კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვა საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველმა ქალბატონმა ციმბირში სამუშაოდ წასული ძმა 22 წლის შემდეგ

 

60 წლის თამარ ვლადიმერის ასული წყაროაშვილი ეძებდა 52 წლის ომარ ვლადიმერის ძე წყაროაშვილს.

 

ისტორია: ვეძებ ჩემს ძმას – 1960 წლის 16 აპრილს დაბადებულ ომარ  ვლადიმერის ძე წყაროაშვილს. ოთხი დედმამიშვილი ვართ – ორი და და ორი ძმა,  ომარი ჩვენი უმცროსი ძმაა. 1991 წლის აპრილში ომარი სამუშაოდ წავიდა ციმბირში, კემეროვოს მხარეში და მას შემდეგ ჩვენ ის აღარ გვინახავს, მისგან წერილიც არ მიგვიღია. ძალიან გთხოვთ, ძმის პოვნაში დამეხმაროთ. ამჟამად მე საბერძნეთში, ქალაქ ათენში ვიმყოფები და ყოველთვის ვკითხულობ თქვენს რუბრიკას. იმედია, ძმის პოვნაში დამეხმარებით.

 ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია დაიბეჭდა რუბრიკა „დაკარგულებში“. საბედნიეროდ, დედმამიშვილებმა იპოვეს ერთმანეთი და მათ შორის კავშირი აღდგენილია. ომარ ვლადიმერის ძე წყაროაშვილი თავად დაუკავშირდა თავის ოჯახს, განშორების 22 წელი დასრულდა. რუბრიკა „დაკარგულები“ ულოცავს ქალბატონ თამარს ძმის პოვნას. დაწვრილებით კი თავის ისტორიას ჩვენს მკითხველს თავად ქალბატონი თამარი გააცნობს, რომელიც ამჟამად საბერძნეთში, ქალაქ ათენში იმყოფება.

– ქალბატონო თამარ, გვიამბეთ, როგორ იპოვეთ ძმა და რა იყო თქვენი დაშორების მიზეზი.

– ომარი რუსეთში მსახურობდა ჯარში. ჯარის დასრულების შემდეგ მან გადაწყვიტა, სამუშაოდ ციმბირში, კემეროვოს მხარეში წასულიყო. ჩვენ ერთმანეთს 1991 წლის აპრილში დავშორდით. საქართველოდან წასვლის შემდეგ ძმასთან კავშირი შეწყდა. მერე მეც მომიწია სამუშაოდ საბერძნეთში წასვლა, მაგრამ, აქაც არ დამვიწყებია ჩემი ძმა. ვდარდობდი მასზე. სულ ვფიქრობდი, სად არის და რატომ არ გვიკავშირდებოდა წლების განმავლობაში-მეთქი. ძალიან რთულია, როცა დედმამიშვილთან კავშირი არ გაქვს. როგორც წინა ინტერვიუში გითხარით, ომარის მოძებნა ძალიან მინდოდა, მაგრამ, ეს ვერაფრით ვერ მოხერხდა. მადლობა ღმერთს, ომარი თვითონ გამოჩნდა. უფრო სწორად, ის დაუკავშირდა ჩვენს ოჯახს, შემდგომ კი მეც დამირეკა. ბუნებრივია, პირველი, რაც მე მას ვკითხე, ის იყო, თუ რატომ არ გვიკავშირდებოდა 22 წლის განმავლობაში. აღმოჩნდა, რომ მას საკმაოდ რთული მატერიალური მდგომარეობა ჰქონდა და ეს იყო მიზეზი.

– დღესდღეობით სად ცხოვრობს თქვენი ძმა და აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას?

– აღმოჩნდა, რომ ომარი დღემდე კემეროვოს მხარეში ცხოვრობს. უბრალოდ, ის საერთო საცხოვრებელშია და ამის გამო თქვენმა ნებაყოფლობითმა დამხმარეებმა ვერ იპოვეს საცხოვრებელი მისამართის მიხედვით (ანუ, ჩაწერის მიხედვით) – ის სულ სხვაგანაა ჩაწერილი. მთავარი კი ჩემთვის ისაა, რომ ის ცოცხალია და ჯანმრთელადაა. მთელი ამ წლების განმავლობაში მე სულ ცუდზე ვფიქრობდი. იმდენად ვდარდობდი ძმასთან დაუკავშირებლობას, რომ სხვა მიზეზი აზრადაც არ მომსვლია. როგორც კი ომარი ჩვენთან კავშირზე გამოვიდა, მაშინვე გადავწყვიტე თქვენთან დარეკვა, რადგან, ვიცოდი, რომ ჩემს ძმას დღემდე ეძებდით. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ერთგულებისა და გულისხმიერებისთვის, რადგან, მთელი ამ ხნის განმავლობაში არ მაძლევდით სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის უფლებას. არ ვიცი, რა იქნება მომავალში. საქართველოში ჩამოსვლა კი მეც მინდა და ჩემს ძმასაც – ორივეს ძალიან გვენატრება ჩვენი სამშობლო.

– თქვენმა ძმამ თუ იცის, მას ოფიციალურად რომ ეძებდით?

– რა თქმა უნდა, ვუთხარი, რომ ვეძებდი, რომ უკვე კარგს არაფერს ვფიქრობდი და ძალიან ვნერვიულობდი. თავად ომარიც წუხს, ამდენი ხნის განმავლობაში რომ ვერ შეძლო ჩვენთან დაკავშირება, მაგრამ, ამჟამად ისეთი გახარებული და დაწყნარებული ვარ, აღარ მინდა იმაზე ფიქრი, რატომ არ გვეხმიანებოდა.

– რას უსურვებდით სხვა ადამიანებს, ვინც თავის ახლობლებს დღემდე ეძებენ?

– მინდა, ყველას ვუსურვო, ეპოვოთ დაკარგული ახლობლები და ნათესავები – ეს მართლაც დიდი სიხარულია!

 

თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3