კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიახლეები

 

ნადალი კუნძულზე ისვენებს

 

ესპანელმა ჩოგბურთის ვარსკვლავმა რაფაელ ნადალმა მძიმე ტრავმა მოიშუშა და ახლახან მექსიკაში, აკაპულკოს საერთაშორისო ტურნირზე მოიპოვა გამარჯვება. ტურნირის დასრულების შემდეგ ნადალმა ერთი კვირა მექსიკურ კუნძულ კოსუმელოს სანაპიროზე დაისვენა, სადაც მას თან მეგობარი გოგონა – ხისკა ახლდა. ცნობილია, რომ ხისკა საკუთარი კარიერის აწყობით არის დაკავებული – ის სადაზღვევო ბიზნესში მუშაობს და ამის გამო ვერ ახერხებს ნადალთან ერთად მოგზაურობას ტურნირებზე, თუმცა, ამჯერად გამონაკლისი დაუშვა და ერთკვირიანი შვებულება საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ რაფაელს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს სუსტი სქესის წარმომადგენელთა შორის, მისი გული, როგორც ჩანს, ხისკას ეკუთვნის, რასაც უამრავი პაპარაცული ფოტო ადასტურებს.

 

კლუბზე ძვირი იახტა

 

რომან აბრამოვიჩის გიგანტური იახტა „ეკლიფსი”, რომლის ფასი ნახევარ მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, რუს ოლიგარქს ათჯერ უფრო ძვირი დაუჯდა, ვიდრე ის თანხა, რაც  მან ლონდონის „ჩელსიში” გადაიხადა. 2003 წელს შეძენილ კლუბს აბრამოვიჩმა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი დაახარჯა, თუმცა, როგორც ჩანს, იახტა კვლავ უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი გამარჯვებული „ჩელსი”. ამჟამად აბრამოვიჩის იახტა ნიუ-იორკის პორტში დგას და, გავრცელებული ცნობის თანახმად, უახლოესი პერიოდის გატარებას ოლიგარქი ნიუ-იორკში აპირებს. 

 

კუნ აგუეროს ახალი რომანი

 

არგენტინის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის” ფორვარდმა კუნ აგუერომ თავისი ახალი გერლფრენდის ვინაობა გაამხილა. აღმოჩნდა, რომ აგუეროსა და დიეგო მარადონას ქალიშვილს, ჯანინას, ოჯახი 27 წლის არგენტინელმა მომღერალმა კარინა ტეხედამ დაუნგრია. განქორწინებამდე აგუერო ამტკიცებდა, რომ ბედნიერია ჯანინასთან ერთად და არგენტინელ ჟურნალისტებს ბინძური ჭორების გავრცელებაში ადანაშაულებდა, ხოლო თავად კარინა ასევე უარყოფდა რომანს აგუეროსთან და ამ ინფორმაციას გამოგონილ ჭორს უწოდებდა. თუმცა, რამდენიმე დღის წინ, კარინას მამამ ოფიციალურად განაცხადა, რომ მის შვილს რომანი აქვს „მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავთან და წყვილი დაქორწინებაზე ფიქრობს.


ნიგერიული უცნაურობა

 

ნიგერიის ქალთა საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტმა, დილიჩუვკუ ონიედინმა განაცხადა, რომ ამიერიდან ლესბოსელებს აეკრძალებათ ფეხბურთის თამაში და ისინი ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას ოფიციალურ ტურნირებში: „ჩვენ ავუკრძალავთ ფეხბურთის თამაშს ნებისმიერ ნიგერიელ ქალს, თუკი ის შემჩნეული იქნება არატრადიციულ სექსუალურ კავშირში”. „ფიფამ“ უკვე გადაგზავნა მოთხოვნა, რათა ნიგერიის მხარემ ახნა-განმარტება გააკეთოს აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, რადგან, ნიგერიელები „ფიფას“ ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.

