კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ გააგიჟა თამუნა რცხილაძის უცხოელი ქმარი და რა სახით გადაწყვიტა მან ესპანურ კინოში ძალების მოსინჯვა

თემურ რცხილაძის ქალიშვილი, თამუნა, უკვე ექვსი წელია, უცხოეთში, კერძოდ, ესპანეთში ცხოვრობს. მართალია, აქედან წასული მხოლოდ საჩოგბურთო კარიერაზე ფიქრობდა, მაგრამ ბედმა პოდიუმზე დააყენა და დღეს წარმატებულ მოდელთან ერთად, ერთ-ერთი წარმატებული ვიზაჟისტია ბარსელონაში. როგორც თავად ამბობს, ნამდვილად გაუღიმა ბედმა – არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს, სამსახურშიც დაკავებულია და მიუხედავად დროის სიმცირისა, ფორმაში ყოფნასაც სულ ახერხებს.

თამუნა რცხილაძე: უკვე ექვსი წელია, რაც ესპანეთში ვცხოვრობ და შევეჩვიე, შევიყვარე აქაურობა. თავიდან კი ძალიან გამიჭირდა – არც ენა ვიცოდი, არც მეგობრები მყავდა. დღეს ეს ორივე ბარიერი დავძლიე და ბედნიერი ვარ. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რომ არ წამოვსულიყავი უცხოეთში, საქართველოში, ნეტავ, რას გავაკეთებდი, ვინ ვიქნებოდი-მეთქი. ესპანეთში სხვანაირი ცხოვრების რიტმია, უფრო სწრაფი და მობილიზებული. სულ დაკავებული ხარ, აუცილებელია მუდამ ფორმაში იყო და გარშემო მყოფებზე გავლენას ახდენდე. 28 წლის ვარ და თუ განვლილ წლებს გადავხედავ, ნამდვილად იღბლიანი ვარ. გამიმართლა და უცხოეთში ყველა მიზანს სირთულეების გარეშე მივაღწიე.

– თამუნა, ესპანეთში, როგორც ჩოგბურთელი ისე ჩახვედი, ბავშვებს ავარჯიშებდი. შემდეგ, საკმაოდ ცნობილი მოდელი გახდი, თუმცა პროფილი შეიცვალე და ვიზაჟის სპეციალობა აითვისე. ამ მხრივ რა სიახლეებია შენკენ?

– მართალია, ესპანეთში რომ ჩამოვედი არც მოდელობაზე მიფიქრია. მხოლოდ ჩოგბურთის თამაშზე ვიყავი „ჩაციკლული”. შემდეგ, მოდის სამყაროში აღმოვჩნდი და არაერთი ცნობილი მოდელიერის ჩვენებაზე გამოვსულვარ. დაახლოებით ორი წლის წინ დავინტერესდი ვიზაჟით და აქ ვიზაჟის აკადემია დავამთავრე. დღეს, პროფესიონალი ვიზაჟისტი ვარ და ამ განხრით ვმუშაობ. სულ რამდენიმე დღეა, რაც მადრიდიდან ბარსელონაში დავბრუნდი. ხომ იცით, ესპანური სერიალები როგორი პოპულარულია, ჰოდა, ერთ-ერთ სერიალს იღებენ და მე ვუკეთებ მსახიობებს ვიზაჟს. სხვათა შორის, არაერთ სერიალში მიმიწვიეს როგორც ვიზაჟისტი და მეც არ ვამბობ უარს. სწორედ ახლა გადის ტელევიზიით სერიალი „ბაროკო” და მსახიობებზე ჩემს გაკეთებულ ვიჟაზს რომ ვუყურებ, ძალიან ამაყი ვარ. მადრიდში, „ფეშენ-ვიქზე” და ჩვენებებზე არა მხოლოდ როგორც მოდელს, არამედ, როგორც ვიზაჟისტს ისეც მიწვევენ. ასე რომ, სპორტიდან ჯერ პოდიუმზე აღმოვჩნდი, ახლა კი კინოს სამყაროში გადავინაცვლე (იცინის). თუმცა, დღეს კონტრაქტი მაქვს დადებული სამოდელო სააგენტო „აიკონ მოდელსთან” და ჩვენებებსა და გადაღებებზე მიწვევენ. არ დამავიწყდება „პრონოვიას” ჩვენება. ულამაზესი საქორწინო კაბები მოვირგე და ძალიან ვისიამოვნე პოდიუმზე. ასეთი ულამაზესი საქორწინო კაბების მორგება ყველა ქალის ოცნებაა. ასევე, სალონ „ტონ ვანგარდის” სახე ვარ, რომლის ფილიალები ლოს-ანჯელესში და ბარსელონაშია. 

– უცხოეთში თამუნას გეძახიან თუ ფსევდონიმი გაქვს?

