კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიურპრიზი მოუწყო ნიკა კაკაბაძემ მშობლებს ბიძინა ივანიშვილის დახმარებით და როგორ ცდილობს ის ირაკლი ღარიბაშვილისთვის მიბაძვას

საზოგადოებამ ნიკა კაკაბაძე „კომედი შოუში“ პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პაროდიით გაიცნო, რომელსაც გარეგნობითაც ჰგავს, ოღონდ ტელეეკრანზე უფრო მეტად, ვიდრე ცხოვრებაში. ნიკა ამჟამად ირაკლი ღარიბაშვილის პაროდიაზე მუშაობს, როგორც თავად ამბობს: მუშაობა‚ ცოტა არ იყოს‚ გაეწელა.

 

ნიკა კაკაბაძე: ამჟამად მხოლოდ „კომედი შოუში“ ვმუშაობ და ვსწავლობ ჯავახიშვილში, იურიდიულ ფაკულტეტზე, მეოთხე კურსზე. ალბათ‚ სისხლის სამართლის კუთხით წავალ, ეს უფრო მაინტერესებს, სამოქალაქო – ნაკლებად. თან‚ სამხედრო კარიერით ვარ დაინტერესებული და ეს ფაკულტეტი ამაში დამეხმარება. ვნახოთ‚ რა იქნება ამ კუთხით. ოფისში ჯდომა და ასე მუშაობა არ არის ჩემი საქმე, აქტიური საქმეები  უფრო მიტაცებს. მაგრამ ახლა ძალიან დამაინტერესა არქეოლოგიამ, ისტორიამ. ასევე‚ მაინტერესებს დოკუმენტალისტიკა – ისტორიული, დოკუმენტური ფილმების გადაღება. ჯერჯერობით ექსპედიციაში არ ვყოფილვარ, მაგრამ ამ ზაფხულს ვგეგმავ. 

– ბავშვობაში იყავი აქტიური, ცელქი?

– უფრო სიმშვიდე მიყვარს, სიჩუმე. რა თქმა უნდა‚ გართობაც მიყვარს, მაგრამ‚ როცა ვიღლები, ჩემთვის კარგი დასვენების საშუალება წიგნების კითხვა და მარტო ყოფნაა. სოფელში, ბუნებაში უფრო მიყვარს დასვენება, ვიდრე ზღვაზე, ხმაურიან ადგილებში. კონფლიქტურიც არ ვყოფილვარ. თან‚ ვვარჯიშობდი და არავის ჰქონია დიდი ლტოლვა, ჩემთვის რამე დაეშავებინა. როცა, შენ არ ხარ კონფლიქტური, არ იწვევ აგრესიას, სხვების მხრიდანაც ნაკლებად მოდის აგრესია.

– რა სპორტით იყავი დაკავებული?

– ჩემთვის ვვარჯიშობდი. ცეკვაზე დავდიოდი, მომატყუეს – სპორტიაო და შემიყვანეს. ძალიან გვიან მივხვდი, რომ ცეკვა სპორტი არ იყო. საერთოდ‚ სერიოზულად მინდოდა სპორტს გავყოლოდი, მაგრამ ნაკლებად გამომდიოდა და თან, უფრო სწავლაზე ვიყავი ორიენტირებული, ისევე‚ როგორც ჩემი მშობლები. ამიტომ მთელი ოჯახი სწავლაზე ვიყავით გადართული. 

– უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, საცხოვრებლად თბილისში გადმოხვედი. დამოუკიდებელ ცხოვრებასთან დაკავშირებით გქონდა გარკვეული სირთულეები?

– თბილისში ბინა ვიქირავე და უკვე სამი წელია‚ მეგობართან ერთად ვცხოვრობ ნაქირავებში. თავიდან არ მომწონდა თბილისი, ძალიან ხმაური იყო. ხმაურზე კი გართულება მაქვს. მერე მეგობრებმაც ჩააბარეს თბილისში და მივეჩვიე. ახლა ქუთაისი აღარ მომწონს, ზედმეტად წყნარი მეჩვენება. 

