყოფები გამოყოფენ დიდი რაოდენობით მენინგოკოკს და ინტენსიურად ავრცელებენ დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს.

მენინგიტი უეცრად იწყება ძლიერი შემცივნებით, ტემპერატურის სწრაფი მატებით, დაახლოებით 39-40 გრადუსამდე. ავადმყოფს პირველი წუთებიდანვე აღენიშნება თავის ტკივილი, რომელიც სულ მალე აუტანელი ხდება. ამას მოსდევს პირღებინება. ვითარდება ტკივილი კუნთებში, მუცლის არეში, უძილობა, აღგზნება.

ტვინის ნივთიერებაზე ანთებითი პროცესის გავრცელებისას, ვითარდება დამბლა. თუ მკურნალობა დაგვიანდა, ხშირ შემთხვევაში, მენინგიტი სიკვდილით მთავრდება. შეიძლება, დარჩეს მძიმე გართულება, მაგალითად, გონებრივი განვითარების ჩამორჩენა, დამბლა, ეპილეფსია.

ანტიბიოტიკებით დროულად და სწორად მკურნალობისას, მოკლე დროში, შეიძლება სრული გამოჯანმრთელება.

დაავადების პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენურ რეჟიმს, კერძოდ, სუფთა ჰაერზე სეირნობას, სპორტს და ასე შემდეგ. ანუ, ყველაფერს, რაც აძლიერებს ადამიანის ორგანიზმს დაავადების მიმართ.

 

რომელ დაავადებას ახასიათებს მუცლის მწვავე ტკივილი 

არსებობს დაავადებები, რომლებსაც მუცლის ტკივილი ახასიათებს და ამ დაავადებების შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ შესაბამისად უმკურნალოთ და არ გაირთულოთ საქმე. მაგალითად:

მუცლის ჭიით დასნებოვნების დროს, ადამიანი მალე იღლება. ხშირად უჩივის მოთენთილობას. ჭამის შემდეგ, მუცლის არეში მოვლითი ტკივილები აღენიშნება. კვების რეჟიმის დარღვევისას კი, თავს ცუდად გრძნობს. ასევე, დიდი რაოდენობით ცხიმიანი კერძების, ტკბილეულის ან გაზიანი სასმლის მიღების შემდეგ, ეწყება მუცლის ტკივილი.

პნევმონიის აშკარა სიმპტომებია: მაღალი სიცხე, ხველება, მოთენთილობა, მაგრამ ანთება შესაძლოა, ფილტვების ქვედა არეში იყოს ლოკალიზებული, რაც ნერვულ არხებზე გადადის და მუცლის ტკივილით ხასიათდება.

სალმონელოზისა და დიზენტერიის დროს, ადამიანს ეწყება ღებინება, კუჭის აშლა, მუცელში მოვლითი ტკივილები. ეს ნაწლავური ინფექციები განსაკუთრებით ზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში მწვავდება.

აპენდიციტის ანთების დროს ტკივილი ქვემოთ, მუცლის მარჯვენა ნაწილში გადადის. ამ დროს ადამიანს აწუხებს ნევროზული შეტევაც.

შარდსადინარი არხების ინფექციით დაავადების საწყის ეტაპზე ადამიანი თავს შეუძლოდ გრძნობს, მოშვებულია, შრომის უნარი დაქვეითებული, მადა კი დაკარგული აქვს. მას ახასიათებს ხშირი შარდვა. ცისტიტის დროს კი შარდვა მტკივნეულია.

სწრაფად და ბევრი საკვების მიღების შემდეგ, შესაძლოა, ადამიანს დაეწყოს მუცლის ტკივილი, რადგან კუჭს ამ დროს უჭირს ზომაზე მეტად მიღებული საკვების გადამუშავება.

ცივ წყალში ბანაობის ან ფეხებზე შემცივნების დროსაც, ადამიანს აღენიშნება მუცლის ყრუ ტკივილი. ამ დროს კარგია ფეხების დათბუნვა.

скачать dle 11.3