ანეკდოტები
ქალს ყველაფერი ლამაზი უნდა ჰქონდეს‚ სული‚ აზრები‚ ისიც‚ რაც თქვენ გაიფიქრეთ... კი‚ კი‚ ერთიც და მეორეც.
***
ოლიგარქი ზღვის სანაპიროზეა. ხედავს ოქროს თევზია‚ ჩაყო ხელი და ამოიყვანა:
– აბა‚ მომიგონე სამი სურვილი...
***
ორი ბიჭი საუბრობს.
– როცა შინ ვაგვიანებ‚ მამა ქამრით მცემს.
– მე – არა.
– როგორ ახერხებ?
– როცა მამა ქამარს იხსნის‚ შარვალი ძვრება... და დედა კიდევ ნახევარი საათით მიშვებს გასართობად.
***
ქმარი გვიან ბრუნდება შინ.
– ვერაფრით მიხვდები სად ვიყავი...
– მიხვედრით კი მივხვდები‚ მაგრამ ჯერ შენს ვერსიას მოვისმენ.
***
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ისმის ყვირილი პალატიდან:
– მე ღვთის მოციქული ვარ დედამიწაზე!
ხმა მეორე პალატიდან:
– მე არავინ გამომიგზავნია?!
***
ალკოჰოლს საბოლოოდ ვუთხარი „არა“‚ მაგრამ არაფერი ესმის.
***
– ქალო‚ კუტუზოვმა მოსკოვი დაწვა და გმირია‚ მე კი მხოლოდ ერთი ტაფა კარტოფილი დამეწვა და შტერი‚ მოუხერხებელი და ხელჩოგანა ვარ?!
***
გადმოდგა გორაზე გოლიათი სვანი და ხმამაღლა იძახის:
– აბა‚ ათი მეგრელი‚ ვისაც გული გერჩით‚ ამოდით‚ შევებათ ერთმანეთს.
შეგროვდა ათი მეგრელი და ავიდნენ. ორი დღის შემდეგ ისევ გადმოდგა ის გოლიათი.
– აბა‚ ვისაც არ შეგეშინდათ... ათ მეგრელს ვიწვევ‚ ამოდით‚ შევებათ.
კიდევ შეგროვდა ათი მეგრელი, ავიდნენ... ორი დღის შემდეგ ისევ გადმოდგა გოლიათი.
– აბა‚ შემდეგი ათი მეგრელი!
ამ დროს გორაზე გადმოფორთხდა ერთი გადარჩენილი მეგრელი და ყვირის:
– არ ენდოთ‚ გვატყუებს‚ ჩასაფრებაა... იქ კიდევ ორია!
***
საფოსტო განყოფილებაში მაგიდასთან მოკალათებულა მამაკაცი. წინ გულებით ლამაზად გაფორმებული ღია ბარათების მთელი მთა დაუხროვებია და სათითაოდ სვამს შტამპებს: „სიყვარულით... გამოიცანი‚ ვინ ვარ“‚ შემდეგ სუნამოს აპკურებს... დაინტერესდა ერთი მამაკაცი‚ მიუახლოვდა და ეკითხება:
– ხომ ვერ ამიხსნით‚ რას აკეთებთ?
– წმიდა ვალენტინობას ვულოცავ ქალბატონებს.
– კი მაგრამ‚ რამდენს?
– მე ხომ ადვოკატი ვარ და განქორწინებაზე ვმუშაობ.
***
სამხედრო ქვედანაყოფში სადღესასწაულო თარიღს აღნიშნავენ.
გენერალი ამბობს:
– მოდი‚ ჯანმრთელობის სადღეგრძელო დავლიოთ.
– არა‚ იღბალს გაუმარჯოს! – წამოდგა მაიორი.
– დაჯექი‚ მაიორო‚ შენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ და არ იცი‚ ჯანმრთელობის ფასი. აი‚ მე გუშინ‚ ისეთი იღბალი შემხვდა‚ მაგრამ.... ჯანმრთელობა არ მეყო.
***
ბადროს მტყორცნელების შეჯიბრებაა. ერთი მეორეს ეუბნება:
– დღეს ძალიან უნდა მოვინდომო‚ ტრიბუნაზე‚ მეათე რიგში ჩემი სიდედრი ზის.
– ტყუილა ეცდები.... მაინც ვერ მიაწვდენ.
***
სვანს შვილი ურეკავს:
– მამა‚ გავთხოვდი.
– არაფერი არ ვიცი‚ დაღამებამდე სახლში უნდა იყო.
***
მიდის ტიპი კოლმეურნეობის თავმჯდომარესთან, სამსახურში ამიყვანეო. რა შეგიძლიაო. ცხოველების ენა მესმისო. მივიდა ძროხასთან.
– მუუუ...
– მუუუ... პასუხობს ძროხა.
– ძროხა ამბობს‚ 15 ლიტრი რძე მოვიწველე‚ მწველავმა 10 ლიტრი გააფორმა‚ 5 სახლში წაიღოო.
შეამოწმეს‚ მართალი გამოდგა.
მივიდა ღორთან.
– ღრუტ...
– ღრუტ... გამოეპასუხა ახლა ღორი.
– ღორი ამბობს‚ 7 გოჭი მოვიგე‚ მეღორემ 5 გააფორმა‚ 2 სახლში წაიყვანაო.
მივიდნენ მის საღორეში – მართალი აღმოჩნდა.
– კარგი‚ აგიყვან სამსახურშიო.
და გაუდგნენ კანტორისკენ გზას. შემოხვდათ ვირი‚ დაინახა ესენი და დაიწყო ყროყინი.
– არ დაუჯერო‚ ერთხელ იყო და ისიც სიმთვრალეში‚ – ხელები გაასავსავა თავმჯდომარემ.
***
ქალური ლოგიკა იმისთვის შეიქმნა‚ რომ არიოს კაცის ფსიქიკა.
***
ვეტერინარულ კლინიკაში მამაკაცი რეკავს:
– ნახევარ საათში თქვენთან ჩემი სიდედრი ძაღლს მოიყვანს. თუ შეიძლება‚ ისეთი ნემსი გაუკეთეთ‚ რომ არ იწვალოს და მაშინვე მოკვდეს.
– კი‚ მაგრამ‚ ძაღლს ვინ წაიყვანს?
***
კლასში დირექტორი და ახალი მასწავლებელი შედიან.
– გლობუსზე პრეზერვატივი ვინ ჩამოაცვა? – კითხულობს დირექტორი.
– რა არის გლობუსი?
– ამას თქვენი ახალი გეოგრაფიის მასწავლებელი აგიხსნით.
***
ქმარი დილას ბრუნდება სახლში.
– იცი‚ საყვარელო‚ ბიჭებმა გადავწყვიტეთ‚ სადმე ფეხბურთის საყურებლად წავსულიყავით.
– ჩემო სუპერმენო!
– მერე მოგვშივდა...
– ჩემო სუპერმენო!
– ცოტა დავლიეთ...
– ჩემო სუპერმენო!
– რა სუპერმენი აგიტყდა‚ რატომ ვარ სუპერმენი?
– ტრუსებს შარვალზე მხოლოდ სუპერმენები იცვამენ.
***
– ვინ არის სიდედრი?
– მისი დედა...