კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი თბილისური სასტუმროს პირველ სართულზე იყო გახსნილი დიმიტრი ერმაკოვის ფოტოსალონი და რა ფუნქციას ასრულებდა საბჭოთა პერიოდში სასტუმრო „ლონდონის” შენობა

მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების მიჯნაზე თბილისში სასტუმროების ბიზნესი ძალზე გავრცელებული სფერო იყო. ქალაქში არაერთი პატარა თუ დიდი სასტუმრო ფუნქციონირებდა და არც კლიენტების ნაკლებობას უჩიოდა. ძველი ფოტოების დახმარებით, შესაძლებელია, რამდენიმე მათგანის შესახებ საინტერესო ცნობებს გავეცნოთ.

„კავკაზი”

მეცხრამეტე საუკუნეში გახსნილ სასტუმროებს შორის განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობდა 1858 წელს ერევნელის მოედანზე, ოლქის შტაბის შენობის გვერდით გახსნილი სასტუმრო „კავკაზი”, რომელმაც ბინა სუმბათაშვილების სახლში დაიდო. ტფილისში სტუმრად მყოფი ალექსანდრე დიუმას ცნობით, სასტუმროს მმართველი ფრანგი მზარეული გიიომი გახლდათ, რომელიც სასტუმროს 1858-1865 წლებში უძღვებოდა. სასტუმროსთან არსებული რესტორანი იმ დროის მაღალი წრის შეკრების ადგილად ითვლებოდა და იქვე უყვარდათ სადილობა ქალაქის სტუმრებს, მათ შორის არაერთხელ უსადილია იქ ალექსანდრე დიუმასაც. 1865 წელს შენობა მირზოევებს შეუძენიათ და სასტუმრო სამართავად სხვა ფრანგისთვის, ასევე შეფ-მზარეულ მარიუს მარტენისთვის გადაუციათ. იმ პერიოდში „კავკაზი” „ოტელ მარტენის” სახელით იყო ცნობილი და სტუმრებს შორის მაღალი შეფასებით სარგებლობდა. 1876 წელს „კავკაზის” შენობას არქიტექტორ ალექსეევის პროექტით მესამე სართული დააშენეს და სასტუმრომ საბოლოო სახე მიიღო, თუმცა, მანამდე,  1874 წელს, ეს შენობა ერევნელის მოედნის შუაგულში მდგარი თამამშევის თეატრი-ქარვასლის ხანძრის მოწმე გახდა. გავრცელებული ცნობის თანახმად, ქარვასლის სარდაფებში ნავთი ინახებოდა და შიშობდნენ, რომ ცეცხლი ახლომდებარე შენობებზეც გადმოვიდოდა, თუმცა ხანძარს მხოლოდ ქარვასლა ემსხვერპლა. მესამე სართულის დაშენების შემდეგ „კავკაზის” პირველი სართული მაღაზიებმა დაიკავეს, მათ შორის ალექსანდრე მანთაშევის ქსოვილების მაღაზიამ, რომელიც ქსოვილებისა და ბამბეულის პირველი მაღაზია იყო იმ დროის თბილისში. 1880-იან წლებში „კავკაზი” „ლონდონის” შემდეგ თბილისის საუკეთესო სასტუმროდ ითვლებოდა, აქ ჩერდებოდნენ ქალაქის მაღალი რანგის სტუმრები. სასტუმროში 90 ნომერი ფუნქციონირებდა და ფასი დღე-ღამეში 1-დან 5 მანეთამდე მერყეობდა. 1910-იან წლებში სასტუმროს პირველ სართულზე განთავსებული იყო ცნობილი ფოტოგრაფის, დიმიტრი ერმაკოვის ფოტოსალონი, სადაც „კავკასიის ხედებისა და ტიპების კოლექციები” იყიდებოდა. გასაბჭოების შემდგომ წლებში „კავკაზის” შენობა წითელი არმიის „ვერხუშკას” ჰქონდა მითვისებული, შემდგომში იქ რამდენიმე უწყება იყო განთავსებული, ხოლო 1991-1992 წლების სამოქალაქო ომის პერიოდში ეს ულამაზესი შენობა დაიწვა და მთლიანად დაინგრა. ამჟამად სასტუმრო „კავკაზის” ადგილზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტია” გახსნილი.

