კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მარი მჭედლიძე „ფონდ ნატახტარის“ მხარდაჭერით სასწავლო ცენტრ „ნატალის“ კურსდამთავრებული გახდა

კომპანია  „ნატახტარმა“ 2011 წლის ნოემბერში  „ფონდი  ნატახტარი“ დააფუძნა და  საქველმოქმედო პროექტის – „იზრუნე მომავალზე“  – განხორციელება დაიწყო. ფონდის მიზანია მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების პროცესში ხელშეწყობა. პროექტი ხორციელდება ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოს“ მხარდაჭერით და საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით. 

ფსიქოლოგების მუშაობის შედეგად გამოიკვეთა 16-18 წლის მოზარდების ჯგუფი და სწორედ მის წევრებზე გადანაწილდა ფონდის თანხის უდიდესი ნაწილი. ფსიქოლოგების დახმარებით, თითოეული ბენეფიციარისთვის განისაზღვრა ის მიმართულებები, რომლებიც მათთვის საინტერესო იყო – სასკოლო საგნებში მომზადება, სწავლა კოლეჯებსა და პროფესიულ სასწავლებლებში, მოსამზადებელი კურსები მართვის მოწმობის ასაღებად, კომპიუტერის შემსწავლელი კურსები და მრავალი სხვა. ფონდის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა მოზარდების ტრანსპორტირებაც. 2012 წლის ბოლოსთვის რამდენიმე მოზარდმა პროექტის დახმარებით შეძლო სრულფასოვანი, დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება. ჩვენი სტუმარია პროექტის ბენეფიციარი მარიამ მჭედლიძე (ქალაქ ხაშურიდან), რომელიც კომპანია „ნატახტარის“ დახმარებით  პროფესიას დაეუფლა და სამომავლო გეგმებიც საკმაოდ სერიოზული აქვს. 

 „მართალი გითხრათ, ბავშვობაში არასდროს მიოცნებია, რომ ცნობილი და პოპულარული ადამიანი გავმხდარიყავი.  უფრო „პრაქტიკული“ პროფესიები მიტაცებდა. მაგალითად, დაწყებით კლასებში ძალიან მინდოდა ექიმობა. მაგრამ, ერთადერთი სფერო, რომელიც ყოველთვის მაინტერესებდა, იყო სამოდელო სამყარო. მომწონდა დახვეწილი და ლამაზი გოგონები, მათი სამოსი და გარეგნობა. მინდოდა მეც მეზრუნა მათ გარეგნობაზე, მონაწილეობა მიმეღო მათი „გალამაზების“ პროცესში.  ამ ოცნების რეალიზებას  ბავშვობაში თოჯინების მორთვა-მოკაზმვით ვახერხებდი: ხშირად ახალ ტანსაცმელს ვუკერავდი, ვარცხნილობას ვუცვლიდი და მაკიაჟსაც კი ვუკეთებდი. „ფონდი ნატახტარის“ მხარდაჭერით ოცნება ჯერ მიზნად, შემდეგ კი რეალობად მექცა.  სასწავლო ცენტრ „ნატალიში“ კოსმეტოლოგიურზე ვსწავლობდი – ეს იყო ორთვიანი სასწავლო კურსი და აღნიშნულ სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე. ამ ხნის განმავლობაში თბილისში ვცხოვრობდი. სწავლის საფასურთან ერთად, „ფონდმა ნატახტარმა“ ბინითაც უზრუნველმყო.  დღეს უკვე დარწმუნებული ვარ, ადვილად შევძლებ სამსახურის პოვნას და ბავშვობის მეორე ოცნების ასრულებას – ძალიან მინდა, ფსიქოლოგიურზე ჩავაბარო,“ – გვიამობს  მარიამი  და ხაშურის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში გატარებულ დღეებს იხსენებს. მარიამი ამ ყველაფერს ოცნებად მაინც არ მიიჩნევს,  მისთვის  ეს ყველაფერი  მიზნებია და არა ოცნებები: „მიზანდასახული ვარ და, თუ რამეს ძალიან მოვინდომებ, ყოველთვის ვაღწევ. დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დღესაც, ჩემთვის საყვარელი ადამიანები ჩემით იამაყებენ.“ 

 ბავშვთა სახლში გატარებულ დღეებს მარიამი დიდი სიყვარულით იხსენებს: „ბავშვთა სახლში ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე. ზოგი იქ დარჩა, ზოგიც, ჩემსავით საკუთარ სახლს დაუბრუნდა.  მათთან ურთიერთობა დღემდე მაქვს. ამჯერად ვცხოვრობ გორში დეიდასთან და ძმებთან ერთად.  ძალიან მინდა, ქველმოქმედი გავხდე და მზრუნველობამოკლებულ პატარებს დავეხმარო – ამით მიღებულ სიამოვნებას არაფერი შეედრება.“

 მარიამი თავისუფალ დროს მეგობრებთან ატარებს. უყვარს კითხვა, განსაკუთრებით – პოეზია. თავადაც წერს, თუმცა, თავისი ნამუშევრების ჩვენთვის გაზიარება არ ისურვა: „ეს მხოლოდ  ჩემთვის, თანაც, როცა მარტო ვარ, როცა რაღაცის თქმა მსურს და ვერავის ვუმხელ. ეს, ალბათ, მხოლოდ ჩემთვისაა ღირებული!“

 „მარი დაბნეული იყო,  თუმცა ზუსტად იცოდა, რა უნდოდა – აკვიატებული ჰქონდა კოსმეტოლოგია. ჩვენც  ხელი შევუწყეთ და შარშან მივამაგრეთ ერთ-ერთ სილამაზის სალონს, სადაც მუშაობდა დამხმარედ, აკვირდებოდა პროცესებს, პროექტის ფარგლებში კი სტიპენდიის სახით ერიცხებოდა  100 ლარი. მოგვიანებით სწავლა დაიწყო  სასწავლო ცენტრ „ნატალიში“. მიიღო პროფესიული განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატიც. პროექტის ფარგლებში, ის მიიღებს პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო აპარატურას და ამის შემდეგ, შეეძლება, იმუშოს ნებისმიერ სილამაზის სალონში“ – გვეუბნება ფსიქოლოგი გვანცა მეტივიშვილი. 

„პროეტის ფარგლებში, მას ამ ეტაპზე ყოველთვიურად 500 ლარი ერიცხება ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. ცხოვრობს დეიდასთან და ძმებთან ერთად. ფონდმა „იავნანამ“  მათ გადასცა ბინა, რომელიც მოსაწესრიგებელია, „ნატახტარის“ ფონდის მხარდაჭერით კი მათ მალე  საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდებათ.  პროექტი მართლაც უნიკალურია – მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს იმედი მიეცათ. უნდა ნახოთ, როგორ ელოდებიან 14-15 წლის მოზარდები, იმ დღეს, თუ როდის ჩაერთვებიან  ამ პროექტში (ანუ, როდის გახდებიან 16-17 წლისანი). ეს კი ძალიან დიდი სტიმულია.“  

скачать dle 11.3