– ამბიციური ხარ?

– ზომიერად ამბიციური ვარ. რაც ვიცი‚ რომ გამომივა ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე, იმის ფარგლებში ვარ ამბიციური – ვაკეთებ იმას, რაც გამომივა. მიზნად არ დავისახავ ისეთ რამეს, რასაც ვერ გავაკეთებ. საკუთარი თავის მიმართ საკმაოდ მომთხოვნი ვარ.

– ალბათ‚ გაქვს ისეთი თვისება, რომელიც სხვადასხვა საქმეში, ცხოვრებაში ხელს გიშლის?

– ძირითადად‚ სიზარმაცე. მაგრამ‚ სამაგიეროდ‚ ბოლო წუთზე ვიცი ყველაფრის გაკეთება.

– დიდი ხანია, აკეთებ პაროდიებს?

– ბავშვობიდან ვისწავლე პაროდიის კეთება, როცა „იუმორინას“ ვუყურებდი – ანუ, პაროდიის პაროდიებს ვაკეთებდი. მშობლებმა არ იცოდნენ და ივანიშვილის პაროდიაც ტელევიზიით ნახეს. უფრო სწორად‚ შემთხვევით გაიგეს. მერე მირეკავდნენ: ეს მართლა შენ ხარ, თუ თვალი გვატყუებსო. რა თქმა უნდა‚ ძალიან გაუხარდათ, გაკვირვებულები იყვნენ. მეგობრებმა უფრო იცოდნენ, ისიც ვიწრო წრეში, „კავეენის“ მეგობრებმა. „კავეენში“ ჩემი ფეხით მივედი, ალექს ძაგნიძე იყო ჩვენი გუნდის კაპიტანი, ძალიან დამეხმარა. საბოლოოდ, საუკეთესო გუნდი შეიკრა, ბევრს მიაღწია. მე და ჩემი მეგობარი, თორნიკე, რომელიც ასევე „კომედი შოუშია,“ პაროდიებს ვაკეთებდით. შარშან მივედი „თსუ-ის“ გუნდში. რომ ვთქვი‚ შემიძლია‚ ბიძინა ივანიშვილის პაროდია გავაკეთო-მეთქი, არ დამიჯერეს: ვერ გააკეთებო. მერე, რომ გავაკეთე, მითხრეს: უი, თურმე‚ შესაძლებელი ყოფილა მისი პაროდიაო.

– დიდხანს მუშაობდი ბიძინა ივანიშვილის პაროდიაზე?

– სანდრო ცნობილაძის პაროდიას‚ უხეშად რომ ვთქვათ‚ „ვამუღამებდი“ რამდენიმე თვის განმავლობაში და ერთ დღესაც ისე გავაკეთე, მეც ვერ მივხვდი. ივანიშვილის პაროდიის გაკეთებას სამი დღე დასჭირდა, ადვილი იყო. თუ გინდა, რომ პაროდია გამოგივიდეს, იმ ადამიანის ადგილას საკუთარი თავი უნდა წარმოიდგინო, როგორ მოიქცევა, რას იტყვის. ყველაფერში მის ნაცვლად უნდა წარმოიდგინო თავი. მაგალითად‚ ბრიფინგზე როგორ იჯდა, რას აკეთებდა, იმის მიხედვით წარმოვიდგენდი საკუთარ თავს და მერე ვაკეთებდი პაროდიას. რაც შეეხება ჩემს მოხვედრას „კომედი შოუში“, ფესტივალზე უყურეს ჩვენს გამოსვლას და როგორც ჩანს‚ მოეწონათ. დაგვიბარეს მე და ჩემი მეგობარი, თორნიკე. ჩვენი მომზადებული ნომერი წარვუდგინეთ, აგვიყვანეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში სტაჟირებაზე ვიყავი, ახლაც ჯერ არ მაქვს კონტრაქტი გაფორმებული, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან მოსწონთ მათაც და ხალხსაც. 

– როგორია შეფასებები?

