კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სპორტის რომელი სახეობის წარმომადგენლებს ახარებს ტალახის დანახვა და ვინ არის მათი კლუბის წევრი ორი ქალბატონი

ოფროუდი სპორტის სახეობაა, რომელიც ინგლისურიდან ითარგმნება როგორც, „გზის იქით“. ანუ, იქ, სადაც გზა მთავრდება იწყება ოფროუდერების საყვარელი ადგილი. საქართველოში არსებულ მათ კლუბში, ამჟამად 30-ზე მეტი წევრია გაერთიანებული, მათ რიგებში არიან დედა-შვილი – მაია გოშაძე და მარიამ ნანობაშვილი. „ძნელია, ოფროუდზე იყო ქალი. ეს მხოლოდ მაშინ მახსენდება, როდესაც შეჯიბრების ბოლოს სუფრა გაიშლება ხოლმე,” – გვითხრა მაიამ. დედა-შვილი ოფროუდერები ძალიან საინტერესო და მხიარული რესპონდენტები აღმოჩნდნენ.

 – ვინ ხართ ოფროუდერები და რა საქმიანობას ეწევით?

მაია: ოფროუდერები ჩვეულებრივი ხალხი ვართ. ცოტა ექსტრემის, ცოტა ადრენელინის, ცოტა ბუნებისა და ბევრი ურთიერთობის მოყვარულები. 

– და, რა თქმა უნდა, ავტომობილის მოყვარულებიც...

– რა თქმა უნდა, ავტომობილების გარეშე ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამთ.

– როდის შეიტყვეთ სპორტის ამ სახეობის შესახებ და როგორ მოხვდით თქვენნაირი მისწრაფებების მქონე ადამიანთა გაერთიანებაში, ანუ ოფროუდ კლუბში?

– მე ვერ ვიტყვი, რომ ოფროუდი, ჩემთვის, პირადად, საქმეა. ის ჩემი ჰობი უფროა. ყველა ადამიანი თავის ჰობის სიამოვნებით მისდევს, რადგან, ეს არ არის მისთვის რაღაც ვალდებულება. მალე 6 წელი გახდება, რაც ამ კლუბში მოვედი, თუმცა გაცილებით ადრე შევიტყვე ოფროუდ კლუბის არსებობის შესახებ, მაგრამ მაშინ უფრო მეტად სხვა ჰობით ვიყავი გატაცებული.

– რა იყო ეს ჰობი?

– მთაში სიარული, რომელიც ახლაც არსებობს, უბრალოდ პრიორიტეტები შეიცვალა ცოტა (იცინის).

– თქვენს შემდეგ მოვიდა თქვენი ქალიშვილი ამ სპორტში?

– მარიამი, ჩემს შემდეგ, ოდნავ მოგვიანერბით მოხვდა ოფროუდერთა სამყაროში.

მარიამი: დედას წყალობით, მათი გაცნობის სურვილი და ინტერესი გამიჩნდა. მიყვებოდა, როგორი გიჟები და გადარეულები არიან, რა ადგილებში დადიან. რადგან მანამდეც ძალიან ხშირად დავდიოდი დედასთან ერთად ლაშქრობებში, აქაც გავყევი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. იმ დღიდან მოყოლებული, ერთად დავბოდიალობთ აქეთ-იქით.

– კმაყოფილი ხართ?

– ფრიად. ხანდახან ხდება ისე, რომ ოფროუდერებთან ერთად შესაძლებელია ძალიან მოკლე დროში, ნახო საკმაოდ ბევრი ტერიტორიები, უმშვენიერესი ბუნება და ლამაზი ადგილები, რომლებიც შეიძლება, ძალიან რთული იყოს, სხვისთვის და სხვა დროს მისასვლელად.

მაია: რაღაც მომენტებში, ამ სპორტის საშუალებით, შესაძლებელი ხდება, შეიცნო შენი თავი. ყველა ადამიანი ითავსებს და ინახავს საკუთარ თავში რაღაც თვისებებს, ცუდსაც და კარგსაც. ექსტრემალურ პირობებში უფრო მეტად ხდება ამა თუ იმ თვისებების გამოვლენა. 

– ალბათ იმიტომ, რომ ადამიანი, ასეთ პირობებში უფრო ნაკლებად აკონტროლებს თავს.

– შეიძლება.

– თვითონ ოფროუდერთა კლუბში რა საქმიანობით ხართ დაკავებული, კონკრეტულად, რა მისია გაკისრიათ?

– მე ვარ ამ კლუბის წევრი, ამასთანავე, სხვადასხვა შეჯიბრების ერთ-ერთი ორგანიზატორი, რაც ძალიან საინტერესო და კარგია. თუმცა, მეორე მხრივ ცოტა საწყენია, რადგან აღარ მაქვს უფლება შეჯიბრებებში მივიღო მონაწილეობა ორგანიზატორობის გამო. მე ვიცი ბევრი ისეთი რამ, რაც არ უნდა იცოდეს შეჯიბრის მონაწილემ. 

მარიამი: მეც ვარ ოფროუდ კლუბის წევრი. ძირითადად, მსაჯი ვარ ხოლმე შეჯიბრებზე. ძალიან მკაცრი და საძაგელიო, – ასე ამბობენ (იცინის).

