კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ჩემს ქმარს პატიება არ დაუმსახურებია

გავთხოვდი სიყვარულით, სხვათა შორის, იმ კრიტიკულ ასაკში, როცა ქალი უფრო მეტს ყოყმანობს ხოლმე ამ ნაბიჯის გადადგმას, რადგან, ეშინია, ვაითუ, სწორად არ იქცევა. მოკლედ, 32 წლის ვიყავი. სიყვარულის მიუხედავად, მაინც მეშინოდა, მომავალში როგორ აეწყობოდა ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ, ისევ ლაშამ გადამაწყვეტინა და, არა ხვეწნა-მუდარით ან დარწმუნებითა და პირობების დადებით, არამედ, თავისი უშუალო ხასიათით, კომუნიკაბელურობით, უკომპლექსობითა და ურთიერთობაში გახსნილობით. ერთი სიტყვით, გავყევი ცოლად და პირველი ორი წელიწადი, მართლაც ბედნიერი ვიყავი, მაგრამ, ბავშვის გაჩენის შემდეგ ჩემი ქმარი მთლიანად შეიცვალა, თუმცა, მხოლოდ ჩემ მიმართ. ახლა რომ ვუფიქრდები და ვაანალიზებ ჩვენს მაშინდელ სიტუაციებს, ის დასკვნა გამომაქვს, რომ შვილზე ეჭვიანობდა, უფრო სწორად, ვერ იტანდა, რომ ჩემი ყურადღება, სითბო და მზრუნველობა, რაც მანამდე მხოლოდ მას ეკუთვნოდა, ახლა შუაზე გაიყო და ბავშვზე გადანაწილდა. მაშინ კი ამას ვერ ვხვდებოდი და ძალიან განვიცდიდი. ვერ ვიგებდი, რატომ იყო სახლში სულ გაღიზიანებული; რატომ არ მოსწონდა ჩემი არც ნათქვამი და არც გაკეთებული. ვერ ვიტყვი, რომ შვილი არ უყვარდა, მაგრამ, ეს არ იყო ის გრძნობა, რომელიც მამას უნდა ჰქონოდა ერთადერთი მემკვიდრის მიმართ. თუ სახლში იყო, სულ ბუზღუნებდა, შენიშვნებს მაძლევდა, ყველაფერზე იგინებოდა, ყვიროდა; შეეძლო, აბსოლუტურად უმნიშვნელო მიზეზის გამო (მაგალითად, ჩაი რომ დავუსხი, რატომ არ მოვურიე) სერიოზული ჩხუბი მოეწყო. მიუხედავად იმისა, რომ დაუმსახურებელი წყენის გამო ძალიან ხშირად მიტირია, არც არავისთვის მომიყოლია მისი საქციელის შესახებ და არც მისთვის მითქვამს საყვედური – ჩუმად ვყლაპავდი ყველანაირ შეურაცხყოფას, თვალებში შევციცინებდი და ვცდილობდი, რამით მაინც მომეგო მისი გული, მაგრამ, როგორც ჩანს, შეცდომას ჩავდიოდი, რადგან, ჩემი ასეთი საქციელით საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ყველაფერში თვითონ არის მართალი; რომ ისეთი არ გამოვდექი, როგორიც ეგონა; რომ არჩევანში შეცდა და, ასეთი ცოლის ხელში დაჩაგრულია, როგორც მამაკაცი; რომ სათანადო ყურადღებას არ ვაქცევ და ასე შემდეგ. არადა, სინამდვილეში, ამ ყველაფერზე მე უნდა მქონოდა პრეტენზია, რადგან, ბავშვის გაჩენის შემდეგ, წლების განმავლობაში, არასდროს გახსენებია არანაირი თარიღი, რომელიც მე მიკავშირდებოდა. საერთოდ არ ახსოვდა ჩემი დაბადების დღე (თუმცა ჩემი კი არა, ერთადერთი შვილის დაბადების  დღე არც არასდროს გახსენებია და, როცა მე შევახსენებდი, არც მაშინ მიულოცავს თუნდაც სიმბოლური საჩუქრით. მხოლოდ ერთ სიტყვას ეტყოდა ბავშვს – გილოცავ – და სახლიდან გადიოდა). სამაგიეროდ, თავისი დაბადების დღე არ ავიწყდებოდა: ორი თვით ადრე იწყებდა შეხსენებასაც და სამზადისსაც და, ვაი ჩემი ბრალი, თუ სათანადო პურმარილს არ გავაწყობდი და რამე განსაკუთრებულ საჩუქარს არ მივართმევდი.

