კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გამოჭრა მამამ შვილს ყელი ხერხით და რა როლი შეასრულა სასტიკ მკვლელობაში მოღალატე რძალმა

 სოფელ ჭოგნატის მოსახლეობა დილაუთენია გააღვიძა ქალის განწირულმა კივილმა.  ხმა ქ-შვილების  მრავალშვილიანი ოჯახიდან ისმოდა. იმის მიუხედავად, რომ ისინი სოფლის მოსახლეთაგან მოშორებით ცხოვრობდნენ, კივილი ისე მკაფიოდ გაისმა, თანასოფლელებს ეჭვი არ შეუტანიათ, რომ ხმა ქ-შვილების სახლიდან მოდიოდა. ამისი მიზეზი ისიც იყო, რომ ჩხუბი და ხმაური სოციალურად დაუცველ ოჯახში ბოლო დროს ჩვეულებრივი მოვლენა იყო: მამა – 68 წლის ნუგზარ ქ-შვილი და მისი შვილი – 38 წლის ემზარი, ერთმანეთში ხშირად ჩხუბობდნენ,  ბოლო პერიოდში  კი ისინი უფრო მეტად გადაეკიდნენ ერთმანეთს, რისი მიზეზიც ბინასთან დაკავშირებული ისტორია იყო. 

 სამართალდამცველების მისვლამდე შემთხვევის ადგილზე, რამდენიმე მეზობელი მივიდა, რომლებსაც პატარა, ღარიბულ ბინაში საზარელი სურათი დახვდათ: ემზარ ქ-შვილი საწოლში იწვა ყელგამოჭრილი, საწოლი კი სისხლით იყო მოსვრილი. იქვე ეგდო დანაშაულის იარაღი – საყოფაცხოვრებო დანიშნულების მქონე პატარა ხერხი. დაწიოკებული მცირეწლოვანი ბავშვები გარდაცვლილი მამის ცხედრის ირგვლივ ტრიალებდნენ: იქვე იყვნენ სისხლში ამოსვრილი ოჯახის სხვა წევრებიც: გარდაცვლილის მამა და მეუღლე – შორენა კ-ძე, რომელიც  მეუღლეს დასტიროდა და ამბობდა,  რომ ემზარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამას გამოძიების პროცესშიც ადასტურებდნენ თვითმხილველებიც, რომლებიც შემთხვევის ადგილზე პირველები მივიდნენ.  

ამონაწერი მოწმის, ლეილა ტუღუშის ჩვენებიდან: „ჩემი სახლი ქ-შვილების ბინასთან ყველაზე ახლოს მდებარეობს. როცა ქალის კივილი შემომესმა, მეუღლე გავაღვიძე და ვუთხარი: შორენას ხმაა, ალბათ, რამე ხდება და გადავალ-მეთქი. ჩემმა ქმარმა სასტიკად იუარა, რომ გამომყოლოდა – მე მაგათი თავი არ მაქვს, შენ რაც გინდა, ის ქენიო.  ამ ოჯახზე ყველას აცრუებული ჰქონდა გული, მაგრამ ქალებს გვეცოდებოდა  ბავშვები, რომლებიც სიღარიბეში იზრდებოდნენ და, რითაც შეგვეძლო, ვეხმარებოდით ხოლმე. ნუგზარი სოფელში ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა – ახალგაზრდობაში ორჯერ იყო ნასამართლევი მეზობლების ბინების გაქურდვისთვის. მთელი ცხოვრება უსაქმოდ, ჩხუბსა და აყალმაყალში  ჰქონდა გატარებული. მას შემდეგ, რაც დაქვრივდა, ორჯერ მოიყვანა ცოლი, მაგრამ, ვერც ერთმა ქალმა ვერ გაძლო ამ ოჯახში რამდენიმე თვეზე მეტი. ბოლო დროს ნუგზარი და ემზარი ხშირად ჩხუბობდნენ, ორივე სასმელს ეტანებოდა და, როგორც კი რომელიმე დალევდა, ჩხუბი გარდაუვალი იყო.  ბავშვებს ხან რომელ მეზობელთან უწევდათ ღამის გათევა, ხან – რომელთან. ბოლო ორი თვე მამა-შვილს შორის ურთიერთობა უფრო მეტად დაიძაბა. ისე, რომ ემზარმა არაფერი იცოდა, ნუგზარმა და შორენამ სახლი  და ეზო ჩუმად მიჰყიდეს ჩვენს სოფელში ჩამოსულ ფერმერს, რომელსაც იქვე ახლოს ფერმისთვის მიწები ჰქონდა ნაყიდი. როცა  ემზარმა ეს გაიგო, ცოლს სასტიკად  სცემა, მამასთან კი დიდი შეხლა-შემოხლა მოუვიდა. სოფელი ემზარის მხარეზე იყო –. სად უნდა წასულიყვნენ ოთხი მცირეწლოვანი ბავშვით, ამაზე არც მამამთილმა იფიქრა და არც ბავშვების დედამ, რომელიც გონებრივად შეზღუდული იყო. მეზობლები  ემზარს ვანუგეშებდით – მაგ ფულით რამე პატარა ბინა მოგივათ და იქ გადახვალთ საცხოვრებლადო, მაგრამ, ის  ისე იყო გამწარებული, ცოლსა და მამას მოკვლით ემუქრებოდა. იმ დილით, როცა კივილი გავიგე, ვიფიქრე, რომ ემზარმა მუქარა სისრულეში მოიყვანა-მეთქი, მაგრამ როცა სახლში მივედი, თავად ვნახე ყელგამოჭრილი და  გარდაცვლილი. შორენა ტიროდა –  ემზარმა თავი მოიკლაო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ, ეს  ვერ დავიჯერე. შემთხვევის  ადგილზე მეზობლები მოგროვდნენ, ვიღაცამ პოლიცია გამოიძახა. ემზარის მამა,  ნუგზარი, ხმას არ იღებდა, მხოლოდ შორენა ყვებოდა იმ დეტალებს, თუ როგორ გამოეღვიძა მომაკვდავი  მეუღლის ხროტინის ხმაზე, რომელსაც ყელი საკუთარ საწოლში ჰქონდა გამოჭრილი.”

