მხოლოდ ფაქტები
* ლათინური სიტყვა – „კრედიტი“ – ნდობას ნიშნავს.
* ქალაქის პოლიცია პირველად ლონდონში დააარსა ვინმე რობერტ პალმა, 1829 წელს.
* ბაბილონური ღმერთი, რომელიც დედამიწის თავდაპირველ მფარველად ითვლებოდა იყო... ცა.
* ბრუტუსი – ბრიყვი, – ასეთი მეტსახელი მიიღო მეფე ტარკვინიუს სუპერბუსისგან (ამაყისგან) რომაელმა ახალგაზრდამ, ლუციუს იუნიუსმა. იგი ცდილობდა, გადაერჩინა საკუთარი სიცოცხლე და თავს შეშლილად ასაღებდა. მოგვიანებით მან რომში რესპუბლიკა დაამყარა. ის იულიუს კეისრის მკვლელის, ასევე იუნიუს ბრუტუსის პირდაპირი შთამომავალი იყო.
* „ამფორას“ ბერძნები ორსახელურიან ჭურჭელს ეძახდნენ.
* პირველი საბჭოთა ჟურნალი იყო „ჩრდილოეთის ნათება“. მისი რედაქტორი ცნობილი მწერლის, მაქსიმ გორკის შვილი ალექსეი გორკი იყო.
* საავტომობილო ფირმა „ფერარის“ ქარხნებსა და დაწესებულებებს „საჯინიბოებს“ ეძახიან.
* ვანადიუმი – ძველი სკანდინავიური სილამაზის ქალღმერთის სახელი ამ ლითონმა თავისი მარილების ლამაზი ფერების გამო მიიღო.
* ბერძნულად „ანათემა“ – „წყევლას“ ნიშნავს.
* პოლ მაკარტნი ცაცია იყო და გიტარაზე დაკვრაში სარკის დახმარებით მეცადინეობდა.
* 1808 წელს ესპანეთში ბრუნვაში შემოსულ მონეტას მცირე ზომის გამო პესეტა დაერქვა (პესო – პესეტა).
* 1810 წლის სექტემბერში ესპანეთში, ქალაქ კადისში შეკრებილ პარლამენტში, კონსტიტუციური მონარქიის მომხრეების პარტიამ მიიღო სახელი – ლიბერალები.
* ფრანგული პროვინციის – დოფინეს ყოფილ მფლობელთა გერბზე გამოსახული იყო... დელფინი.
* სეგუნი – ასეთი ჩინი ენიჭებოდათ შუა საუკუნეების იაპონიაში სადამსჯელო რაზმების მეთაურებს.
* „ჰალვა“ – არაბულად „ტკბილეულს“ ნიშნავს.
* გვიან შუა საუკუნეებში ევროპა და რუსეთი ქალაქ მეჰელენში (მალინში) დამზადებული ზარებით მარაგდებოდა.
* ცოლთან ნაჩხუბარი ლევ ტოლსტოი სახლიდან წამოვიდა და რკინიგზის სადგურზე გაიყინა.
* ქალაქ დალასში არსებობს კენედის მუზეუმი.