კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ „უჭყუნავდა” „საგულაო“ ფულებს ჯიბეში კორკოტას და რატომ დარჩა ის უმუშევარი

თბილისის კოლოტირი გია კორკოტაშვილი, იგივე კორკოტა, დიდი ხანია, აღარ გამოჩენილა საზოგადოებაში. არც რადიოდან ისმის მისი ხმა და მისი გადაცემაც ბევრს მოენატრა. ეს წელი კი მისთვის არცთუ სასიამოვნოდ დაიწყო – ძველით ახალ წელს ავარიაში მოყვა, მაგრამ ღმერთის წყალობით, გადარჩა და უკვე გამოჯანმრთელდა კიდეც. მას არც სამსახური აქვს და ცდილობს, ამ ეტაპზე შორიდან ადევნოს თვალი მის საყვარელ ქალაქში მიმდინარე მოვლენებს. თუ როდის აპირებს თავის სათქმელის ხმამაღლა თქმას, რატომ აღარ ჩანს საზოგადოებაში და რაზე წყდება გული, ამაზე თავად მოგვიყვება. 

 

კორკოტა: ბევრი მეკითხება – სად ხარ, რატომ არ ჩანხარო. რა ვიცი, ვფიქრობ, ჩემი ინიციატივები, როცა გამოსაჩენი მქონდა, გამოვიჩინე. დღეს, სახლში ვზივარ და შორიდან ვაკვირდები მოვლენებს. „ზალატოი ზაპასივით” ვარ (იცინის). ყოველ დილას ვდგები, მივდივარ მეგობრებთან ერთად კუს ტბაზე, დავდივარ, ვსეირნობ და ვიგებ ათასგვარ ქალაქურ ჭორს. ასე რომ, კუს ტბის საზოგადოების სრულფასოვანი წევრი ვარ (იცინის). ვხუმრობ ხოლმე, დღეს კორკოტა „ადგილზე ნაბიჯით იარ-ის“ რეჟიმშია-მეთქი. მინდა, ნაგავზე გადაყრილი ადამიანები გავერთიანდეთ და რამე საზოგადოება ჩამოვაყალიბოთ. იქნებ, ჩვენი სათქმელი, ასე მაინც ვთქვათ-მეთქი.

– კი მაგრამ, ნაგავზე გადაგდებულ ადამიანად რატომ მიიჩნევთ თავს?

– პირადად მე, ასე ვთვლი ჩემს თავს. აბა, 53 წლის ადამიანი რომ ვერაფერში იხარჯები, ნაგავში არ ხარ გადაგდებული? რა ჰქვია სხვანაირად ამას? იცით, რა მწყინს? ნუთუ ისეთი ადგილი ვერ მოინახა გია კორკოტაშვილის ან მისნაირი ადამიანებისთვის, რომ დაასაქმონ. ნუთუ აღარავის ვჭირდებით? მე ამით კმაყოფილებით მუცლის მოფხანა კი არ მინდა, უბრალოდ, მინდა მეც შევიტანო წვლილი ჩემი ქვეყნის შენებაში. მე ბევრი სათქმელი დამრჩა და მალე ვიტყვი. თბილისს ზუსტად ვიცი, გამოვადგები და ჩემს სათქმელს აუცილებლად ვიტყვი, გპირდებით. ახლა დაკვირვების პროცესში ვარ, შორიდან ვუყურებ ფაქტებს და მერე ამოვიღებ ხმას. ამბიციური არ ვარ, მაგრამ კარგი პოლიტიკოსი ვიქნებოდი, მინისტრობამდე ვერ ვქაჩავ (იცინის). ისე, ნება რომ მომცეთ, ჩემს სამინისტროსაც ჩამოვაყალიბებდი.

– და, რა ერქმეოდა ამ სამინისტროს?

– ფულების დარიგების სამინისტრო. ფულს დავურიგებდი ხალხს.

– მერე, ფულს სად იშოვიდით?

– სახელმწიფო მომცემდა, აბა, მე სად მაქვს. 