მაია: რომელიც სულ დედას აჯარიმებდა, სანამ შეჯიბრებში ვმონაწილეობდი (იცინის).

– მერე ოჯახში ხომ არ მიგყვებოდათ ხოლმე მსაჯის მიმართ დაგროვილი უარყოფითი ემოციები?

– არა, რადგან სამართლიანი მსაჯია. მარიამს ძალიან ხშირად საყვედურობდნენ ხოლმე გულშემატკივრები, რომ ერთადერთი ქალი გვყავს შეჯიბრში და მასაც აჯარიმებო. თუმცა, რომ ეტყოდა, ეგ დაჯარიმებული დედაჩემიაო, იმწამსვე სრულდებოდა კონფლიქტი.

– თვითონ, ოფროუდის, როგორც სპორტის სახეობის შესახებ რას გვეტყვით?

მარიამი: საქართველოში ამ სპორტის მიმდევრები გაჩნდნენ დაახლოებით 6-7 წლის წინათ. მანამდე, ძალიან ბევრი ადამიანი დაბოდიალობდა თავისით. მათ ეს მოსწონდათ და იმიტომ. ასეთები დღესაც არ არიან ცოტა.

– ძირითადად, რომელ ტერიტორიებზე ტარდება შეჯიბრებები?

– გააჩნია რომელ სახეობაშია შეჯიბრება. ძირითადად ტარდება ორიენტირება და ეგრეთ წოდებული თვრაიალი, ანუ დროის გარკვეულ მონაკვეთში წინაღობებიანი წრის შემოვლა ავტომანქანით, რომელიც უფრო მაყურებელზეა სანახაობრივად გათვლილი. ორიენტირება გაცილებით სახალისო და საინტერესოა მონაწილეებისთვის. მათგან მოითხოვს გარკვეული წერტილების პოვნას გზის გასაგრძელებლად. ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, როგორც  „შტურმანისთვის”, რომელიც რუკას კითხულობს, ასევე მძღოლისთვისაც. 

შეჯიბრები გვქონდა დიდ დიღომში, ჭილის ტბის ტერიტორიაზე, დიდგორში, ორბეთში, უჯარმაში...

– ანუ, ძირითადად, საქართველოს ტერიტორიაზე ტარდება ეს შეჯიბრებები?

მაია: კი ბატონო. ამ შეჯიბრებაზე სტუმრად გვყავდნენ აზერბაიჯანელი სტუმრები. სპორტის ამ სახეობის მიმდევრები ყველა ქვეყანაში არიან. ჩვენს კლუბს ყველაზე ახლო ურთიერთობა აქვს თურქ, სომეხ და აზერბაიჯანელ ოფროუდერებთან.

– კურიოზულ სიტუაციაში ხშირად ჩავარდნილხართ შეჯიბრებისას?

– ყველა ჩვენი გასვლა კურიოზთანაა დაკავშირებული (იცინის).

მარიამი: დავინახავთ დიდ გუბეს და ველური სული ყველაში ერთდროულად იღვიძებს. წარმოიდგინეთ, თუ სხვა დროს, ადამიანი კილომეტრზე აუქცევდა წუმპეს გვერდს, ჩვენს შემთხვევებში, ყველა მანქანა გაექანება  და იმდენჯერ გაივლის ერთ ადგილზე, სანამ სულ არ ამოაშრობს (იცინის).

მაია: პირადად ჩემთვის, ყველაზე სასაცილოა, როცა ისეთ ადგილებში, სადაც მარტო სამხიდიანი მანქანა დადის და შეშას დაატარებს, ხანდახან მათაც კი ტრაქტორი მოათრევს. დავინახავთ „არაჩვეულებრივ” გუბეს და წარმოიდგინეთ, ყველანი გადმოვდივართ მანქანებიდან და გახარებული ვყვირივართ: რა მაგარია, რა კარგიაო. უცებ ამდენი ბედნიერი სახის მიღმა შეშისმჭრელებისკენ თუ გაგექცა მზერა, ისეთი გაოგნებულები მოგვჩერებიან, რომ ვერ აღვწერ (იცინის).

მარიამი: ერთხელ ერთი მათგანი მოვიდა და გვკითხა: ალბათ, ეს მანქანები თქვენი არ არისო. არა, ყველა კერძო საკუთრებაა-მეთქი, ვუთხარი და შეწუხდა, რას ერჩითო?!

– ძირითადად, რა მანქანებით მოძრაობთ?

მაია: ოთხი-ოთხზე „ჯიპებით“.

– რა არის საჭირო იმისთვის, რომ თქვენი კლუბის წევრები გავხდეთ?

– სურვილი.

– წეღან ახსენეთ, რომ ამ შეჯიბრების დროს ბევრი ისეთი თვისება აღმოვაჩინე საკუთარ თავში, რაც აქამდე გაცნობიერებული ამ მქონდაო, რას გულისხმობდით?

მარიამი: ტალახის უდიდესი სიყვარული (იცინის). ერთ გასვლაზე მე და ჩვენი კლუბის ერთ-ერთი წევრი წელამდე ლაფში ჩავედით და ცოტა წავიწუწავეთ.

скачать dle 11.3