კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის მილიარდერებს შორის ყველაზე ძუნწი და რატომ უწოდებენ ნიკოლას ბერგრიუენს უსახლკარო მილიარდერს

ისინი ყველასგან განსხვავებულები არიან. ეკონომიას აკეთებენ ელემენტარულ ნივთებზე, მაგრამ, ხარჯავენ მილიონობით დოლარს ექსტრემალური სპორტის სახეობებში, სახლში კი საკუთარი პინგვინები ჰყავთ... – საუბარია ყველაზე ექსცენტრიკულ მილიარდერებზე, რომელთა შესახებ „თბილისელების” ამ ნომრიდან შეიტყობთ.

ჰოვარდ ჰიუზი

ყველა დროის ყველაზე ექსცენტრიკულ მილიარდერად მეოცე საუკუნეში მცხოვრები ამერიკელი მაგნატი, ინვესტორი, ავიატორი, ფილანტროპი და რეჟისორი ჰოვარდ ჰიუზი სახელდება. ჰიუზი გავლენიანი და მდიდარი ოჯახიდან იყო – მამამისი მილიონერი გახლდათ. 19 წლის ასაკში, მშობლების გარდაცვალების შემდეგ, ჰოვარდმა მემკვიდრეობით მიიღო საოჯახო ბიზნესი – კომპანია „ჰიუზ ტული”. ჰიუზი დაკავებული იყო კინოწარმოებით ჰოლივუდში და 1938 წელს მისი პროდიუსერობით გადაიღეს ცნობილი განგსტერული დრამა „ნაიარევი სახე”. გარდა ამისა, ჰიუზს ეკუთვნოდა თვითმფრინავების ქარხანა და ის თავადაც პილოტი გახლდათ. 1938 წელს მან დაამყარა მსოფლიო რეკორდი, როდესაც პლანეტას 91 საათში შემოუარა გარშემო. 1947 წელს ის სასწაულებრივ გადაურჩა სიკვდილს ავიაკატასტროფის დროს. ჰოვარდ ჰიუზს ჰქონდა ობსესურ-კომპულსური აშლილობა – მას მანიაკალურად ეშინოდა ინფექციების. ეს ფობია მას დედისგან გადაედო. ჰიუზი იკეტებოდა ოთახში და არ გამოდიოდა იქიდან კვირების განმავლობაში; არ იჭრიდა თმასა და ფრჩხილებს; შიშველი იჯდა სავარძელში და ფილმებს უყურებდა. დათვლილია, რომ ჰიუზმა ზედიზედ 150-ჯერ ნახა ფილმი „პოლარული სადგური „ზებრა”. გარდა ამისა, ჰიუზის გატაცება იყო მარცვლების განცალკევება სიდიდის მიხედვით. 

რიჩარდ ბრენსონი

კორპორაცია „ვირჯინის” დამაარსებლის 63 წლის რიჩარდ ბრენსონის ცხოვრების სტილი ბევრისთვის არაჩვეულებრივი და რისკებით აღსავსეა. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბრენსონის კომპანიის მთავარი რგოლი ხმის ჩამწერი სტუდია „ვირჯინ რეკორდსი” იყო, რომელიც მოგვიანებით მან გაყიდა. სხვადასხვა დროს ბრენსონი დაკავებული იყო ავიაგადაზიდვებით, სარკინიგზო ბიზნესით, საკაბელო ქსელებით, მედიცინით, გამომცემლობით და ასე შემდეგ. ბრენსონს ექსტრემალური სპორტის სახეობები იზიდავს და მას სიცოცხლის რისკის ფასად არაერთი არაორდინარული რეკორდი აქვს დამყარებული. მან დიდი საჰაერო ბურთით შემოუფრინა მსოფლიოს, მაქსიმალური სიჩქარით გადაუფრინა ატლანტის ოკეანეს, ავტომობილი-ამფიბიით ყველაზე სწრაფად გადაცურა ლა-მანშის სრუტე. თავის ცხოვრებაზე ბრენსონს რამდენიმე წიგნი აქვს დაწერილი.

ნიკოლას ბერგრიუენი

გერმანული წარმომავლობის მქონე ამერიკელ ბიზნესმენს, საინვესტიციო კომპანია „ბერგრიუენ ჰოლდინგსის” დამაარსებელს, ნიკოლას ბერგრიუენს, ყველაფერი აქვს ოჯახისა და სახლის გარდა. 2 მილიარდი დოლარის კაპიტალის მქონე ბიზნესმენი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ელიტური საცხოვრებელი სახლების აშენებით არის დაკავებული, თავად კი ძირითადად სასტუმროებში ცხოვრობს. ბერგრიუენი უსახლკაროა და, ამის მიუხედავად, თავს ბედნიერად გრძნობს. ის აგროვებს ხელოვნების ნიმუშებს და შემდგომ მათ მუზეუმებს სჩუქნის. გარდა ამისა, ნიკოლასი დიდ დროს უთმობს თავისი ანალიტიკური ცენტრის „ნიკოლას ბერგრიუენ ინსტიტუტის” მუშაობას.