– ამბობდნენ, კორკოტას თავისი წილები აქვს და ამით საკმაოდ კარგი შემოსავლის პატრონიაო. ამაზე რას იტყვით?

– ასეთი ჭორები მეც გამიგია და დამიჯერეთ, რა ქონებაც მაქვს, ყველაფერი ბანკში მაქვს დაყადაღებული (იცინის). ერთხელ გავიგე ჩემზე ჭორი, თითქოს რესტორან „ნაცნობის” მეწილე ვიყავი. კარგი რესტორანი იყო, მაგრამ ჩემი წილისა რა მოგახსენოთ. 

– ხშირად ამბობთ, რომ ადრე თბილისში სულ სხვანაირი ურთიერთობები იყო, ხალხს საჭორაოდ არ ეცალა, ყველას თავისი ფუნქცია ჰქონდა და უფრო მეტი სიყვარული და სითბო იგრძნობოდაო. 

– მართლაც ასე იყო. კომუნისტების დრო ეძახეთ თქვენ და ადრე, თბილისში სულ სხვა ურთიერთობები იყო. არ გეგონოთ, იმ დროს მივტირი, უბრალოდ, მენანება ის ურთიერთობა, რაც იყო და ახლა რაც გაუფასურდა.  მამა დამსახურებული იურისტი იყო, დედა კი ტექნოლოგი. ოჯახში არასდროს გვიჭირდა, მაგრამ სულ ვცდილობდი ჩემი ფული ჩემივე შრომით გამომემუშავებინა. ამით, საზოგადოებაში ჩემს ადგილს ვიმკვიდრებდი, მუშაობას ვეჩვეოდი და ხალხთან ურთიერთობას ვსწავლობდი. კომუნისტების დროს მუშაობა სავალდებულო იყო, რადგან კანონში პირდაპირ ეწერა – უმუშევრობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ან იძულებითი სამუშაოთი. მეცხრე-მეათე კლასში უკვე დამოუკიდებელი ვიყავი. ძმაკაცებთან ერთად მარტო დავდიოდი დასასვენებლად. მშობლები კი მაფინანსებდნენ, მაგრამ გასართობად რას გვეყოფოდა ის ფული. ამიტომ, ერთი თვით ქარხანაში ვმუშაობდი  და იმ ფულით მერე, „ჯიგრულად” „ვგულაობდი”. თუმცა, ბიძებიც „მიჭყუნავდნენ” ხშირად ფულებს ჯიბეში (იცინის). ახალგაზრდობაში, ხშირად მიწევდა რაგბიდან საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ჩასვლა. ქართველ კაცს ისეთ პატივს სცემდნენ, ისე ეშინოდათ და ისეთი რიდით ექცეოდნენ რუსეთში, უნდა გენახათ. ვერ გეტყვით, ეს საიდან „მოკოტრიალებდა”, მაგრამ ფაქტი იყო, ზედმეტს ვერავინ გაგვიბედავდა. ფაქტია, რუსეთში სიტყვა „გრუზინი” ჭრიდა. ახლა, სამწუხაროდ, პირიქით, „გრუზინობა” დასაცინი გახდა. მაშინ, ქართველი მამაკაცი რუს მამაკაცს ან ქალის გამო უწყებდა ჩხუბს, ან „ნიტაკოი” გამოხედვის გამო. სხვა რა გვქონდა საჩხუბარი? არაერთხელ მოგვსვლია ბიჭებს ჩხუბი. მაშინ, ჩხუბზე თუ დაგიჭერდა მილიცია 15- დღიანი „მორჭობილი” გქონდა. მაგრამ, თუ „ჩაუკუჭავდი” ფულს მილიციელს, რა პრობლემა იყო? ასე ვყიდულობდით საკუთარ თავისუფლებას, 150-200 მანეთით (იცინის). იმდენჯერ მაქვს ასეთი თანხები გადახდილი წვრილმანი ხულიგნობისა და ანცობისთვის, მაგას ვინ მოთვლის. დიდი მაკვარანცხი და აქტიური ახალგაზრდები ვიყავით, უშიშარი და ამაყი, მაგრამ არა უზრდელი და თავხედი. სხვათა შორის, ქალის გამო გვიქურდია კიდეც (იცინის).

