კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაიწუნეს ჩინელი ბიჭი კანის ფერის გამო სამსახურში

 

გამარჯობა, დედა, როგორ ხარ? ძალიან მენატრებით ყველა. მე არა მიშავს, ძველებურად, ჩვენებურ იაფფასიან რაღაცეებს ვყიდი ძვირად. 

დედა, მე გადავწყვიტე, რომ ვაჭრობისთვის თავი დამენებებინა და მუშაობა დამეწყო სადმე. შემოსავალი, ალბათ, ნაკლები იქნება, მაგრამ, სამედიცინო ხარჯებიც შემცირდება – ისე ხშირად აღარ მცემენ.

საქართველოში სამსახურის მოძებნა ძალიან ძნელია – მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება უნდა გქონდეს იმ პოზიციაზე, რაზეც გინდა, რომ მუშაობა დაიწყო. ამიტომაც, აქ ბიჭები ძირითადად დაცვაში მუშაობენ და ხელფასი ორი დღეც არ ჰყოფნით. გოგოები ცდილობენ, ფიარმენეჯერად დაიწყონ მუშაობა, მაგრამ, ვერ იწყებენ. ასაკოვანი კაცები ძირითადად ტაქსის მძღოლებად მუშაობენ, ქალები კი ბაზარში ვაჭრობენ. მოსახლეობის ნაწილი ქვეყნიდან არის წასული ევროპაში. ქალები, ძირითადად, მოხუცებს უვლიან, კაცები კი ტანსაცმელს იპარავენ სუპერმარკეტებში. პასპორტის გარეშე ძალიან ჭირს სამსახურის მოძებნა. ნეტავ ქართველებივით  ვიყოთ ჩინელები. ესენი, თურმე, საზღვრებს გარეთ თუ შეხვდებიან თავისი ქვეყნიდან ვინმეს, აუცილებლად თავისთან მიჰყავთ და ეხმარებიან. თუმცა, ეს ყველაფერი მერე დიდი ჩხუბითა და გინებით მთავრდება ხოლმე. სადაც მივედი, ყველგან უარით გამომისტუმრეს. რატომღაც, ყველას ბინძური ვგონივარ ჩემი კანის ფერის გამო, არადა, თვე არ გავა, რომ არ ვიბანაო.

ვიფიქრე, მეც დაცვაში ხომ არ ვიმუშაო-მეთქი და ერთ-ერთ ფირმაში მივედი, მაგრამ, ვიღაც ძალიან დიდი და მსუქანი კაცი დამხვდა და ასე მითხრა: შენ ვინ უნდა დაიცვა, შენ თვითონ დასაცავი ხარ, შე უბედუროო. მე მოვატყუე, კარატისტი ვარ-მეთქი – აქ ყველა ჩინელი კარატისტი ჰგონიათ. დაფიქრდა და მითხრა, კარგი, ერთი დღით აგიყვანო. მომცეს ფორმა და ხელკეტი და რომელიღაც რესტორანში გამიშვეს ღამით. სამი საათიც არ იყო გასული ჩემი სამსახურის დაწყებიდან, რომ ვიღაც მთვრალებმა მაგრად მცემეს. კარატე რომც მცოდნოდა, იქ მაინც ვერაფერს ვიზამდი, იმიტომ რომ რესტორანში მთვრალი ქართველები ძირითადად ცარიელი ბოთლებითა და დამტვრეული სკამის ფეხებით ჩხუბობენ. მოკლედ, მკურნალობის ნაცვლად იმ დღესვე გამომაგდეს სამსახურიდან. უფროსმა მითხრა, – ბრუს ლი ხარ თუ კონფუცი, ექვსი კაცი როგორ მოგერიაო.

მშენებლობაზე მივედი და ასე მითხრეს, აგურზე დიდი რომ გაიზრდები, მერე მოდიო. მე ხომ თმის შეჭრა ვიცი და სილამაზის სალონში მივედი. ადმინისტრატორმა ვიღაც გამხდარ გოგოზე მიმითითა და მითხრა, ამას თუ მოერევი ჭიდაობაში, აგიყვანთო. ავდექი და გამოვბრუნდი. იმ გოგოს კი მოვერეოდი რამენაირად, მაგრამ, მერე აუცილებლად მისი ძმა ან ქმარი მცემდა. 

რაღაც ფირმაში მივედი – დამლაგებლად ვიმუშავებ-მეთქი, მაგრამ, ასე მითხრეს, შენ თვითონ ვერ ხარ დალაგებულიო. 

ტაქსის მძღოლად რომ დაიწყო მუშაობა, მართვის მოწმობა და ორი უმაღლესის დიპლომი უნდა გქონდეს თურმე, მე კი არც ერთი არ მაქვს.

დედა, გადავწყვიტე, ისევ ვაჭრობა გავაგრძელო, მეტი გზა არ არის. თანაც, ფული გვაქვს მოსაგროვებელი, ხუნხუა იმ ქართველის ცოლად მოყვანას აპირებს და, ლეიბი და საბანი უნდა ვიყიდოთ, რომ ის გოგოც დავაწვინოთ სადმე. ადგილი კი გვაქვს – ლუსი თავის მასაჟის სალონში გადავიდა საცხოვრებლად და თავისი ლეიბი და საბანი თან წაიღო. ხუნხუას შეყვარებული გავიცანით. კარგი გოგოა, არც იგინება და არაფერი. სტუდენტია, რომელიღაც პროვინციის სოფლიდან ჩამოვიდა თბილისში და, თურმე, თავის სოფელში ამაყობს, უცხოელს მივყვები ცოლადო. დედა, აქ, როგორც იცი, უცხოელები არ უყვართ, მაგრამ, თუ გოგო ცოლად მიჰყვება, ყველას უხარია. არ ვიცი, რატომ. 

ეს არის სულ, დედა. დანარჩენს მერე მოგწერ. ძალიან მენატრებით. გკოცნით.

 

 

скачать dle 11.3