კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იყო თუ არა შორენა ბეგაშვილი ლონდონში გენო მალაზონიასთან, აქვს თუ არა მაისში ნიშნობა რუსა ჩაჩუას და ვისთან ჩადის კიევში ქრისტინე იმედაძე

 

 პოლიტიკურმა მდგომარეობამ, სკანდალებმა და ჭორებმა ქართული შოუ-ბიზნესი თითქმის მთლიანად დაჩრდილა. დარწმუნებული ვარ, საინტერესო ამბების გარეშე შოუ-ბიზნესის ცხოვრებაც არ მიდიოდა, მაგრამ ჟურნალისტებს ეს ამბები რომ გამოგვრჩა, ფაქტია. რამდენიმე დღის წინ კი სამი ქართველი ლამაზმანის პირადი ცხოვრების შესახებ საინტერესო ამბები შევიტყვე. წყარო, რა თქმა უნდა, ანონიმურია და ამიტომ, მისი მონაყოლის სისწორე მხოლოდ მთავარ მოქმედ გმირებთან შეგვიძლია გადავამოწმოთ. 

 პირველი ისტორია რუსა ჩაჩუას ეხება. რუსა უკვე დიდი ხანია, რაც თავის მეუღლეს, არჩილ სახვაძეს გაშორდა, რომელთანაც ორი შვილი – თაზი და ნასტია ჰყავს. რუსას ცხოვრებაში ახლა სიახლეებია. როგორც თბილისში ჭორაობენ, გაზაფხულთან ერთად, მის ცხოვრებაში ახალი და ძალიან თბილი პერიოდი დადგა. ამბობენ, რუსას მაისში ნიშნობაც კი აქვს. მისი რჩეული კომპანია „კაპიტალ ვოსტოკის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, დიმა ნაფეტვარიძეაო. „კაპიტალ ვოსტოკი” ის კომპანიაა, რომელსაც ეკუთვნის პირველი სკოლის უკან აშენებული, ულამაზესი საცხოვრებელი კორპუსი „რუსთაველი რეზიდენს”. მან 2012 წელს ლონდონში მშენებლობის დარგში ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის დაცვისთვის „ხარისხის საერთაშორისო გვირგვინი” აიღო. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ისინი უკვე დიდი ხანია, შეყვარებულები არიან. ერთი პერიოდი მათ ურთიერთობას ბზარიც კი გაუჩნდა და დაშორდნენ კიდეც, მაგრამ, ახლა შერიგებულან და ურთიერთობის ახალ, უფრო სერიოზულ ეტაპზე გადასაყვანად ემზადებიან. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად რუსას დავუკავშირდით. მან არ უარყო, რომ დიმა ნაფეტვარიძესთან ურთიერთობა აქვს, თუმცა, იქვე დასძინა, რომ სასიყვარულო ურთიერთობა არც ისე ღრმად არის წასული, როგორც ეს ჩვენმა წყარომ გვიამბო. მათ შორის ურთიერთსიმპათიები ნამდვილად არსებობს, თუმცა ნიშნობამდე თუ მივა საქმე, როგორც რუსამ გვითხრა, არ დამალავს და ამის შესახებ თავად გვიამბობს. 

 სიახლეებია ქრისტინე იმედაძის ცხოვრებაშიც. მისმა ბოლოდროინდელმა გახშირებულმა ვიზიტებმა კიევში, ეჭვები გააჩინა იმის შესახებ, რომ ეს ამბავი სიყვარულს უკავშირდებოდა. საკმაოდ ბევრი დრო გავიდა იქიდან, ქრისტინესა და ცნობილი ვატო ყიფიანის სასიყვარულო ისტორიის შესახებ პრესაში რომ იწერებოდა. გავიდა დრო და ახლა აქტიურად დაიწყეს საუბარი ქრისტინესა და კალათბურთელ ვიკა სანიკიძის შესახებ. მაგრამ, როგორც გაირკვა, ქრისტინეს გული ამდენი წლის განმავლობაში ერთგულად ეკუთვნის ვატო ყიფიანს, რომელიც ციხიდან გამოსვლის შემდეგ საცხოვრებლად ჯერ თურქეთში წავიდა, შემდეგ კი – უკრაინაში. ამჟამად ვატო ყიფიანი კიევში ცხოვრობს და ახერხებს თუ არა თბილისში ჩამოსვლას არ ვიცით, მაგრამ ქრისტინე რომ მის სანახავად კიევში ჩადის, ამის შესახებ უკვე ცნობილი გახდა. სასიყვარულო ურთიერთობა გრძელდება, მაგრამ დაზუსტება ვერ მოვახერხეთ, რადგან ქრისტინეს ვერ დავუკავშირდით. 

 ასევე ემიგრაციაში იმყოფება რუსთავის „აზოტის” ყოფილი ხელმძღვანელი, გენო მალაზონია, რომელიც ფინანსური მაქინაციების გამო, გახმაურებულ სკანდალში გაეხვია და სასჯელიც მოიხადა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, გენო ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. ლონდონში იმყოფებოდა ცოტა ხნით შორენა ბეგაშვილიც. გენოს მეგობრები ამბობენ, რომ მათი სასიყვარულო ისტორია დიდი ხნის წინ, „ბამბა რუმსში” დაიწყო, კლუბში, რომლის ერთ-ერთი მეწილეც გენო მალაზონია იყო. მათი ურთიერთობა იმ პერიოდიში არ გაღრმავებულა, მაგრამ როგორც გაირკვა, ციხიდან გენო შორენასთან დაკავშირებას ყოველთვის ცდილობდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი, ყველაფერს ეცადა ურთიერთობის აღსადგენად. როგორც ამბობენ, ეს შეძლო კიდეც და წყვილმა ლონდონში ბედნიერი დღეები გაატარა. რამდენად სერიოზულია ეს ურთიერთობა და აპირებს თუ არა შორენა საყვარელ ადამიანთან საცხოვრებლად გადასვლას, ეს ჩვენთვის უცნობია. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად შორენა ბეგაშვილს დავუკავშირდით. შორენა: „რა სისულელეა, არავითარი ურთიერთობა არ მაქვს გენო მალაზონიასთან. ამჟამად სხვაზე ვარ შეყვარებული და ძალიან დიდი ხანია, თბილისიდან არ გავსულვარ. ამის დაწერას არავითარი აზრი არ აქვს, ამით ჩემს ნამდვილ ურთიერთობას ამიწეწავთ და დამაცადეთ“. 

 

скачать dle 11.3