„ლონდონი”

სკუდიერის „მშრალ ხიდთან” მდებარე სასტუმრო „ლონდონი” თბილისელ არქიტექტორ ოტო სიმონსენის პროექტით ზუბალაშვილების ოჯახის სახსრებზე აშენდა. შენობა თავდაპირველად ალექსანდრე ზუბალაშვილს ეკუთვნოდა, შემდგომში მის ძმას – კონსტანტინეს და, ბოლოს – პეტრე ზუბალაშვილს. „ლონდონის” ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად მისი სადარბაზო და კიბის უჯრედი ითვლება, რომელიც ამჟამად შემორჩენილია, თუმცა, დაზიანებული და მოუვლელია. „ლონდონი,” ნომრების რაოდენობის გამო პატარა სასტუმროდ ითვლებოდა (1890-იან წლებში 28 ნომერი და 1910-იან წლებში – 30 ნომერი), თუმცა, მაინც ქალაქის საუკეთესო სასტუმროდ იყო აღიარებული. უცხოელი მოგზაურების უმეტესობა თავის არჩევანს სწორედ „ლონდონზე” აკეთებდა. ამ სასტუმროში სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ: რუსი კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი, ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი, პოეტი ტერენტი გრანელი; „ლონდონის” რესტორნის ხშირი სტუმარი იყო ილია ჭავჭავაძე. გარდა ამისა, „ლონდონი” იყო თბილისის ერთ-ერთი პირველი შენობა, სადაც გაიყვანეს ელექტროენერგია. პირველი მსოფლიო ომის დროს ზუბალაშვილებმა სასტუმროს შენობა ლაზარეთს დაუთმეს, ხოლო ომის დასრულების შემდეგ სასტუმრო აღარ აღადგინეს. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მერე „ლონდონი” გლეხთა ცენტრალურ სახლად გადაკეთდა, მოგვიანებით იქ მილიციის სამმართველო იყო გახსნილი, სარდაფში კი საკნები იყო მოწყობილი. 1960-იანი წლებიდან ის საცხოვრებელ სახლად გადააკეთეს. არსებობს არაოფიციალური ვერსია, რომ საქართველოს გასაბჭოების პირველ წლებში „ლონდონში” ბორდელი იყო გახსნილი და მსუბუქი ყოფაქცევის ქალები ნომრებში ემსახურებოდნენ კლიენტებს. 

„გრანდ ოტელი”

სასტუმრო „ლონდონის” მოპირდაპირე მხარეს, ზედ „მშრალ ხიდზე”, ამჟამინდელ ხიდის ქუჩაზე, 1881 წელს გახსნილი სასტუმრო „გრანდ ოტელი” ფუნქციონირებდა. სასტუმროს ხუთსართულიანი შენობის ნაწილი ეკავა, იქვე იყო გახსნილი მაღაზია, აფთიაქი და საზოგადოება „ღუზის” კანტორა. „გრანდ ოტელს” საკმაოდ კარგი რეპუტაცია ჰქონდა და მაღალი რანგის სტუმრებს მასპინძლობდა, მათ შორის მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს, კოლექციონერსა და ფილანტროპს, გალუსტ გიულბეკიანს, რომელიც თბილისს 1888 წლის შემოდგომაზე ესტუმრა. იმ პერიოდში ეს სასტუმრო „ბერლინის” სახელით იყო ცნობილი, 1890-იან წლებში კი სასტუმროს კვლავ ძველი სახელწოდება – „გრანდ ოტელი” დაუბრუნდა. საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ „გრანდ ოტელმა” მუშაობა შეაჩერა და ის საცხოვრებელ სახლად გადააკეთეს.

скачать dle 11.3