დანაშაულის იარაღი – პატარა ხერხი,  თავიდანვე გახდა საეჭვო თემა. სამართალდამცველების განცხადებით, ადამიანი ასეთი ხერხით საკუთარ თავზე სასიკვდილო დაზიანებას ვერ მიიყენებდა. სამართალდამცველებმა დაკითხეს ინციდენტის თვითმხილველებიც, ნუგზარ ქ-შვილმა განაცხადა, რომ  შვილის თვითმკვლელობის შესახებ რძლისგან მაშინ შეიტყო, როდესაც შორენამ ის საწოლში გარდაცვლილი აღმოაჩინა.  შორენა კ-ძემ პირველივე დაკითხვისას  დეტალურად მოუთხრო გამოძიებას  ინციდენტის შესახებ (ამონაწერი მისი ჩვენებიდან): „იმ საღამოს ყველა ადრე დავწექით დასაძინებლად. ემზარი ნასვამი იყო და შემეშინდა, მამასთან კიდევ არ მოსვლოდა კონფლიქტი, ამიტომაც, საწოლამდე მივიტყუე. როგორც კი დაწვა, მაშინვე დაეძინა. მე იმავე ოთახში, მეორე საწოლში ვიწექი ბავშვთან ერთად, ჩემი მამამთილი კი გვერდით ოთახში იწვა. გამთენიისას უცნაური ხმა შემომესმა – ხროტინს ჰგავდა. გავიგე დავარდნის ხმა. საწოლიდან წამოვდექი, შუქი ავანთე და საწოლში სისხლით მოსვრილი ემზარი დავინახე, იქვე ეგდო პატარა ხერხი, რომლითაც ემზარს ყელი გამოეჭრა. მაშინვე ჩემი მამამთილის ოთახში შევვარდი. ნუგზარს ეძინა, გავაღვიძე და ვუთხარი, რომ ემზარმა თავი მოიკლა.  ჩემს კივილზე ბავშვებსაც გამოეღვიძათ და ტირილი დაიწყეს. მალე  ჩვენს ბინაში  მეზობლებიც   მოგროვდნენ და პოლიციაც მოვიდა“.                  