ინგვარ კამპრადი

ცნობილი კომპანია „იკეას” დამაარსებელი, შვედი ინგვარ კამპრადი ცნობილია ტოტალური ეკონომიისა და ასკეტიზმის მიმართ სიყვარულით.  „ფორბსის” მონაცემებით, კამპრადის კაპიტალი 3 მილიარდი დოლარია, ხოლო „ბლუმბერგის” ცნობით 43 მილიარდი დოლარი. ამის მიუხედავად, 86 წლის კამპრადი ეკონომ-კლასით დაფრინავს, იაფიან ტანსაცმელს ყიდულობს, ჰყავს ოც წელზე მეტი ხნის „ვოლვო”, ჩერდება იაფფასიან სასტუმროებში და თავის ქვეშევრდომებს, ეკონომიის მიზნით, თაბახის ფურცლების ორივე გვერდზე წერას აიძულებს. 1976 წლიდან კამპრადი შვეიცარიაში ცხოვრობს, რადგან შვედეთში მდიდრები სპეციალურ გადასახადებს იხდიან. ინგვარ კამპრადი პლანეტის ყველაზე ცნობილი ძუნწი მილიარდერია.

ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს ყველაზე ექსცენტრიკული მილიარდერების რეიტინგში მოხვდა. ცნობილია, რომ ივანიშვილი პროფესიით ეკონომისტი და ინჟინერია, თავისი დიდძალი კაპიტალი კი მან რუსეთში დააგროვა. თავდაპირველად ის ტელეფონებითა და კომპიუტერებით ვაჭრობდა, შემდგომ დაკავდა მეტალურგიითა და საბანკო საქმით, ხოლო ბოლო წლებში პოლიტიკურ სარბიელზე გააქტიურდა და შექმნა კოალიცია „ქართული ოცნება”, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ივანიშვილი თბილისში, შუშის სასახლეში ცხოვრობს, რომელიც იაპონელმა არქიტექტორმა შინ ტაკამაცუმ დააპროექტა. მშობლიურ სოფელ ჭორვილაში კი, გავრცელებული ვერსიის თანახმად, ივანიშვილს კერძო ზოოპარკი აქვს, სადაც პინგვინები, ლემურები და ზებრები ბინადრობენ.

კლაივ პალმერი

პლანეტის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ავსტრალიელმა, სამთო-მომპოვებელი კომპანიისა და ტურისტული კურორტების მფლობელმა კლაივ პალმერმა, 1912 წელს აისბერგთან შეჯახების შედეგად ჩაძირული „ტიტანიკის” ზუსტი ასლის აგება გადაწყვიტა. ახალი „ტიტანიკი” თავისი წინამორბედისგან იმით იქნება განსხვავებული, რომ აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნიკითა და თანამედროვე სანავიგაციო სისტემით, სხვა მხრივ კი, ზომებს ძველი ნახაზების მიხედვით დაიცავენ. მეორე „ტიტანიკს” უკვე აშენებენ ჩინეთში და მისი წყალზე გაშვება 2016 წელს იგეგმება. ცნობილია პირველი მარშრუტიც: ლონდონი – ნიუ-იორკი. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პალმერი დინოზავრების კლონირებითაც არის დაკავებული, ზუსტად ისე, როგორც ეს ხდება სტივენ სპილბერგის გახმაურებულ ფილმში „იურიული პერიოდის პარკი.” 

სერგეი პოლონსკი

სამშენებლო ბიზნესში ჩართული რუსი ოლიგარქი სერგეი პოლონსკი ერთ-ერთ ყველაზე ექსცენტრიკულ რუს ბიზნესმენად ითვლება. 2008 წელს მან პირობა დადო, რომ, თუკი მისი კომპანიის – „მირაქს გრუპის” მიერ აშენებული სახლების ფასი არ მოიმატებდა, ის პირდაპირ ეთერში ჰალსტუხს შეჭამდა. ფასებმა არ მოიმატა და პოლონსკის ჰალსტუხის ნაწილის შეჭმა მოუხდა. პოლონსკის არაერთხელ აქვს ნაჩვენები ჟურნალისტებისთვის საკუთარი თავის ტვინის ტომოგრაფია, რომ იგი ჯანმრთელია. პოლონსკის სახელთან დაკავშირებული სულ ბოლო სკანდალი ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე გახდა ცნობილი, კერძოდ, კამბოჯის პოლიციამ რუსი ოლიგარქი, მეგობრებთან ერთად, 31 დეკემბერს დააკავა კამბოჯელი მეზღვაურების შეურაცხყოფის გამო. როგორც ამბობენ, ისინი დანის მუქარით აიძულებდნენ მეზღვაურებს ნავიდან გადახტომას. 

გერმან სტერლიგოვი

რუსი მეწარმე, პირველი რუსული სავაჭრო ფონდის დამაარსებელი და მულტიმილიონერი გერმან სტერლიგოვი, 2004 წელს, ყველასთვის მოულოდნელად,  ოჯახთან ერთად სოფელში გადავიდა საცხოვრებლად და სოფლის მეურნეობით დაკავდა. სტერლიგოვი ხის სახლში ცხოვრობს, არ იპარსავს წვერს, ქალებს უკრძალავს შარვლის ჩაცმას, უარყოფითი რეაქცია აქვს ნაძვის ხისა და აბორტების მიმართ. მისი აზრით, მსოფლიო არასწორი კალენდრით ცხოვრობს და მიაჩნია, რომ იესო ქრისტე დადგენილ თარიღთან შედარებით 8 წლით გვიან დაიბადა. საკუთარ თავს სტერლიგოვი მორწმუნე მართლმადიდებლად მიიჩნევს, თუმცა, ყველა სასულიერო პირს ერეტიკოსად თვლის. სოფელში სტერლიგოვი თავის მიერვე მოჭრილ ფულზე იძენს პროდუქტებს – საქმე ისაა, რომ მონეტები ბაჯაღლო ოქროსგან არის მოჭრილი.

скачать dle 11.3