– აქ ტამარა და ტამი ძალიან ცნობილი სახელია. მეგობრები ტამარას მეძახიან, ჩვენებებზე კი ტამით მაცხადებენ. 

– თამუნა, შენი მეუღლე არ ეჭვიანობს, სულ საქმით რომ ხარ დაკავებული და სახლში არ ხარ? 

– (იცინის). ჩემი ქმარი – ენრიკე, ანუ კიკე, როგორც მას ვეძახი, ესპანეთის რალის ჩემპიონია. ვხუმრობ ხოლმე, ჩემზე არანაკლებად უყვარს მანქანები და „გონკები”-მეთქი (იცინის). საერთოდ არ არის ეჭვიანი, ძალიან მანებივრებს საჩუქრებითა და სიურპრიზებით. სულ გვერდით მიდგას და მეხმარება. რომ ამბობენ, ქართველი და ესპანელი მამაკაცები ერთმანეთს გვანანო, არ ვეთანხმები, ძალიან განსხვავდებიან. სტუმართმოყვარეობასა და ტრადიციების დაცვაში კი გვანან, მაგრამ, სხვა მხრივ, ვერ ვამსგავსებ. ანუ, ქართველი და ესპანელი მამაკაცის ტიპი, რადიკალურად განსხვავებულია. ახალ წელს, მე მადრიდში ვიყავი გადაღებებზე, კიკე კი – ბარსელონაში. დამირეკა და მელაპარაკა. ღამის სამი საათი იყო და ვუთხარი, სასტუმროში მივდივარ, ძალიან დაღლილი ვარ, უნდა დავიძინო-მეთქი.  დამემშვიდობა, მშვიდი ღამე და ბედნიერი ახალი წელი მისურვა. მივედი სასტუმროში, გავაღე კარი და რას ვხედავ? ოთახი სავსეა საჩუქრებით, საახალწლო სათამაშოებითა და სანთლებით და მაგიდაზე დევს ტკბილეული და შამპანური. წარმოიდგინეთ რა დამემართებოდა, როცა არ ველოდებოდი, ის კი ნომერში დამხვდა თან, ძვირად ღირებული მანქანაც მაჩუქა, „პეჟოს” „კაბრიოლეტი“. ასე რომ, ქმარი მანებივრებს. ხშირად ვამბობ, ყველა ოცნება ამიხდა-მეთქი და არ ვიტყუები. რაზეც მიფიქრია და მომდომებია ცხოვრებაში, ყველაფრისთვის მიმიღწევია და ყველაფერი მაქვს. თუმცა, რასაც მივაღწიე, ჩემი შრომის შედეგია.

– მამა, ბიძა და დეიდა ცნობილი მომღერლები არიან. თავად რატომ არ სცადე ბედი სასიმღერო კარიერაში? თუ აპირებ მომავალში ამღერებას?

– ეჭვი მეპარება ავმღერდე (იცინის). მამა – თემურ რცხილაძე, გარდა იმისა რომ მღერის, კარგად ხატავს და ეს ნიჭი უფრო გამომყვა. სიმღერის ნიჭი კი, ნაკლებად. სმენა და ხმა მაქვს, მაგრამ დიდ სცენაზე ვერ დავდგები (იცინის). ამის ამბიცია არც მქონია, მომღერალი მამა, ბიძები და დეიდაც მეყოფა (იცინის). მირჩევნია, მათ იმღერონ და მე ვუსმინო. 

– როგორი დიასახლისი ხარ და ესპანელ მეუღლეს ქართული კერძებით თუ ანებივრებ?

– დროის უქონლობის გამო, წინსაფარაფარებულს ვერ მნახავთ (იცინის). თუმცა, რასაც ვაკეთებ, გემრიელი გამომდის. აი, მამაჩემი, თემო რომ ჩამოდის ჩვენთან სტუმრად, ისეთ ხინკალს აკეთებს, კიკე გიჟდება. მოსკოვში რომ ვცხოვრობდით, თემოს ხინკლის საჭმელად ჯგუფი „ა სტუდიო” ხშირად მოდიოდა. ეს მაგრად გამოსდის. მართალია, მე ჯერ არ მიცდია ხინკლის გაკეთება, მაგრამ ფაქტია, ჩემი ქმარი გადარია თემომ (იცინის). ძალიან მიყვარს მჭადი და ყველი. თბილისიდან ხშირად მიგზავნიან ქართულ მჭადის ფქვილს, ყველს და თურქულ ყავას. დიეტას საერთოდ არ ვიცავ. ყველაფერს ვჭამ, მაგრამ ისეთი გადარბენები მაქვს, წონას მაინც ვინარჩუნებ. ამაში, ცოტა გენეტიკაც მეხმარება. 

скачать dle 11.3