კრიზისის დასაძლევად ესპანელები გაძევებულ ებრაელებს იხმობენ
ესპანეთმა, სადაც მეთხუთმეტე საუკუნეში ებრაელთა ყველაზე დიდი დიასპორა იყო, გადაწყვიტა, გამოასწოროს 500 წლის წინათ დაშვებული შეცდომა – როგორც ცნობილია, 1492 წელს, ინკვიზიციამ 100 ათასამდე ებრაელი-სეფარდი გააძევა ქვეყნიდან, რამაც საკმაოდ ცუდად იმოქმედა სახელმწიფოს ეკონომიკაზე. ახლა კი, 2013 წლის დასაწყისში, როდესაც ესპანეთი კვლავ კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, ხელისუფლებამ გაიხსენა ინკვიზიციის გაკვეთილები და გადაწყვიტა, კვლავ დააბრუნოს ებრაელები. თუ მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოს ესპანეთში 300 ათასი ებრაელი ცხოვრობდა, ახლა მათი რიცხვი 50 ათასს არ აღემატება. დღეს ებრაელებს შეუძლიათ ესპანეთში დაბრუნება, ოღონდ, მათ უნდა დაამტკიცონ, რომ იმ სეფარდების შთამომავლები არიან, რომლებმაც 500 წლის წინათ დატოვეს ქვეყანა და იუდაიზმს აღიარებენ. ამასთან, მათ მხოლოდ ესპანური პასპორტი ექნებათ. აღსანიშნავია, რომ სეფარდებს შორის მსოფლიოში ცნობილი ადამიანებიც არიან.
სხვათა შორის, მუსლიმანურმა ერთობამ შეახსენა ესპანეთის ხელისუფლებას, რომ ინკვიზიციამ არა მხოლოდ იუდეველები, არამედ, ისლამისტებიც განდევნა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სამართლიანობის აღდგენა მუსლიმანთა მიმართ არ განიხილება.