კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფეხებამოკეცილი და დაოთხილი

ანუ, თანამდებობისთვის შეუფერებელი პოზა

ეპისტოლური ჟანრი მთლად უცხო ხილიც არ არის ქართული პოლიტცხოვრებისთვის (შეგახსენებთ, რომ, მაგალითად, „მოქკავშირთან“ გაყრა მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ სწორედ ედუარდ შევარდნაძისადმი მიწერილი წერილით დაიწყო). ჰოდა, რაკი არ არის, ამ ბოლო დროს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტიც ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის სწორედ მას იყენებენ.

თუმცა ისიცაა, რომ პირველმა პრეზიდენტს „ფეისბუქით“ პრემიერ-მინისტრმა მიმართა. მოგვიანებით, მართალია, პრეზიდენტმა მიმართვის ფორმა დაიწუნა, მაგრამ, ორიოდ დღეში თავადაც „ფეისბუქი“ არჩია პასუხის გასაცემ ფორმა-საშუალებად (წესით, ორივემ სამუშაო კაბინეტში ცუკერბერგის სურათი უნდა დაიკიდოს).

ამის პარალელურად, უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრემიერ-პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა ჰაერივით აუცილებელია. მაგალითად, ხალხის რჩეული ბ-ნი ბობოხიძე, ჩვეულებისამებრ, უფრო შორსაც მიდის (მოვიხმობ მის ციტატას): „თუ ქვეყანას სჭირდება, თუ სამშობლოს სჭირდება, მე ვეუბნები პრემიერს, მუხლდაჩოქილი მივიდეს მიხეილ სააკაშვილთან. თუ ქვეყანას სჭირდება, პრეზიდენტსაც მოვუწოდებ, ფეხებამოკეცილი მივიდეს პრემიერთან.“

მაგრამ, რაკი მაინც უმცირესოელია, საკუთარი თანაგუნდელის ღირსებებისთვის ხაზის გასმაც არ დავიწყებია. აკაკი ბობოხიძე: „ოღონდ, განსხვავება, იცით, რა არის? პრეზიდენტმა ამისთვის (ანუ, ფეხებამოკეცილობისთვის) მზადყოფნა უკვე გამოხატა, პრემიერი კი მხოლოდ რაღაც საგაზეთო დეკლარაციებით ესაუბრება პრეზიდენტს. ეს არის ქვეყნისთვის დამღუპველი.“

დიალოგი, ალბათ, აუცილებელია, მაგრამ, მე რომ მკითხოთ, ამ პროცესისთვის დაოთხვაზე უფრო შესაფერისი პოზის შერჩევა აჯობებდა.

скачать dle 11.3