კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამაო გამოცდილება

ანუ, სიმამაცეს კაცი არ მოუკლავს

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პრეზიდენტი მთავრობას გაებუტა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გაბუტვის მიზეზი დაცვის ყოფნა-არყოფნაა. კერძოდ, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტის დაცვისთვის ჩვეულებისამებრ გამოყოფილი 42 მილიონი 7-მდე შეემცირებინა, ხოლო მცველთა რაოდენობა კი – 400-მდე.

პრეზიდენტმა ამჯერადაც კრეატიულად იმარჯვა და, მაგალითად, ბაქოში ოფიციალურ ვიზიტზე მიმავალი, თავად ჩაჯდა ცისფერ ელექტრომობილში მეუღლესთან ერთად და აეროპორტისკენ გაეშურა. შესაძლოა, იმიტომ, რომ მაკვარანცხმა ქართულმა მედიამ ცისფერ ავტოსთან დაცვის სამსახურის ავტომანქანა შეამჩნია, ბაქოდან უკან დაბრუნებულმა პრეზიდენტმა დემონსტრაციულად აუარა გვერდი მის დასაცავად ჩამწკრივებულ ავტომანქანებს და ცისფერ ელექტრომობილს კვლავაც თვითონ მიუჯდა.

ზედაც, გაგვიმხილა (მომყავს ციტატა): „აქ დამხვდა იმდენი მანქანა, რამდენიც არ დამხვედრია არასდროს (ილარიონის არ იყოს, აქ ცოტა შეეშალა, რადგან კარგად გვახსოვს, რომ ნახევარი თბილისი იკეტებოდა, როდესაც პრეზიდენტის ესკორტი მოძრაობდა). რას ემსახურება ამდენი მანქანის დახვედრება? მე თუ ვინმესგან დაცვა მჭირდება, სწორედ ამათგან მჭირდება დაცვა.“

მეტიც, მთავრობას რჩევაც მისცა: „ხომ ამბობენ, თურმე, რამდენს ხარჯავს პრეზიდენტი დაცვაზე, რამდენს ჭამაზე, სმაზე? ჰოდა, წაიყვანონ ეს მანქანები და დააყენონ ფარეხში, ის ბენზინი კი, რაც ამათ ავზში ჩასასხმელადაა საჭირო, გადაუნაწილონ იმ ხალხს, ვისაც ჰპირდებოდნენ ბენზინის გაიაფებას.“

მართალია, უმრავლესობა ჯიუტად იმეორებს, რაკი სახელმწიფოს უმაღლესი პირია, პრეზიდენტს მაინც დაიცავენო, მაგრამ, საქმეს კოჭებშივე ეტყობა, რომ სანახაობა არ მოგვაკლდება.

რაც შეეხება ჩვენი პრეზიდენტის ახალ ამპლუას – ისე უნდა დავიტანჯო, როგორც ჩემი ხალხი იტანჯებაო, ვფიქრობ, შემდგომი ნაბიჯი საპრეზიდენტო სასახლის გაყიდვა და შემოსული თანხის ქვრივ-ობლებისთვის დარიგება უნდა იყოს.

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ პრეზიდენტობის აისზე ბ-ნი სააკაშვილი მეტროთი მგზავრობდა და გვპირდებოდა, რომ მხოლოდ ეკონომ-კლასით იფრენდა (რაც, საბოლოოდ, ორი პირადი თვითმფრინავის ფლობით დაგვირგვინდა მილიარდიან სასახლეში), შესაძლოა, მისი ახლებური ამპლუა კარგად დავიწყებული ძველი იყოს ან, სულაც, იმის დასტური, რომ გამოცდილება მაშინ მოდის, როცა ის უკვე აღარ გვჭირდება.

скачать dle 11.3