 

ბარბარა ბერლუსკონი – „მილანის” სექს-სიმბოლო

 

„მილანის” დირექტორთა საბჭოს წევრმა, სილვიო ბერლუსკონის 28 წლის ქალიშვილმა, ბარბარამ, ახლო მომავალში, შესაძლოა, კლუბის მმართველის თანამდებობა დაიკავოს. ამის შესახებ პირველი განცხადება სილვიო ბერლუსკონიმ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ მის შვილს ხელმძღვანელისთვის საჭირო ყველა თვისება აქვს. ბარბარა ფილოსოფიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, თუმცა, ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც რომანი გააბა „მილანის” აწ უკვე ყოფილ ფეხბურთელთან, ბრაზილიელ ალეშანდრო პატოსთან. მომხიბლავი ბარბარა ფეხბურთელების მიმართ გულგრილი რომ არაა, მის შესახებ გავრცელებული ჭორებიც მოწმობს, რომელთა გადაფარვა სილვიო ბერლუსკონის არაერთი მილიონი დოლარი უჯდება.

 

ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი

 

ამერიკელი მოკრივე ბერნარდ ჰოპკინსი მსოფლიო კრივის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონია. 48 წლის მოკრივემ, IBF-ის ვერსიით, მსოფლიოს მეტოქე – ჩემპიონის ტიტულისთვის ფინალურ შეხვედრაში 17 წლით უმცროსი 31 წლის ამერიკელი ტავორისა კლაუდი დაამარცხა და თავისივე რეკორდი მოხსნა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დაწყებამდე ჰოპკინსი არ ითვლებოდა ფავორიტად და კრივის ექსპერტები ჩემპიონობის რეალურ კანდიდატად კლაუდის ასახელებდნენ, თუმცა, ჰოპკინსმა, მსაჯების ერთსულოვანი შეფასებით, ქულებით დაამარცხა მოწინააღმდეგე და ჩემპიონის ქამარს დაეპატრონა. 

 

ჯორდანი ქორწინდება

 

ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი და კლუბ „შარლოტ ბობკეთსის” მფლობელი, 50 წლის მაიკლ ჯორდანი ქორწინდება. 2011 წლიდან სპორტსმენი დანიშნული იყო კუბელ მოდელ ივეტ პრიეტოზე  და, როგორც, ჩანს წყვილმა თავისი ურთიერთობისთვის ოფიციალური სახის მიცემა გადაწყვიტა. ლეგენდარული მაიკლისთვის ეს მეორე ქორწინება იქნება – 1989-2006 წლებში იგი ხუანიტა ვანიზე იყო დაქორწინებული, რომლისგანაც სამი შვილი ჰყავს, ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. 

 

„ჰარლემ შეიკმა” მსოფლიო სპორტშიც შეაბიჯა

 

ინტერნეტ-ვიდეომ – „ჰარლემ შეიკმა,” ბოლო ერთი თვის განმავლობაში არაერთი ცნობილი და სახელოვანი სპორტსმენი ჩაითრია და „იუთუბის” ყველაზე პოპულარულ ვიდეოდ აქცია. ბერლინის „ჰერტამ”, „მანჩესტერ სიტიმ”, „მაიამი ჰითმა”, „სუონსიმ”, იან რაშმა, დირკ ნოვიცკიმ და კიდევ უამრავმა სხვა სპორტსმენმა, უკვე მოასწრო ვიდეოს ჩაწერა და ინტერნეტში განთავსება. ვიდეოს მთავარი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ, სხვადასხვა კოსტიუმში გამოწყობილი სპორსტმენები ელექტრონულ მუსიკაზე უცნაურ მოძრაობებს აკეთებენ. მსგავსი ვიდეო უკვე გადაიღო ქართულმა სარაგბო გუნდმა „დევებმა”, რომელთა ვიდეოს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს ქართველ ინტერნეტ-მომხმარებლებში.

 

скачать dle 11.3