კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოპერაცია: „ანტენა“

ანუ, ანტენებთან „საიდუმლოდ“ მებრძოლები

თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა გასულ კვირას მოგვახსენა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2012 წლის ივლისში ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებისგან დიდი ოდენობით სატელიტური ანტენები წამოუღია.

სულ მოვაჭრეებისთვის 2 719 ერთეული ანტენა ჩამოურთმევიათ, ზედაც 1 419  „რესივერი“ მიუყოლებიათ და 479 ცალი – „ლნბ-ც“. საქონლის საერთო ღირებულებას, ინვოისების მიხედვით, 141 616 ლარი შეუდგენია.

ეს ოპერაცია, გენინსპექციის ცნობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს ჩაუტარებია. ოპერაციის შედეგად ამოღებული საქონლის ნაწილი (რომელიც, ყოველ შემთხვევაში,  გარე მტერთან ბრძოლაში ვერაფერში გამოგადგებოდა) შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე შეუტანიათ, ნაწილიც იქვე, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე დაულუქავთ.

რაც მთავარია, შესყიდვის მოთხოვნა გრიფ  „საიდუმლოთი“ დაუმშვენებიათ.

რაკი საიდუმლოა, ბუნებრივია, არაფერი ვიცით, რატომ შეაიარაღეს ჩვენი შეიარაღებული ნაწილები ანტენებით, თუმცა, გენინსპექციის უფროსის ვარაუდით: „ანტენები ამოიღეს, რათა არ მიეყიდათ მოსახლეობისთვის“. ისიც სათქმელია, რომ გარე მოვაჭრეებისთვის თანხა ბოლომდე არ გაუსტუმრებიათ.

როგორც უნდა იყოს, იმედია, გენინსპექცია გამოავლენს, რატომ შეავსეს ჩვენი საბრძოლო არსენალი სატელიტური ანტენებით, თუმცა, თუ ანტენებთან ბრძოლაში გამომჟღავნებულ ჟინს ოკუპანტებზეც გავავრცელებთ, იქნებ, ამ ჩვენი ქვეყნის სამად გაგლეჯილ რუკასაც ეშველოს რამე.

скачать dle 11.3