– მშობლებისგან, საახლობლოსგან და რაიონისგან შეფასებები კარგი იყო. აზრთა სხვადასხვაობა‚ რა თქმა უნდა‚ არის. ყველაფერს აპოლიტიკურად ვაკეთებ. ამიტომ, არ მიმაჩნია სწორად, ვინმემ თქვას: რატომ აკეთებსო. თუმცა‚ ჩემთვის ეს კრიტიკაც მისაღებია, მაგრამ ამაში არაფერია პოლიტიკური, მხოლოდ და მხოლოდ იუმორია. ჩემი საქმეა‚ ამ ყველაფრის იუმორისტულად აღქმა და გადმოცემა, მეტი არაფერი. როდესაც ვიდეო იდება, წერენ: რატომ აკეთებსო, მაგრამ ჩემთვის ორივე აზრი მისაღებია. ზომიერ კრიტიკასაც ვიღებ, ეს პაროდიის დახვეწაში კიდევ უფრო მეხმარება. რა თქმა უნდა‚ მიფიქრია იმაზეც, რომ შეიძლება, ბიძინა ივანიშვილს არ მოეწონოს პაროდია, მაგრამ ამაში ცუდი არაფერია, მხოლოდ და მხოლოდ იუმორია. ყველა ქვეყანაში აკეთებენ პირველი პირების პაროდიებს და ამ მხრივ‚ საქართველოში განსაკუთრებული არაფერი ხდება. 

– არ იცი, მოსწონს თუ არა პრემიერ-მინისტრს შენი გაკეთებული პაროდიები?

– არ ვიცი, ელიტურ წრეებში არ ვტრიალებ და ასეთი ინფორმაციები არ მომდის. პირადადაც არ ვიცნობ. 

– კიდევ ვისი პაროდიის გაკეთებას აპირებ?

– ირაკლი ღარიბაშვილის პაროდიაზე ვმუშაობ, მაგრამ იოლი არ არის, რთული მიმიკები აქვს. ერთ დღეს‚ შეიძლება‚ მისი პაროდიაც გავაკეთო, რა თქმა უნდა‚ თუ იმდენად კარგი არ გამოვიდა, რომ ბიძინა ივანიშვილის პაროდია დაჩრდილოს. მისი მეტყველება ყურში მოსახვედრი და პაროდისტისთვის კარგი „სატოპკეა“. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პაროდიას, თავიდან ვერ მივხვდი, რა იყო მასში „სატოპკე“. მაგრამ, მერე, რომ დავაკვირდი‚ ყველაზე დამახასიათებელია წარბების აწევა. როდესაც უკვე აკეთებ პაროდიას, მერე ხვდები‚ რა არის მასში განსაკუთრებული და რა გამოგადგება. ღარიბაშვილის პაროდიაზე დაახლოებით ერთი თვეა ვმუშაობ, საკმაოდ გაგრძელდა. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ დიდ დროს ვუთმობ. აუცილებლად მივხედავ ამ საქმეს. 

– ახლა მითხარი, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში? 

– ცოლი არ მყავს, შეყვარებული... მაქვს ერთ გოგონასთან ურთიერთობა, მაგრამ ჯერჯერობით შეყვარებულები არ ვართ.  ჩვენი ურთიერთობა რამდენიმე ხნის წინ დაიწყო, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეწყდა. ახლა ისევ სტაბილურად მიდის. არ მოსწონს ჩემი პაროდისტობა, მეუბნება: ჯერ ეკრანზე რომ მენახე‚ არ მომეწონებოდი, კიდევ კარგი‚ მანამდე გიცნობდიო. საერთოდ არ უყურებს ჩემს გამოსვლას, შენი ვარცხნილობა და საერთოდ, პაროდია ნერვებს მიშლისო. 

– რით მოგაწონა თავი?

– რა თქმა უნდა‚ ხასიათის თვისებებით – ეს ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია. თუმცა‚ გარეგნობითაც კარგია. ახლა ურთიერთობაში უკვე მარტივად ვუყურებ ყველაფერს. როცა რთულად ვუყურებდი‚ რთული შედეგი გამოიღო, ამიტომ ორივე მარტივზე გადავედით.

 

скачать dle 11.3