სახლში ხომ ასეთი უჟმური, უხასიათო და უცხვირპირო იყო, სამაგიეროდ, როგორც კი გარეთ გავიდოდა, მოჭმუხნილი და უკმაყოფილო სახე გაუსწორდებოდა, ნათელი ღიმილი გადაეფინებოდა და ზრდილობად და კეთილშობილებად იღვრებოდა. მეზობლებით დაწყებული, მისი მეგობრების ცოლებითა და ჩემი მეგობრებით დამთავრებული, ყველა შემომნატროდა: ბედნიერი ქალი ხარ, ასეთი ქმარი რომ გყავს. მთელ ქალაქში ასეთი ერთადერთი იყო და ისიც შენ შეგხვდა, ნამდვილად ბედის რჩეული ხარო. რადგან არავის არაფერს ვეუბნებოდი, არავინ იცოდა, რა უბედურ დღეში აყენებდა ამ „ბედის რჩეულს“ ეს ორსახოვანი იანუსი.

მაგრამ, ეს ყველაფერი, თურმე, „ჟურნალი“ ყოფილა. მთავარი უბედურება მას შემდეგ დაიწყო ჩემს ოჯახში, როცა ერთ დღეს ლაშა გალეწილი მთვრალი მოვიდა სახლში და მითხრა, ჩემი სამსახური დაიხურა და უმუშევარი დავრჩი. ხვალიდან შენ უნდა მარჩინო, რადგან, არსად მუშაობის დამწყები აღარ ვარო. გულს შემომეყარა, მაგრამ, მაინც დავამშვიდე – ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, რამე გამოჩნდება-მეთქი. მან კი მიპასუხა, მაგაზე აღარც იფიქრო, სამსახური აღარ მინდა, მე შინაგანი თავისუფლება მჭირდება. შენ და შენმა შვილმა რაც გინდათ, ის ქენით, მე კი ჩემს თავს უნდა მივხედოო. ვიფიქრე, ნასვამია, რომ გამოფხიზლდება, მერე დაველაპარაკები-მეთქი, მაგრამ, მეორე დღიდან, შემიძლია ვთქვა, რომ, პრაქტიკულად აღარც გამოფხიზლებულა: ყოველდღე სადღაც, ვიღაც უცნობებთან თუ ნაცნობებთან ერთად სვამდა, სახლში შუაღამისას მოდიოდა (ან საერთოდ არ მოდიოდა) და სკანდალებს მიწყობდა. მერე ნელ-ნელა სახლიდან ნივთების გატანა დაიწყო ჩუმად – ყიდდა და თავის ლოთ მეგობრებს პატიჟებდა საქეიფოდ. ყველა ზღვარს რომ გადააბიჯა, მის უახლოეს ძმაკაცებს დავურეკე და დახმარება ვთხოვე. მათაც ერთი-ორჯერ მოინახულეს, პატარა ლექცია წაუკითხეს და, ვერაფერს რომ ვერ გახდნენ, თავი დაანებეს. ერთ დღეს კი, როცა სახლიდან ჩუმად აიღო ბავშვის ნათლობის ჯვარი და გასაყიდად აპირებდა წაღებას, შემთხვევით დავინახე, ხელიდან წავართვი და ვუთხარი, ამას არ გაგატან, რომც მომკლა-მეთქი. როგორ თუ ეს გამიბედეო და ისეთი გამარტყა სახეში, დავეცი, თავი მაგრად დავარტყი და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს, თუმცა, ტვინის შერყევით ვიწექი მთელი კვირა. არც ამ შემთხვევის შესახებ მითქვამს ვინმესთვის, მაგრამ, როგორც კი ფეხზე დავდექი და სიარული შევძელი, მეორე დღესვე შევიტანე გაყრაზე განცხადება. რომ გაიგო, ცოტა კი შეცბა, თუმცა, იხტიბარი არ გაიტეხა და მითხრა, კარგი გიქნია, შენთან ცხოვრება აღარ მინდაო. ძალიანაც არ უნდოდა, მაგრამ, ბინა შუაზე გავყავით, რადგან, ერთად გვქონდა შეძენილი.

უკვე ერთი წელია, გაყრილები ვართ და ერთხელაც არ მოუკითხავს შვილი, თუმცა, სადღა აქვს ამის თავი – სულ მთვრალია. არ ვიცი, რით ირჩენდა თავს, ალბათ, რაც ნივთები დარჩა, ისიც გაყიდა. ამას წინათ კი გავიგე, ბინა დაუგირავებია, პროცენტს ვეღარ იხდის და ბანკი ბინას უყიდისო. სიმართლე გითხრათ, მის მიმართ მხოლოდ სიბრალულის გრძნობა მაქვს დარჩენილი. მეცოდება, რომ ასეთი თავისთავის უბედური გამოდგა, მაგრამ, ნამდვილად არ მინდა, ქუჩაში რომ დარჩება, ისევ მე მომადგეს. ჯერ ერთი, არანაირად არ დაუმსახურებია ჩემგან ყველაფრის პატიება; თანაც, ჩემი შვილი მოზარდია და რა მაგალითი უნდა მისცეს ასეთმა მამამ? არ ჯობია, რომ მამა საერთოდ არ ჰყავდეს?!

მაკა, 45 წლის.

скачать dle 11.3