კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ავღანეთში 33 წლის წინ დაკარგული საბჭოთა ჯარისკაცი იპოვეს

სამარყანდელი საბჭოთა ჯარისკაცი – ბახრეტდინ ხაკიმოვი, რომელსაც ახლა შეიხ აბდულა ჰქვია, მეომარ-ინტერნაციონალისტთა საქმეების კომიტეტის ძალისხმევით იპოვეს. კომიტეტი 1992 წლიდან არსებობს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების მთავრობების ხელმძღვანელთა საბჭოსთან. სხვა ამოცანებთან ერთად, მისი მიზანია ავღანეთში ბრძოლების დროს – 1979-1989 წლებში დაკარგულ ჯარისკაცთა მოძიება. ბახრეტდინ ხაკიმოვი 1980 წელს დაიკარგა. ის მხოლოდ ახლა, 23 თებერვალს აღმოაჩინეს ჰერათის პროვინციაში. ასე რომ, 264 ადამიანს, რომლებიც ავღანეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ, ერთი ჯარისკაცი მოაკლდა. ბახრეტდინი 101-ე მოტომსროლელ პოლკში მსახურობდა. 1980 წლის სექტემბერში ის მძიმედ დაიჭრა. ადგილობრივებმა ის იპოვეს, უხუცესმა კი თავისი მფარველობის ქვეშ აიყვანა და სწორედ მან უმკურნალა ბალახებით. ამ საქმიანობით კი ახლა თავად შეიხ აბდულაა დაკავებული. ის მომთაბარე ცხოვრებას ეწევა, საბუთები არ აქვს და ძნელად იგებს რუსულ ლაპარაკს. ხაკიმოვს ძალიან უნდა, ნახოს თავისი ნათესავები, თუ ამის სურვილს ისინიც გამოთქვამენ. თუმცა, მეუღლე, რომელთანაც შვილი არ ჰყოლია, უკვე გარდაცვლილია. 

ყოფილმა ჯარისკაცმა სურათებზე სხვა დაკარგული მეომრებიც ამოიცნო, ზოგიერთზე კი მიუთითა, რომ ავღანეთში არაერთხელ უნახავს, რაც იმის იმედს იძლევა, რომ, შეიძლება, სხვებიც მოინახონ.

კომიტეტმა ავღანეთში დაკარგული სულ 29 სამხედრო იპოვა, რომელთაგან 22 სამშობლოში დაბრუნდა, 7-მა კი დარჩენა ამჯობინა. ექსჰუმაცია გაუკეთდა 15 ნეშტს, რომელთაგან მხოლოდ 5-ის იდენტიფიკაცია მოხდა.

скачать dle 11.3