– იმ დროსაც ფულით გამოისყიდეთ საკუთარი თავისუფლება?

– არა, ამ დროს ბედმა გაგვიღიმა და არ დაგვჭირდა ფულის გადახდა (იცინის). ადრე, საყვარელი ქალისთვის მიხაკების მირთმევა მოდაში იყო. სამი მიხაკით გასვენებაში მიდიოდნენ, აი, 20 მიხაკით კი ქალს სიყვარულს უხსნიდი (იცინის). მოკლედ, შეყვარებული გოგონასთვის მინდოდა ყვავილების მირთმევა. გვიანი იყო და ვერსად ვიშოვე თბილისში. ტაბახმელაში იყო ყვავილების სათბური და მე და ჩემმა ძმაკაცმა, გია კვაშალმა, იქ წასვლა გადავწყვიტეთ. წავედით, ვნახეთ, მაგრამ ფული არ გვყოფნიდა. ერთი ცალი სამი მანეთი ღირდა, ჩვენ კი სულ 15 მანეთი გვედო ჯიბეში. გადავწყვიტეთ მოპარვა. შევიპარეთ სათბურში, დავგლიჯეთ ბევრი მიხაკი და გამოვიპარეთ. ჩემს საყვარელ გოგონას რომ მივართვი მოპარული ყვავილები, მახსოვს, უხერხულობისგან გავწითლდი და მალევე წამოვედი. ეტყობა, მაინც სინდისი მქენჯნიდა (იცინის). 

– იმასაც ამბობენ, კორკოტას, თავის დროზე ბევრი მოხვედრია და სულ  დალურჯებული დადიოდაო. ასეა?

– მართალია, ადრე ჩხუბებიც ხდებოდა სიმართლის დასამტკიცებლად – ერთი-ერთზე მიდიოდა რაინდული ჩხუბი.  ვიჩხუბებდით, კარგად დავალილავებდით ერთმანეთს და მერე ვიშლებოდით. ჩხუბები სულ ხდებოდა და არც დალურჯება მაკლდა. იარაღის ხმარება სირცხვილიც იყო. არ დამავიწყდება, დანით მოკლეს ერთი უფროსკლასელი ბიჭი და კარგა ხანს, ყველა ამ ფაქტზე ლაპარაკობდა. ეს ძალიან იშვიათობა იყო და ბევრისთვის უცხო. ის ბიჭი გმირად მიგვაჩნდა. ახლა კი ამ მხრივ დაუნდობლობაა. ადამიანებში მრწამსი გაუფასურდა, პატივისცემა და ვაჟკაცობა აღარ ფასობს. ვფიქრობ, საკუთარ სულიერებასა და საქციელზე თავად უნდა აგოს ადამიანმა პასუხი. ადრე, მართლა კოლორიტები დადიოდნენ თბილისის ქუჩებში და ამ ქალაქს მათი სიარული უხდებოდა და სჭირდებოდა. დღეს,  ამას ვეღარ შეიგრძნობთ. არ მიყვარს ძალით ტყლარჭია და სინთეტიკური ადამიანები და რა ვქნა. მადლობა ღმერთს, ადამიანებს კიდევ ვუყვარვარ. უნდა ნახოთ, ქუჩაში რომ მივდივარ, როგორი „ხუტე-ხუტე” მაქვს და როგორ ვგრძნობ, უბრალო გამვლელების სიყვარულსა და სითბოს. სამწუხაროდ, ვისაც დღეს ფული აქვს, ის სიყვარულის დეფიციტს განიცდის. ვინც სიყვარულის პიკზეა, ის უფულოა. დიდი შანსი მქონდა, ბევრი ფული მეშოვა, შემოთავაზებებიც მქონდა. რა დასამალია და სიჩუმეშიც კი მთავაზობდნენ თანხას. მაგრამ, მე გამაჩუმებენ? (იცინის) რა ვქნა, მე ადამიანობას ვერ გადავაბიჯებ და „სიცრუის მინისტრობას” არ დავთანხმდები. 

 

скачать dle 11.3