შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 1995 წლის 1 აპრილს, პირველის წუთებზე. რომელ სფეროში ელის წარმატება და რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთან ექნება სტაბილური ოჯახი?
პასუხი: თქვენი შვილისთვის სასიყვარულო-საოჯახო ურთიერთობა მისაღებია შემდეგი ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებულ ადამიანთან: მორიელთან, თევზებთან, კუროსთან ან ქალწულთან. არ ვურჩევ ურთიერთობას მშვილდოსანთან. პროფესიებიდან კი მისაღებია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ოკულტიზმი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სამეცნიერო კვლევა, მანქანების ბიზნესი, არქიტექტურა, მანქანათმშენებლობა, საინჟინრო საქმიანობა, ფსიქოთერაპია.
კითხვა: დავიბადე 1986 წლის 20 სექტემბერს. რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე?
პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოთ სამშობლოს პატრიოტი, კარგად ერკვეოდეთ ადათ-წესებში, ისტორიაში, ტრადიციებში. უნდა შეინარჩუნოთ სტაბილური საოჯახო, პარტნიორული ურთიერთობები. უფრო მეტად დაეყრდნოთ ინტუიციას, იყოთ ფრთხილი და წინდახედული, ისწავლოთ საიდუმლოს დაცვა. ასევე, უნდა იყოთ ორგანიზებული და ერთგული და ირგვლივაც ერთგული ადამიანები უნდა შემოიკრიბოთ. გახდეთ ნებისყოფიანი, მომთმენი, შრომისუნარიანი, ბრძოლისუნარიანი. ასევე, ხარჯოთ ფული ყაირათიანად – ყოველივე ეს თქვენთვის გამარჯვების მომტანი ფაქტორებია.
კითხვა: დავიბადე 1988 წლის 25 აპრილს, ღამის საათებში. მინდა უცხოეთში წასვლა. რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები?
პასუხი: თქვენი კოსმიური მისია უკავშირდება სამშობლოსა და მის სამსახურს. თუმცა, უცხოეთში წასვლა დროებით საცხოვრებლად და სამუშაოდ არ არის ურიგო. ქვეყნებიდან კი მეტად მისაღებია: ინგლისი, დანია, ავსტრალია, ყაზახეთი, ვიეტნამი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – დასავლეთი მხარე, შვედეთი, ჰოლანდია, შოტლანდია, თურქეთი, უზბეკეთი, ინდოეთი, იტალიიდან – ვენეცია.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2003 წლის 7 თებერვალს. რა არის მისი კარმული მისია?
პასუხი: თქვენი შვილის კარმული მისიაა, წარმოაჩინოს სულიერი თვისებები, იყოს აქტიური, ინიციატივიანი, პრაქტიკული, ენერგიული. უნდა შეძლოს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ლიდერული თვისებების გამოვლენა; ასევე, იყოს უშიშარი და მებრძოლი. სადაც შევა, უნდა შეიტანოს სიმშვიდე, ჰარმონია და არა დეპრესია და აგრესია. მეტად დაეყრდნოს ოპტიმიზმსა და კეთილშობილებას. იყოს კანონმორჩილი, სამართლიანი, დიპლომატიური.
კითხვა: დავიბადე 1974 წლის 29 ოქტომბერს. რომელი ქვეყნებია ჩემთვის მისაღები და რომელ პროფესიაში მელის მეტი წარმატებები ბარიერების გარეშე?
პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმული მისია ნამდვილად არ არის, ანუ, ზოგადად, ის საშუალოა. ქვეყნებიდან კი შედარებით მისაღებია: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე; ლიტვა, საბერძნეთი, ესპანეთის ანდალუზიის მხარე, შვედეთის ჩრდილოეთი ნაწილი; ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ვირჯინიის შტატი; თურქეთის დასავლეთი ნაწილი და ბელორუსია. პროფესიებიდან კი წარმატებების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმე, პედაგოგიური სფერო, ლინგვისტიკა, უცხო ენები, მთარგმნელობითი საქმიანობა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, მედიცინა, სოციოლოგია, ჟურნალისტიკა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია.
კითხვა: დავიბადე 1993 წლის 12 ნოემბერს. გთხოვთ, მიპასუხოთ, რომელ პროფესიებში ვიქნები წარმატებული?
პასუხი: თქვენთვის წარმატებების მომტანია შემდეგი პროფესიები: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, საავიაციო ბიზნესი, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმე, სასტუმროების ბიზნესი.