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყო გამოძიება. თვითმხილველთა ჩვენების მიუხედავად, თვითმკვლელობა საკმაოდ ბევრ კითხვის ნიშანს აჩენდა: როგორ გამოიჭრა ყელი  ემზარ ქ-შვილმა საკუთარი ხელით ისე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო პატარა ოთახში, სადაც ოთხ ბავშვსა და მეუღლეს ეძინათ, ძნელი წარმოსადგენი იყო. ბევრ საეჭვო გარემოებას შეიცავდა გარდაცვლილის მამისა და მეუღლის  ჩვენებებიც, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა, თუმცა, ჩანდა, რომ რძალ-მამამთილი ერთმანეთთან შეთანხმებულები იყვნენ. ყველაზე მეტი ინფორმაცია გამოძიებას გარდაცვლილის უფროსმა შვილმა – 12 წლის ნანა  ქ-შვილმა მიაწოდა, რომელმაც მასწავლებლის თანხლებით დაკითხვის დროს განაცხადა, რომ დაინახა, როგორ ეჭიდავებოდა პაპა მამას და როგორ „დაახტა” მას ზურგზე შორენა კ-ძე. რისი დანახვის შემდეგაც, შეეშინდა და საწოლში დაიმალა. საბოლოოდ, გამოძიების მიერ ჩიხში მოქცეულმა  რძალ-მამამთილმა აღიარა, რომ ემზარ ქ-შვილი თავად მოკლეს და ეს მკვლელობა ინციდენტამდე  ერთი თვით ადრე დაგეგმეს. ნუგზარ ქ-შვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, დანაშაულის მოტივი იყო ეჭვიანობა, რომელიც  გარდაცვლილ მამაკაცს გასჩენია მამისა და ცოლის ურთიერთობაზე. მოგვიანებით, მამამთილთან ინტიმური ურთიერთობა აღიარა შორენა კ-ძემაც. მან განაცხადა, რომ მამამთილთან სქესობრივი კავშირი ბოლო ორი წლის განმავლობაში რეგულარულად ჰქონდა. 

ამონაწერი შორენა კ-ძის ჩვენებიდან: „ორი წლის წინ მამამთილმა ჩემთან სქესობრივი კავშირი იძულებით დაამყარა, ამის შემდეგ ჩვენ შორის ასეთი ურთიერთობა რეგულარული გახდა. ორივეს გვეშინოდა, რომ ემზარს ამის შესახებ არ გაეგო, რადგან, რამდენჯერმე იეჭვიანა ჩვენზე. ბოლო პერიოდში, როცა მე და ჩემმა მამამთილმა სახლი ჩუმად გავყიდეთ, იფიქრა, რომ ახალ სახლში მას აღარ წავიყვანდით. ამის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა უფრო მეტად დაიძაბა – ჩვენს სახლში სულ ჩხუბი იყო. მამამთილმა გადაწყვიტა, რომ ემზარი თავიდან მოგვეშორებინა. გადავწყვიტეთ, ის მოგვეკლა და ისე გაგვეკეთებინა, თითქოს თავი მოიკლა. ემზარი თითქოს გრძნობდა ამას და მითხრა კიდეც: სანამ თქვენ მომიშორებთ, მე დაგხოცავთ ორივესო. ეს რომ ჩემს მამამთილს ვუთხარი, მითხრა, რომ უნდა დაგვეჩქარებინა მკვლელობა. იმ ღამეს ემზარი ნასვამი მოვიდა. ღამით სასმელში ძილის წამალს ვუყრიდი ხოლმე და იმ ღამესაც ჩავუყარე წამალი. მაშინვე დაეძინა. მე ჩემი მამამთილის ოთახში გავედი. საწოლში ვიწექით, როცა უცებ ემზარი დაგვადგა თავზე. მამა და შვილი ერთმანეთს ეცნენ და იატაკზე გაგორდნენ. მივხვდი, რომ ემზარი ჯობნიდა მამას, უკნიდან შევახტი და ხელები დავუჭირე. ამ დროს ნუგზარმა იქვე, კუთხეში მიგდებული პატარა ხერხი აიღო და ემზარს ყელში გამოუსვა. სისხლმა იფეთქა და ემზარმა ხროტინი დაიწყო. ის მაშინვე თავის საწოლში ჩავაწვინეთ იქაურობა სისხლიანი იყო, მაგრამ, ამაზე ეჭვს ვერავინ აიღებდა. როცა დავრწმუნდი, რომ მკვლელობის კვალი წავშალე, კივილი ავტეხე, რის შემდეგაც ჩვენს სახლში მეზობლები მოცვივდნენ”. 

ჩადენილი დანაშაულის დეტალები აღიარა ნუგზარ ქ-შვილმაც, რომელმაც განაცხადა, რომ შვილის მოკვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საკუთარი რძალი შეუყვარდა, თუმცა, ცხადია,  ამ  აღიარებამ მას ვერ უშველა – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნუგზარ ქ-შვილს სასამართლომ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მკვლელობის თანამონაწილე შორენა კ-ძეს კი  9 წლით პატიმრობა შეეფარდა. 

скачать dle 11.3